ჯანმრთელობა
კომბოსტოს დიეტით ზედმეტ 5 კგ–ს მოიშორებთ და იმუნიტეტს გააძლიერებთ
კომბოსტოს დიეტა ბიუჯეტური და ძალიან ეფექტური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც ზედმეტი კილოგრამების მოშორებას ცდილობს. ასე სეზონზე ღია ტანსაცმელში თამამად იბრწყინებთ.
გახსოვდეთ, რომ კომბოსტო საკმაოდ უნიკალური ბოსტნეულია მასში შემავალი უჯრედისის და დაბალი კალორიების გამო (მხოლოდ 28 კალორიას შეიცავს). სწორედ ამიტომ, კომბოსტო წონის კლებას ხელს უწყობს. კალიუმის შემცველობის წყალობით კომბოსტო ორგანიზმს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს.
კომბოსტო შეიცავს ტარტრონულ მჟავას, რომელიც ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნას ანელებს. ეს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან იცავს.
საკმაოდ სამართლიანად, კომბოსტოს დიეტა მკაცრ დიეტად ითვლება. სწორედ ამიტომ, დაწყებამდე განეწყვეთ და კარგი მოტივაცია მოიფიქრეთ. დიეტა 10 დღე გრძელდება. ამ დროში რაციონიდან გამორიცხეთ ნახშირწყლები (კომბოსტოს და ხილის გარდა). ბუნებრივია, ცხიმიანი საკვების მიღება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ კომბოსტო შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმს ცილების ათვისებაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ, ცილოვანი საკვების და კომბოსტოს კომბინაციით გასახდომად შესანიშნავ შედეგს მიიღებთ, თან დისკომფორტი არ შეგაწუხებთ.
კომბოსტოს 10 დღიანი დიეტა:
- საუზმე: უშაქრო ჩაი ან ყავა (შეგიძლიათ უბრალოდ უგაზო წყალი დალიოთ).
- სადილი: კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით და 150 გრ მოხარშული ქათმის ფილე (ინდაური ან თევზიც შეიძლება).
- ვახშამი: კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ხილი (ბანანის გარდა).
- ძილის წინ შეგიძლიათ 1 ჭიქა უცხიმო კეფირი დალიოთ.
საკვების მიღებებს შორის შეგიძლიათ კომბოსტოს სალათი შეჭამოთ, კომბოსტო ან მისი ხიკვი დაღეჭოთ. დიეტის დროს კომბოსტო შეგიძლიათ მოხარშოთ, დაამწნილოთ ან უმად მიირთვათ. კომბოსტოს მწნილი სხვა ღირსებებთან ერთად C ვიტამინით მდიდარია, ამიტომ იმუნიტეტს აძლიერებს და ცელულიტს ეფექტურად ებრძვის.
მოცემულ დიეტაში ნახშირწყლები არ შედის, ამიტომ მზად უნდა იყოთ, რომ დიეტის განმავლობაში აპათია, ძალების ნაკლებობა და ცუდი განწყობა შეგაწუხებთ. მინუსებს მიეკუთვნება ისიც, რომ კომბოსტო ნივთიერებათა ცვლას არ აჩქარებს. წონა მხოლოდ კვების შეზღუდვის ხარჯზე იკლებს და დიეტის დასრულების შემდეგ სწორი კვების პრინციპების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში წონა დაბრუნდება.