Connect with us

ჯანმრთელობა

კიბოს 5 გემრიელი პროვოკატორი

შეგიძლიათ მკაცრ დიეტაზე არ იჯდეთ, მაგრამ თუ ჯანმრთელად ყოფნა გნებავთ, უბრალოდ ვალდებული ხართ უარი თქვათ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.

გაზიანი სასმელები

ტკბილი გაზიანი წყალი საღებავებს, არომატიზატორებსა და ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. დამატკბობელი ასპარტანი, რომელიც ხშირად გამოიყენება ასეთ სასმელებში – ხელს უწყობს წონაში მატებას და დიაბეტის განვითარებას. გარდა ამისა, გაზიანმა სასმელმა შესაძლოა თირკმელში კენჭის გაჩენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამოიწვიოს.

შოკოლადის ბატონი

შოკოლადის ბატონი, სუფთა შავი შოკოლადის ფილისგან განსხვავებით ბევრ, ჯანმრთელობისთვის მავნე შემცვლელებს შეიცავენ.

ძეხვეული

ძეხვეულ, სოსისი და სარდელი ბევრ სოიოს, ცხიმებს, გემოს გამაძლიერებლებსა და კონსერვანტებს შეიცავენ. ასეთ პროდუქტებს ნატურალურ და ნამდვილ ხორცთან საერთო არაფერი აქვთ.

ცხიმიანი ხორცი

მართალია, შეიძლება ნატურალური ხორციც მავნე იყოს ჯანმრთელობისთვის. ღორისა და სხვა ცხიმიანი ხორცი ქოლესტერინს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროვებს.

ჩიფსები

ამერიკელი მეცნიერები გვთავაზობენ შემოვიღოთ სპეციალური მარკირება, რომელიც მყიდველებს ჩიფსების მავნებლობის შესახებ გააფრთხილებდა. მათშI ბევრი მარილი და არომატიზატორი შედის, მზადდება იაფფასიანი ზეთით, გარდა ამისა ჩიფსების დამზადებისას გამოიყოფა არკილამიდი – ნივთიერება, რომელიც სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს.