Connect with us

ჯანმრთელობა

კვერცხის ცილა – საუკეთესო საშუალება მაღალი წნევის წინააღმდეგ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვერცხის ცილა საუკეთესო საშუალებაა სისხლის მაღალი წნევის წინააღმდეგ. თუ ეს პრობლემა ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს ტექსტი ბოლომდე.

კვერცხის ცილა ხელს უწყობს მაღალი წნევის დარეგულირებას. კარგი ამბავია, არა? ცილა შეიცავს ნივთიერება პეპტიდს, რომელიც, კვლევის თანახმად, ამცირებს სისხლის წნევას. იგი ბლოკავს იმ ფერმენტის გამომუშავებას, რომელიც სისხლის წნევის მატებას იწვევს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ვირთხებზე, რომლებსაც 6 კვერცხის ცილაში არსებული რაოდენობის პეპტიდს აძლევდნენ. შედეგი გასაოცარი იყო: ამ ნივთიერებას ისეთივე შედეგი ჰქონდა, როგორიც კაპტოპრილის(მედიკამენტის) დაბალ დოზას აქვს.

აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცილა, ასევე, აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში და ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.

წნევის შესამცირებლად საუკეთესო ვარიანტია მოხარშული კვერცხი.

იგეგმება მომდევნო კვლევებიც იმის დასადგენად, თუ რა გავლენა აქვს კვერცხის ცილას ადამიანის ორგანიზმზე.

თუ არსებული თეორია სარწმუნოა, მაშინ კვერცხის ცილა ერთ-ერთ საუკეთესო წამლად იქცევა მაღალ წნევასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ესაა ნატურალური და ეკონომიკური ვარიანტი გვერდითი მოვლენების გარეშე.

თქვენ რას იტყვით ამ სიახლის შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.