Connect with us

სხვა

კოჟრის მკურნალობა სახლის პირობებში

ე.წ. ფეხის ძირის კოჟრი (ან მეჭეჭი), რომლებსაც “თევზის თვალის” სახელითაც მოიხსენიებენ, ჩეულებრივ ახალგაზრდებს უჩნდებათ.
ეს უხეში, ოვალური ფორმის კოჟრი შეიძლება ბრტყელიც იყოს და ამოწეულიც. ისინი ფეხის ძირებზე ჩნდებიან, მისი დაწოლის ადგილებში, მაგალითად თითების ბალიშებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სხეულის სხვა ნაწილზეც შეიძლება გაჩნდნენ.
ხშირ შემთხვევაში ასეთი კოჟრის ქონა საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით თუ ის დაზიანებული ან გამსკდარია. გახსოვდეთ, რომ ამ ტიპის კოჟრს ვირუსი იწვევს, ამიტომ ისინი გადამდებია!

რა არის ფეხის ძირის კოჟრის (მეჭეჭის) სიმპტომები და მიზეზები?

იმისთვის, რომ ვირუსი ჩვენი ფეხის ძირებზე გაჩნდეს, ჩვენ სუსტი იმუნური დაცვა უნდა გვქონდეს.

  • ფეხის კოჟრის ძირითადი მიზეზი ამ ვირუსთან კონტაქტია
  • სპორტულ დარბაზში, ბასეინებში ან საზოგადოებრივ საშხაპეებში დაავადების დიდი შანსია
  • კოჟრები ღრმა დაზიანენბებს არ იწვევენ, თავიდან შესაძლოა უსიმპტომოდ ვითარდებოდეს ან მოზაიკის სახით გაჩნდეს.
  • გარკვეული დროის შემდეგ ფეხში ჩხვლეტები დაგეწყებათ, თითქოს ნემსს გირჭობენ
  • სწორედ ეს იწვევს ფეხის ძირის კოჟრის განვითარებას.

ფეხის ძირის კოჟრების მკურნალობა

ფეხის ძირის კოჟრის მკურნალობის, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ნატურალური და ეფექტური მეთოდია – ვაშლის ძმრითა და ჩაის ხის ზეთით მკურნალობა.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა და მისი გაჩენის მიზეზების გაანალიზება. განსაკუთრებით თუ რამდენიმე კოჟრი გაქვთ.

ხალხური სამკურნალო საშუალების მომზადების ინგრედიენტები და წესები:

  • 6 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 1 კოვზი ვაშლი ძმარი
  • ბამბა
  • პლასტირი

რაც შეეხება ფეხის ძირის მეჭეჭის მკურნალობას, მას არც ისე ბევრი გართულება აქვს, უბრალოდ წესებს უნდა მისდიოთ:

მკურნალობა ორ სეანსად იქნება გაყოფილი. ერთი ნაწილი დილის საათებში მოხდება, მეორე კი ღამით
უნდა კონცენტრირდეთ იმაზე, რომ  დილით, კარგად დაიბანოთ ფეხები, განსაკუთრებით დაზიანებულ ადგილას. როგორც კი ფეხს გაისუფთავებთ, გამოიყენეთ ბამბის ტამპონი, რათა გაპოხოთ კოჟრი ჩაის ხის ზეთით. დაელოდეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
პროცესი ყოველდღე გაიმეორეთ.
ღამე დაძინებამდე, მიიღეთ შხაპი და კარგად დაიბანეთ ფეხები.
ღამით ბამბა, ვაშლის ძმრით უნდა გაპოხოთ და დაიდოთ კოჟრზე. მიიმაგრეთ ის პლასტირის ან ბინტის მეშვეობით.