ჯანმრთელობა
კოჭა – ყავის ალტერნატივა! როგორ მოვამზადოთ, სად შევინახოთ და როგორ გავწმინდოთ სწრაფად
იაპონიაში კოჭის ფესვს ნებისმიერ მაცივარში იპოვით. მას თითქმის ყველა რეცეპტს უმატებენ: წვნიანებს, სმუზებს, სალათებს, შემწვარ ხორცს და თევზს, გუფთებს. მას ამწნილებენ, ახმობენ და ხარშავენ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ აფასებენ იაპონელები კოჭის თვისებებს და რატომ უნდა აიღოთ მაგალითი მათგან.
კოჭის ჩაი ყავას ჩაანაცვლებს!
შესაძლოა, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია! თქვენ იცით, რომ რამდენიმე ფინჯანი ყავის გარეშე გაღვიძებას და სამსახურში ჩართვას ვერ შეძლებთ! ზოგჯერ კიდევ ერთი ფინჯანი გჭირდებათ – სადილობის შემდეგ, ერთიც საღამოსკენაც გასამხნევებლად. ასევე იცით, რომ კოფეინის ჭარბად მოხმარება სახის ფერს აუარესებს. ტკბილი ყავა რძით კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას არ ახდენს. ზოგიერთს ყავის დალევის შემდეგ გაღიზიანება, გულისრევა და კანკალი აღენიშნება.
თუ ენერგიის მომატება გსურთ, ყავა კოჭის ჩაით ჩაანაცვლეთ. კოჭა მატონიზირებელი ეფექტის გარდა უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. მაგალითად, გამოადგება მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს. ის ხომ ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ასევე კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას მხარს უჭერს. მთავარია, ბოროტად არ გამოიყენოთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ანამნეზში გასტრიტი ჰქონდათ.
როდის დაგეხმარებათ კოჭის ჩაი:
- სტრესის და ძლიერი დაღლილობის დროს;
- თუ ფეხები და ხელები გეყინებათ;
- თუ ტრანსპორტში გული გერევათ;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს;
კოჭა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ზღვის დაავადების საწინააღმდეგოდ.
როგორ გამოვიყენოთ კოჭის ჩაი სწორად
თქვენ დაგჭირდებათ წყალი და ახალი კოჭის ფესვი.
- კოჭა გათალეთ ან გახეხეთ. საკმარისია დაახლოებით 4 სმ ფესვი, პროპორცია დიდად მნიშვნელოვანი არაა.
- კოჭას წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთით ხარშეთ. თუ გახეხილ კოჭას იყენებთ, გაწურეთ.
- მზა ჩაი მაცივარში დაახლოებით 1 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ. თუ სასმელი ზედმეტად კონცენტრირებულია, ცხელ წყალში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააზავოთ.
თუ კოჭის ჩაის ჭამის შემდეგ დალევთ, მუცლის შებერილობას თავიდან აიცილებთ და საჭმლის მონელებას ხელს შეუწყობთ.
მზა კოჭის სასმელს ლიმონი, დარიჩინი, თაფლი ან შავი წიწაკა დაუმატეთ.
სად შევინახოთ კოჭის ფესვი და როგორ გავასუფთავოთ სწრაფად
ახლა ახალ კოჭას თითქმის ნებისმიერ სუპერმარკეტში იპოვით. შეგიძლიათ რამდენიმე თვე მაცივარში შეინახოთ. ამისთვის ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ და ვაკუუმ პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ.
კოჭა შეგიძლიათ ჩვეული მეთოდით გათალოთ დანით ან ბოსტნეულის სათლელით. ბევრი გირჩევთ, რომ ქერქი კოვზით ან სერვისის დანით გახეხოთ.
ჩვენ უკვე ცნობილ ვარიანტებზე არ შევჩერდით და უფრო საინტერესო მეთოდი ვიპოვეთ! კოჭა შეგიძლიათ ჭურჭლის სახეხი ღრუბლით გახეხოთ.