Connect with us

საკითხავი

კოღოები სისხლს სუნით არჩევენ, I ჯგუფი მათი რჩეულია

სპეციალისტების შეფასებით, კოღოებისთვის ადამიანთა დაახლოებით 20% განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ეს მწერები მათ გამუდმებით კბენენ.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს გარკვეული მოქმედი დამცავი საშუალების შემუშავება ამ მომაბეზრებელი მწერებისგან, გარდა სპეციალური სპრეებისა(მწერები მათ მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ).

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ხსნის კოღოების “სიყვარულს” ადამიანთა გარკვეული კატეგორიის მიმართ.

ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ჯგუფს, რამდენადაც კოღოები სისხლით იმიტომ იკვებებიან, რომ მისგან ცილა მიიღონ.

ერთ-ერთი კვლევის შედეგები გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ კონტროლირებად პირობებში, კოღოები ორჯერ უფრო ხშირად კბენენ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ, ვიდრე მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს.

მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებიც ხშირად ხდებიან კოღოების მსხვერპლი. გარკვეული გენების წყალოით, დაახლოებით ადამიანთა 85%-ს შეუძლია კანიდან მისცეს კოღოს იმის სიგნალი, თუ რომელი ჯგუფის სისხლი აქვს, დანარჩენი 15% კი კოღოებს არ აძლევს მსგავსი დასკვნების გამოტანის საშუალებას.

გასაკვირი არაა, რომ კოღოები მათ უფრო ხშირად კბენენ, ვისი სისხლის ჯგუფიც მათთვის ცნობილია.

ერთ-ერთი ძირითადი მომენტი, რომლის მიხედვითაც მწერი თავის მსხვერპლს ირჩევს, მდგომარეობს ნახშირორჟანგის სუნში, რომელსაც ადამიანური რასის წარმომადგენელი სუნთქვის დროს გამოყოფს.

ყველაზე გემრიელი სისხლის ძებნის დროს, მწერი იყენებს ორგანოს, რომელსაც მაქსილარული ნესტარი(პირის აპარატის განსაკუთრებული ფორმა). იგი კოღოს ეხმარება ნახშირორჟანგის პოვნაში 50 მეტრის დაშორებითაც კი.

საბოლოო ჯამში, ადამიანები, რომლებიც უფრო დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ(ძირითადად, ჭარბწონიანი ან ძვალმსხვილი ადამიანები), ყველაზე მიმზიდველები არიან კოღოებისთვის.

აი, რატომ კბენენ კოღოები ბავშვებს უფრო იშვიათად, ვიდრე ზრდასრულებს.

სპორტით დაკავება და ნივთიერებათა ცვლა დიდ როლს ასრულებს მწერებისთვის, რამდენადაც სწორედ რძემჟავას, შარდმჟავას, ამიაკისა და ოფლთან ერთად გამოყოფილი სხვა ნივთიერებების სუნის დახმარებით პოულობენ ისინი თავიანთ მსხვერპლს.

ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ფიზიკურ დატვირთვებს, აძლიერებენ ორგანიზმში შარდმჟავას დაგროვებას და ზრდიან სხეულის ტემპერატურას, რითაც კოღოებს იზიდავენ.

არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ გენეტიკური ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს შარდმჟავისა და სხვა იმ ნივთიერებების გამოყოფის რაოდენობაზე, რომლებიც ბუნებრივი გზით გამოიყოფა თითოეული ადამიანის მიერ, რაც, ასევე, კოღოებისთვის მიმზდიველია.

საბოლოო ჯამში, გენეტიკური ფაქტორები 85%-ით აგებს პასუხს ადამიანის მიმზიდველობაზე კოღოებისათვის, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სისხლის ჯგუფი ან ნივთიერებათა ცვლა.

თუმცა, ამ მომენტში მკვლევარებს არ აქვთ შესაძლებლობა, სრულად განახორციელონ მოცემულ ფაქტორთა ანალიზი.

სხვა კვლევების მიხედვით, ბაქტერიათა ცალკეული სახეობები, რომლებიც ადამიანის კანზე ცხოვრობენ, გავლენას ახდენენ მწერებისთვის ადამიანის მიმზიდველობაზე.

კვლევამ, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა, გამოავლინა, რომ კანზე ბაქტერიების გარკვეული სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა კოღოებს იზიდავს.

აღსანიშნავია, რომ ადგილები, სადაც ნაკლები რაოდენობის ბაქტერიებია, თითქმის არ იზიდავს მწერებს, აი, რატომ მოსწონთ კოღოებს კოჭებსა და ტერფებზე კბენა – იქ ხომ ყველაზე მეტი რაოდენობის ბაქტერია იყრის თავს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.