Connect with us

თავის მოვლა

კოსმეტიკური პროცედურა, რომელზეც ნახევარი ხელფასის დახარჯვა ღირს

სინანულით ვამჩნევ, რომ ბევრი ქალი კანის მოვლის კოსმეტიკას სათანადოდ არ აფასებს. რა თქმა უნდა, ნახევარი ხელფასის მათზე დახარჯვა არ ღირს, თუმცა ყველა ადამიანს თავის მოვლის ხარისხიანი საშუალებების სტანდარტული ნაკრები უნდა ჰქონდეს. ეს არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობისთვის,  არამედ ჰიგიენის და კარგი ჯანმრთელობის ბანალური ბაზისთვის აუცილებელია.

კოსმეტიკა კანის მოსავლელად

ყველამ იცის, რომ თავის მოვლის საშუალებები თქვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ბუნებრივია, ამ რეკომენდაციის წაკითხვისთანავე მაღაზიაში გაქცევა და მთელი სიის შეძენა არ ღირს. თითოეული საშუალების ღირსებები და ნაკლოვანებები კარგად გაანალიზეთ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თქვენთვის შეუფერებელია. სიტყვაზე, აქ ბევრი უნივერსალური კოსმეტიკაა.

1. ჰიალურონის შრატი

ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ ბავშვებმა არ იციან, რომ ჰიალურონის მჟავა კანისთვის სასარგებლოა. დღესდღეობით სხვადასხვა საფასო კატეგორიაში ბევრი კარგი ვარიანტი იყიდება. განსაკუთრებით მომწონს Organic Zone Hyaluronic Face Serum. რას აკეთებს ჰიალურონის მჟავა კანზე? დამცავ ფირს ქმნის და ამით სითხეს აკავებს, ასევე სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებას აფერხებს. კოლაგენის და ელასტინის სინთეზის ხარჯზე ნაოჭებს აქრობს.

2. ალოეს გელი

ასეთი გელი კოსმეტიკის ჩანთაში შეუცვლელია. ჭრილობის შეხორცებას და კანის აღდგენას კარგად უმკლავდება. ბევრი კოსმეტოლოგი მის გამოყენებას ეპილაციის შემდეგ გირჩევთ. ზოგიერთი ქალი ალოეს გელს თმის ბოლოებში დასატენიანებლად ისვამს. გელი გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, ფორებს ავიწროებს. ბაზრობაზე ბევრი ბრენდის პროდუქტი შეგხვდებათ. ერთ–ერთი საუკეთესოა Holika Holika Aloe 99% Soothing Gel.

3. შრატი ნიაცინამიდით

თუ ეს პოპულარული სიტყვა გსმენიათ, მაგრამ არ იცით, რა არის, იცოდეთ, რომ იგივე ნიკოტინის მჟავა ან B3 ვიტამინია. მარტივი, მაგრამ სასარგებლო! მასში თქვენი კანისთვის ბევრი სარგებელია. მაგალითად, ნიაცინამიდი კანს შესანიშნავად ატენიანებს, მასთან ერთად კანის აქერცვლას დაივიწყებთ. პიგმენტურ ლაქებს კარგად აღიავებს, აკნეს წარმატებით ებრძვის და სახეს გლუვ იერს ანიჭებს. თუ უნივერსალურ ვარიანტს ეძებთ, არჩევანი შეაჩერეთ შემდეგ პროდუქტზე Relance Hyaluronic Acid + Niacinamide Face Serum. ამ შრატში ჰიალურონის მჟავაც და ნიაცინამიდიც შედის.

4. ტუჩის საშუალება

ტუჩის მოვლა ხშირად გვავიწყდება და სულ ტყუილად. ლამაზი და გლუვი ტუჩის კანი ნებისმიერ ქალს ამშვენებს. ტუჩის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, დატენიანებული და მოვლილი იყოს. ჩემი აღმოჩენაა Sierra Bees Organic Lip Balm. შესანიშნავი შემადგენლობა ზედმეტი ნარევის გარეშე. iHerb–ზე სხვადასხვა არომატით მთელი ნაკრები შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩემი ფავორიტი თაფლის არომატით არის.

რედაქტორისგან

თითოეულ ჩვენგანს კანის საკუთარი თავისებურებები გვაქვს. ხშირად ისე ხდება, რომ მსგავსი ტიპის კანის მქონე ადამიანის რჩევების გათვალისწინებისას შედეგს მაინც ვერ იღებთ. ამ შემთხვევაში საშუალების მინი ვერსია შეიძინეთ. ძვირიანი ქილების შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალურია. სამწუხაროა, რომ დიდ თანხას იხდით პროდუქტში, რომელიც საბოლოოდ არ გამოგადგათ.

თქვენი საყვარელი კანის მოვლის კოსმეტიკა აუცილებლად გაგვიზიარეთ. საინტერესო იმ პროდუქტების შეფასება, რომელთაც ხშირად ყიდულობთ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პროდუქტი გამოყენებული გაქვთ, შთაბეჭდილებები აუცილებლად მოგვწერეთ.