ჯანმრთელობა
კეფირის სარგებელი ორგანიზმზე
ალბათ, საჭმლის მოსანელებლად ნატურალურ კეფირზე უფრო ძლიერი და ბუნებრივი სტიმულატორი არ არსებობს. საბედნიეროდ, ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია. მთავარია, მისი სწორად შერჩევა ვისწავლოთ და გავიგოთ, თუ რა სარგებელი აქვს კეფირს ორგანიზმზე.
ყველაზე საინტერესო: აღმოჩნდა, რომ რძემჟავა სასმელი შედგება ბაქტერიებისგან, რომელიც ადამიანის ნაწლავური მიკროფლორის ბაქტერიებს მაქსიმალურად ჰგავს. ისინი არა მხოლოდ თავად კეფირის, არამედ სხვა საკვების (თუნდაც ნაკლებად სასარგებლო საკვების) კარგად მონელებას ხელს უწყობს. Alltime.ge–ს რედაქცია დეტალურად გიამბობთ, თუ ვინ უნდა ჩართოს კეფირი თავის რაიონში და ვინ უნდა შეიკავოს მისი მიღებისგან თავი.
კეფირის შემადგენლობა
კეფირი ნერვული, საჭმლის მომნელებელი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე კალციუმის და ცილების დიდი რაოდენობას შეიცავს. გასაოცარია, რომ ამ რძემჟავა სასმელიდან ცილების ათვისება მყისიერად ხდება. სწორედ ამიტომ, კეფირი დაბალ კალორიულ პროდუქტად ითვლება. მასში შედის ბევრი სასარგებლო ნივთიერება: ორგანული და ცხიმოვანი მჟავები, A, C და PP ვიტამინები, B ჯგუფის 8 ვიტამინი, ბეტა კაროტინი და ბევრი მინერალური ნივთიერება.
ვისთვის არის უკუჩვენებული
ზოგიერთი ადამიანისთვის კეფირის და მისი მსგავსი პროდუქტის მიღება უკუჩვენებულია. პირველ რიგში, ეს კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებს ეხება. კეფირი აკრძალულია წყლულის, გასტრიტის, პანკრეატიტის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. ბავშვებისთვის კეფირი რეკომენდებულია 1 წლიდან და ისიც დღეში მაქსიმუმ 100 მლ. რძემჟავა სასმელი ბავშვის ჯერ კიდევ სუსტ ლორწოვანს ძალიან აღიზიანებს.
როგორი შევიძინოთ: უცხიმო თუ ჩვეულებრივი
გირჩევთ, რომ 3,2% ცხიმიანობის კეფირი შეიძინოთ. უცხიმო კეფირში ცხიმში ხსნადი ვიტამინები არაა. ამრიგად, მასში არ იქნება D ვიტამინი, რომელიც კალციუმის ასათვისებლად საჭიროა. თუ წონის შემცირება გსურთ, 1% ცხიმიანობის კეფირი მიირთვით. თუ დიეტას არ იცავთ, უფრო მეტი ცხიმიანობის მქონე სასმელი აიღეთ.
ვინ უნდა დალიოს კეფირი
კეფირის მიღების ჩვენებები:
- ღვიძლის დაავადებები
- ნაწლავების დისბაქტერიოზი
- შაქრიანი დიაბეტი
- ყაბზობა
- აუტოიმუნური და ალერგიული დაავადებები
- გასტრიტი დაბალი მჟავიანობით
კეფირის რეკომენდებული რაოდენობა
ზრდასრული ადამიანისთვის კეფირის დღიური ნორმა 250-400 მლ. თუ დიეტურ კვებაზე ხართ, დღეში მხოლოდ 200 მლ კეფირი მიირთვით. კეფირი უშაქროდ დალიეთ. თუ სასმელის დატკბობა გსურთ, ცოტა თაფლი (1 ჩ/კ 1 ჭიქაზე) დაუმატეთ.
შეიძლება თუ არა კეფირის დალევა ორსულებისა და მეძუძურე ქალებისთვის
ძუძუთი კვებისას ნებადართულია დღეში 3 ფინჯანი კეფირის დალევა. თუმცა გამონაკლისი არსებობს, როცა ბავშვში რეაქცია (ალერგია, შებერილობა) ვლინდება. იმის დასადგენად, დამნაშავე კეფირია თუ არა, სასმელზე ერთი კვირით უარი თქვით და ნახეთ, რა რეაქცია ექნება ბავშვს.
ქალებმა ორსულობის დროს კეფირი უნდა დალიონ. რა თქმა უნდა, თუ უკუჩვენებები არ აქვს. ზოგიერთი ქალი რძემჟავით განტვირთვის დღესაც აწყობს. ამ დროს დღეში 1,5 ლ კეფირი ან მაწონი შეგიძლიათ მიირთვათ, ხოლო ხაჭო – 600 გრ. საკვები სჯობს 6 მიღებაზე გაანაწილოთ.
შეიძლება თუ არა კეფირით გახდომა
ერთი შეხედვით, დაბალ კალორიული პროდუქტი გასახდომად იდეალურია: 100 გრ კეფირი (2,5% ცხიმიანობა) მხოლოდ 50 კალორიას შეიცავს. თუმცა 1 ლიტრი 500 კალორიას უდრის, ეს კი რძიანი შოკოლადის ფილის კალორიულობის ტოლფასია. კეფირი მონოდიეტის დროს არ შეიძლება იმის მიუხედავად, რომ დიეტური სასმელია. სწორად შედგენილი დიეტის მენიუ უნდა შეიცავდეს წყალს, ბალახების ჩაის და ბულიონს. კეფირზე მხოლოდ დღეში 1 ჭიქა მოდის. სჯობს კეფირი ღამით, ძილის წინ დალიოთ. გახდომისას კეფირის შაქრით ან ხილით დატკბობა არ შეიძლება. რა საჭიროა შიგნით ზედმეტი დუღილი? სასმელის მოცულობის შესამცირებლად და დასანაყრებლად კეფირი, მწვანილი და კაკალი აურიეთ.
აღსანიშნავია, რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის სჯობს კეფირის ვადას ყურადღება მიაქციოთ. 2 დღე დალიეთ, შემდეგ ბლინის ან ოლადების მოსამზადებლად გამოიყენეთ. რძემჟავა პროდუქტი მხოლოდ მაცივარში შეინახეთ. გახსნის შემდეგ მასში საფუარის სოკო გამრავლებას აგრძელებს და დროთა განმავლობაში სპირტს და გაზს გამოყოფს.