Connect with us

ჯანმრთელობა

კეფირის სასმელი, რომელსაც დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე წონის დასაკლებად ვსვამ.

კეფირი დარიჩნითა და ჯანჯაფილით – ჯანმრთელობისა და სილამაზის ელექსირი, რომელზეც ნამდვილი ლეგენდები დადის! ამბობენ, თუ ამ სასმელს დაძინების წინ მივიღებთ, დილას საოცრად ენერგიულად და მხნედ ვიგრძნობთ თავს. შესაშური რეპუტაციის მქონე ამ სასმელის კიდევ ერთი გასაოცარი თვისება წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის სტიმულირებაა.

თუ დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ამ სასმელის მიღებას დაიწყებთ, თქვენი სადღესასწაულო კაბა აუცილებლად იდეალურად მოგერგებათ.

სანამ უშუალოდ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მინდა გითხრათ, რომ ამ სასმელის ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ყოველდღიურად კეფირის სასმელის მიღებით, დღიური კალორაჟის ოდნავ შემცირებით და თეთრ ფქვილზე უარის თქმით სასურველ შედეგს მინიმალურ დროში, მინიმალური ძალისხმევით ვაღწევ. ყველას გირჩევთ, თავად ცადოთ. 2 კვირიანი განტვირთვა კეფირის ამ სასმელით, საუკეთესო გზაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად და ფიგურის კორექციისთვის.

კეფირი წონის დასაკლებად

ინგრედიენტები:

  • 250 მლ კეფირი (ცხიმიანობა 1,5%)
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

1. 250 მლ კეფირში დაამატეთ თაფლი, დაფქული დარიჩნი და ჯანჯაფილი, იგივე კოჭა. დააყოვნეთ 15 წუთით.

2. ათქვიფეთ სასმელი და გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ჭიქაში. სულ ეს არის!

3. მიირთვით ეს სასმელი განტვირთვის დღეებში ან ექსპრეს-დიეტის დაცვის დროს ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში. ასე თქვენ საგრძნობლად დააჩქარებთ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს.

4. კეფირის სასმელში შეგიძლიათ მცირეოდენი გახეხილი ვაშლის ჩამატებაც.

ორგანიზმი უფრო სწრაფად რომ გაიწმინდოთ, დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, გამოდევნოთ ტოქსინები და წიდები, აუცილებელია კეფირის სასმელის მიღების პარალელურად გარკვეული წესების დაცვა. თქვენ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი, გაამდიდროთ კვების რაციონი ბოსტნეულით, მარცვლეულით, უცხიმო ხორცით, რძის პროდუქტებით და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით აუცილებლად კმაყოფილი იქნებით. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.