Connect with us

ჯანმრთელობა

კიდევ როგორი მიომა? აი, რა უნდა იცოდნენ ქალებმა

იოლანდა კირკჰამი, ტორონტოს კოლეჯის საავადმყოფოში მეან-გინეკოლოგი მიომას შესახებ საუბრობს. მიომა საკმაოდ გავრცელებულია და თითქმის ყოველ მეორე ქალში გვხვდება.

ყველაზე ხშირად მენოპაუზის პერიოდში ან 50-დან 70 წლის ასაკში ვლინდება. ამ დროს მიომა ადამიანების 80%-ში ფიქსირდება. საშვილოსნო მსხლის ზომის სასქესო ორგანოს წარმოადგენს. მისი კედლები სამი ფენისგან შედგება: გარე ქსოვილების ნაერთებისგან ფორმირებული, შუა კუნთოვანი და შიდა ლორწოვანი.

გარკვეულ პირობებში შუა (ან, როგორც უწოდებენ, მიომეტრიუმი) შეიძლება გაიზარდოს და მიომატოზური კვანძი ან მიომა წარმოქმნას.

რა არის მიომა?

მიომა გლუვ კუნთოვანი ბოჭკოების კვანძებია, რომლებიც ქალის საშვილოსნოში ან მის გვერდით შეიძლება აღმოაჩინოთ. მასზე შეგიძლიათ ისე იფიქროთ, როგორც მყარ კუნთზე. „ის ერთი ტიპის გლუვი კუნთის უჯრედიდან წარმოიქმნება, რომელიც გამრავლებას აგრძელებს“ – ამბობს კირკჰემი.

მიომა კისტის ან პოლიპისგან განსხვავება, მაგრამ ხშირად ერთმანეთში ერევათ. კისტა სითხის ან სისხლის რბილი ბალონია. კისტა საშვილოსნოში ან მის გვერდით არ იზრდება. „კისტი ჩვეულებრივ საკვერცხეებზე ან ზოგჯერ თქვენს კანზე იზრდება“ – განმარტავს ექიმი. ხოლო პოლიპი რბილი ხორციანი ქსოვილია, რომელიც საშვილოსნოში იზრდება.

აუცილებელი არაა, რომ მიომა სახიფათო იყოს. 99%-ზე მეტ შემთხვევაში მიომა დადებით თვისებიანია. ზოგჯერ ხელს არ კიდებენ, სხვა შემთხვევაში მისი ამოღება აუცილებელია. „ზოგიერთი მიომა ქალის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს“ – ამბობს ის.

მიომის წარმოქმნის თავიდან აცილება შეუძლებელია. მისი წარმოქმნა შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკასთან, რასასთან (მუქი ფერის კანის მქონე ქალებს მიომა უფრო ხშირად აქვთ), ჰორმონებთან, გარემო ფაქტორებთან და სხვა მიზეზებთან.

სად წარმოიქმნება მიომა?

საშვილოსნოს მიომას სამი მთავარი ტიპი არსებობს. სუბსეროზული მიომა საშვილოსნოს გარე კედელზე წარმოიქმნება. საშვილოსნოს კედელში აღმოჩენილ მიომას ინტრამურალურს უწოდებენ. ხოლო საშვილოსნოში გაზრდილ კუნთების ბურთებს სუბმუკოზურ მიომას უწოდებენ.

„სიმპტომები მიომას მდებარეობაზეა დამოკიდებული. თუ საშვილოსნოს კედელში პატარა კუნთოვანი ბურთი გაქვთ, რომლის ზომაც 1-2 სმ-ია, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის“ – აგრძელებს ექიმი.

სუბსეროზული მიომა შეიძლება საკმაოდ დიდი (10-15 სმ) გახდეს, რაც შარდის ბუშტზე გავლენას ახდენს. „იგივე ინტრამურალურ და სუბმუკოზურ მიომას ეხება“ – განმარტავს კირკჰემი.

ყველაზე გავრცელებული ინტერსტიციული საშვილოსნოს მიომაა. მისი სიხშირე 50-დან 61% მერყეობს. სუბსეროზული მიომას სიხშირე 26-დან 35%, ხოლო სუბმუკოზური – არაუმეტეს 13%-ია.

მიომამ შეიძლება მენსტრუაციულ ციკლზე გავლენა მოახდინოს.

საშვილოსნოს მიომას ტიპიური სიმპტომებია ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენა (მენორაგია), ზეწოლის შეგრძნება და მუცლის ქვემოთ ტკივილი. მენორაგია უფრო მეტად სუბმუკოზური მიომისთვის არის დამახასიათებელი. მიომას ზრდასთან ერთად სისხლდენის რაოდენობა და ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს, ხშირად სისხლის ნაკლებობას (ანემიას) იწვევს. ეს განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ და მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებს ეხებათ.

ეს მიომა საშვილოსნოს შემცირებას აფერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაცია შეიძლება ძალიან უხვი იყოს. სუბმუკოზური მიომა სისხლდენის ხასიათს ცვლის. თვიურის ხანგრძლივობა იზრდება და შეიძლება 1 კვირა ან 1 თვეც კი გაგრძელდეს“ – ამბობს ექიმმი.

მკურნალობის ვარიანტები

მკურნალობის მეთოდები მისი ზომის და კვანძების რაოდენობის, ასევე გამოხატული სიმპტომების მიხედვით განისაზღვრება. მცირე ზომის უსიმპტომო მიომის დროს ჩვეულებრივ დალოდების ტაქტიკა გამოიყენება, თუმცა მისი გამართლება საკამათოა.

მიომას კვანძი ზომაში როგორი პატარაც არ უნდა იყოს, მაინც დაავადება და ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოჩენილი პატარა მიომური კვანძის დროსაც კი თერაპიული ჩარევა უნდა განიხილოთ.

კლინიკური გამოკვლევებით ადრე ფართოდ დანიშნულ ორალურ კონტრაცეფტივებსა და სინთეტიკურ პროგესტაგენებში მიომას ზრდის შემაფარეხებელ პლაცებოსთან შედარებით უპირატესობა არ გამოვლენილა. მაგალითად, პრეპარატი დიუფასტონი, რომელსაც ხშირად საშვილოსნოს მიომას დროს პაციენტებს უნიშნავენ, არა მხოლოდ არ ანელებს, არამედ კვანძების ზრდას ხელს უწყობს.

ბოლო დრომდე მიომას სიმპტომების მკურნალობის ერთადერთ მეთოდს ჰისტერექტომია წარმოადგენდა. დღესდღეობით უფრო იშვიათად გამოიყენება და ადგილს თანამედროვე, ნაკლები ზიანის მომტან და უფრო ეფექტურ მეთოდს უთმობს. ინტრამურალური კვანძების მოსაშორებლად ენდოსკოპიური მეთოდებიდან ლაპაროსკოპია, ხოლო სუბმუკოზური მიომას შემთხვევაში ჰისტეროსკოპია გამოიყენება.

არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლის დროსაც მიომა ლაზერის ან გაყინვის მეთოდით მცირდება.

თუ რომელიმე სახიფათო ნიშანი შენიშნეთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.