თავის მოვლა
კბილის პასტა, ცხელი შხაპი და კიდევ 4 მიზეზი, რატომ გიშრებათ ტუჩები მუდმივად
მშრალი ტუჩები მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არა. თუ ამ არეში მუდმივად მშრალი კანი გაქვთ, შეიძლება, ექიმთან მისვლა დაგჭირდეთ.
ცხელი, მზიანი ამინდი ან, პირიქით, ძლიერი ყინვა, გათბობის ბატარეები და მარილიანი წყალი – ამ ყველაფერმა შეიძლება ტუჩების გამოშრობა გამოიწვიოს. თუ მდგომარეობა არ იცვლება, დაფიქრდით: ტუჩების სიმშრალე სხვა, უფრო მუდმივი მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული? აი, რამდენიმე „დამნაშავე“.
ტუჩებს ხშირად ილოკავთ
რაც უფრო მშრალია ტუჩები, მით უფრო ხშირად ვილოკავთ და მით უფრო ვაშრობთ. საქმე იმაშია, რომ ნერწყვი შეიცავს ფერმენტებს, რომელიც ნაზ კანს აშრობს და აღიზიანებს. ამ ჩვევის მოშორება სცადეთ. გამომშრალ ტუჩებზე ზეთი, ბალზამი ან კრემი წაისვით.
ხშირად დაფრინავთ
თუნდაც ხანმოკლე ფრენა ჩვენი კანისთვის სერიოზული გამოცდაა. თვითმფრინავსა და აეროპორტში მშრალი ჰაერი კანიდან ტენს იწოვს, მათ შორის ტუჩიდან. ბალანსის აღსადგენად, ფრენამდე, ფრენის დროს და შემდეგ ბევრი წყალი დალიეთ. ასევე დამატენიანებელი კრემი, გელი და ბალზამი გამოიყენეთ.
ტუჩსაცხს ყოველდღე იყენებთ
ტუჩსაცხში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი კანს აშრობს, ამიტომ საკმარისად ცხიმიანი და რბილი ტუჩსაცხის გამოყენების შემდეგაც კი ტუჩები შრება. ამის თავიდან ასაცილებლად, ტუჩსაცხის გამოყენებამდე დამატენიანებელი ბალზამი წაისვით.
კბილის პასტა არ შეგეფერებათ
კბილის პასტის ზოგიერთი ინგრედიენტი განსაკუთრებით ის, რომელიც კბილის ქვის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება – მას ტუჩის კანის დაზიანება შეუძლია. ჩვეული კბილის პასტა შეცვალეთ – ეს დაგეხმარებათ.
ცხელ შხაპს ხშირად იღებთ
ცხელი შხაპი კანიდან ბუნებრივ ცხიმს გვაშორებს, მათ შორის ტუჩის კანიდან. სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები გირჩევთ ძალიან ცხელ წყალში არ დაიბანოთ, ხოლო შხაპის შემდეგ კანზე დამატენიანებელი საშუალება წაისვათ.
თქვენ პირით სუნთქავთ
თუ ცხვირი გაჭედილი გაქვთ და იძულებული ხართ პირით ისუნთქოთ, თქვენი ტუჩები შეიძლება დაზიანდეს: სუნთქვისას ტენის ნაწილები ტუჩებს ეკვრება, შემდეგ კი შრება, რის გამოც ტუჩებიც ძალიან შრება. ცხვირის ნესტოები ხსნარით გამოირეცხეთ და ტუჩის ბალზამი ხშირად გამოიყენეთ.