ყვავილები
კიტრის რომელ ჯიშებს ირჩევენ გამოცდილი ფერმერები 2023 წელს, რომ უხვი მოსავალი მიიღონ
ალბათ, საკუთარ ბოსტანში გაზრდილ კიტრზე უკეთესი არაფერია. თითოეული მებოსტნე უხვ და შესაშურ მოსავალზე ოცნებობს. მის მისაღებად არა მხოლოდ გაზრდის პირობები, არამედ თესლი მნიშვნელოვანია. დღეს კიტრის ყველაზე მოსავლიან ჯიშებზე ვისაუბრებთ.
Аlltime.ge–ს რედაქცია გამოცდილი მებოსტნეების მიერ შედგენილ რეიტინგს გთავაზობთ.
კიტრის ყველაზე მოსავლიანი ჯიშები
ყველაფერს და ერთდროულად ვერ მიიღებთ. უნდა განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი: მოსავლიანობა, სწრაფი მომწიფება თუ პირობები, რომელშიც კიტრი იზრდება. ჯიშის არჩევისას ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ჯერ მოსავლიან ჯიშებზე ვისაუბროთ.
ბოლო წლებში მებოსტნეებს შორის პოპულარულია „კურაჟი F1“. ეს ჰიბრიდული ჯიშია, რომელსაც სათანადო მოვლის მიუხედავად კარგ მოსავლის მოცემა შეუძლია. საშუალოდ 1 მ²-ზე 30 კგ კიტრი შეგიძლიათ აიღოთ. ასევე დაავადებების მიმართ ამტანია.
კიდევ ერთი უცვლელი ლიდერია „ამური 1“. მსგავსი მოსავლიანობა აქვს, ამასთან სათანადო მოვლის პირობებში 50 კგ–მდე მოსავლის მოცემა შეუძლია. ეს ჰიბრიდი არა მხოლოდ მოსავლიანობით, არამედ ნაადრევი ნაყოფიერებით კარგია.
ჯიში, რომელიც ადრე მწიფდება
შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მოსავლის სწრაფად აღება სურს. კიტრი „ზოზულია“. მომწიფების დრო რეკორდულია, 48 დღე. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ამ ჯიშის ნაყოფი 23 სმ სიგრძის გაიზრდება. ასევე კარგია „მაშა F1“. მწნილისთვის იდეალურია.
საადრეო ჯიშებიდან კარგია „აპრილის F1”. კარგი იმუნიტეტით გამოირჩევა. მოსავალს დარგვიდან 1,5 თვეში იძლევა. უნივერსალური ჯიშია. როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტში შეგიძლიათ დათესოთ. კომპაქტური ბუჩქია, სამაგიეროდ ნაყოფი საკმაოდ მსხვილი, 200 გრამამდე იზრდება. ასევე სიცივის მიმართ ამტანია.
ყველაზე გემრიელი ჯიშები
აღსანიშნავია ჯიშები, რომელიც შესანიშნავი გემოთი გამოირჩევა. ამ კატეგორიაში ხვდება კიტრი „გერმან F1”. ნებისმიერი ფორმით გემრიელია, ყველაფრისთვის კარგია. უხვ მოსავალს იძლევა. კვადრატულ მეტრზე 25 კგ–მდე მოსავლის აღება შეგიძლიათ. გემრიელ ჰიბრიდებს შორის აღსანიშნავია „პრესტიჟი F1“. მწნილისთვის იდეალურია.
არ დაგავიწყდეთ, სად აპირებთ კიტრის გაზრდას, რადგან ეს მნიშვნელოვანია. სათბურისთვის კარგია „გერმანი“. ჰოლანდიური ჰიბრიდის საუკეთესო წარმომადგენელია. საადრეო ჯიშია და კარგი გემო აქვს. სათბურისთვის ასევე კარგია „დინამიტი F1“ „ზიატეკ F1“ „ორლიკ F1“.
ღია გრუნტისთვის იდეალური ჯიშებია „უნივერსალური“ და „ალთაური“. შესანიშნავი კიტრია, რომელიც კარგ და უხვ მოსავალს სწრაფად იძლევა. შეგიძლიათ დათესოთ და არ იდარდოთ.
როგორც ხედავთ, კიტრის ბევრი ჯიში არსებობს და თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ. დარწმუნებული ვართ, რომ თითოეულ მებოსტნეს კიტრის თავისი მოსავლიანი ჯიში აქვს, მაგრამ ახალი ჯიშის დამატება გვიანი არასდროსაა.