თავის მოვლა
კლეოპატრას სილამაზის 9 მთავარი საიდუმლო
იდეალური გარეგნობა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მოვლილი ქალი. ამის ნათელი მტკიცებულება კლეოპატრაა. როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, დიდებული ქალის ბუნებრივი მონაცემები საკმაოდ საშუალო დონის იყო. თუმცა მან იცოდა, რომ შინაგანი სილამაზის და თავის მოვლის კომბინაცია მამაკაცების აღფრთოვანების სახით შესანიშნავ დივიდენდებს იძლევა. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავზე ასე სათანადოდ ზრუნავდა. ნახეთ, კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოებები.
1. ვირის რძის აბაზანა
რა თქმა უნდა, ვირის და მისი რძის პოვნა გაგიჭირდებათ, მაგრამ შეგიძლიათ თხის ან ძროხის რძით ჩაანაცვლოთ. აბაზანისთვის 3 ჭიქა რძე დაგჭირდებათ. აქვე 5 ს/კ ნუშის რძე და ნახევარი ჭიქა თაფლი დაამატეთ. აბაზანის მიღების შემდეგ შედეგს იმწამსვე დაინახავთ: კანი ნაზი და ხავერდოვანი გახდება.
2. სახის ნიღაბი
ამისთვის მწვანე ყურძენი დაგჭირდებათ. კურკებისგან გაათავისუფლეთ და დაჭყლიტეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. თაფლი დაუმატეთ და ნარევი სახეზე დაახლოებით 15 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ და სახე ჩვეული კრემით დაიტენიანეთ.
3. შინაურული სკრაბი
არც თუ ძალიან მსხვილი მარილი აიღეთ და სახის ან სხეულის ნაწილზე ფრთხილად შეიზილეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. სჯობს მარილის სკრაბი აბაზანის მიღების ან სახის დაბანის შემდეგ გამოიყენოთ. ასეთი საშუალების მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ კანზე მკვდარ უჯრედებს გაშორებთ და კანის აღდგენას ხელს უწყობს.
4. ვარდის წყალი
ტონიკის სახით ყოველდღე გამოიყენება, რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ. კანის დატენიანებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, შეგიძლიათ მაკიაჟის ბაზად გამოიყენოთ.
5. ძმარი
ამ შემთხვევაში ვაშლის ძმარი გამოიყენება. ¼ ჭიქა ძმარი 1 ჭიქა წყალს აურიეთ. მიღებული სითხე კანზე წაისვით და სრულად გაშრობას დაელოდეთ. ეფექტი ტონირებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მოიცავს.
6. ინა ლაქის ნაცვლად
ინით შეღებვისას ფრჩხილები ყავისფერ-მოწითალო შეფერილობას იღებს. ინა ფრჩხილების ფირფიტების გაძლიერებას ხელს უწყობს. მისი გამოყენების შემდეგ ფრჩხილები უფრო ძლიერი გახდება და მტვრევადობას შეწყვეტს.
7. თაფლი სახისთვის
ამ პროდუქტის ნიღაბი სახის დაბერების პროცესს აფერხებს. მას ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, რის წყალობით სახეზე ანთებას, მათ შორის აკნეს, აქრობს.
8. თაფლის ნიღაბი თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის
აქ მთავარი ინგრედიენტი თაფლია. 3 ს/კ თაფლს 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. ნარევი ოდნავ სველ თმაზე თანაბრად გადაანაწილეთ. ნარევი თმაზე დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
9. კრემი კლეოპატრას რეცეპტით
კრემი ყველა ტიპის კანს უხდება. შემადგენლობა ასეთია:
- 2 ს/კ ალოე ვერას წვენი
- 4 წვეთი ვარდის ეთერზეთი
- 1 ს/კ ნუშის ზეთი
- 2 ს/კ ფუტკრის ცვილი
ნუშის ზეთი ცეცხლზე შეათბეთ, ისე რომ თხევადი მასა მიიღოთ. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ. საშუალება 1 კვირა მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ.
ყველა ეს მეთოდი კარგი და ნატურალურია, თუმცა ისეთ ეფექტს ვერ მოგცემთ, როგორც კლეოპატრას, თუ ქალს საკუთარი თავი არ ეყვარება, პატივს არ სცემს, არ იზრუნებს და სხვებსაც ასე არ მოექცევა.