ჯანმრთელობა
კატარაქტა: რით არის სახიფათო და როგორ ვიმკურნალოთ?
პლანეტის ყოველ მეექვსე მოსახლეს აწუხებს კატარაქტა – თვალის სახიფათო დაავადება, რომლის დროსაც ბროლზე გაუმჭირვალე ლაქა ვითარდება. კატარაქტა 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში სიბრმავის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. დაავადება თავისი მოულოდნელობით და შეუმჩნევლობით საშიშია. პაციენტები ექიმს ხშირად მაშინ მიმართავენ, როცა დაავადება მხედველობაში ხელს მნიშვნელოვნად უშლით.
როგორ აღმოვაჩინოთ კატარაქტა ნაადრევ სტადიაზე?
დაავადებას რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ, ლაქის მოსაშორებლად უფრო ნაკლები ზომის მიღება მოგიწევთ და მხედველობის შენარჩუნების შანსიც უფრო მაღალია. აი, ნაადრევი სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმს სასწრაფოდ მიმართოთ:
დაბინდული მხედველობა
კატარაქტის განვითარების პირველი ორი სიმპტომი – მხედველობის შემცირება, ასევე გამოსახულების დაბინდვა. თუ სამყარო იმპრესიონისტების სურათებს სულ უფრო მეტად ემსგავსება, დროა ექიმს მიმართოთ. საქმე იმაშია, რომ თვალის ლინზები, რომლებიც სინათლის არეკვლაში გვეხმარება, კატარაქტის განვითარების გამო უფრო გაუმჭვირვალეა და მხედველობა ბუნდოვანი ხდება.
ფერების გარჩევის სირთულე
დაავადების კიდევ ერთი სიმპტომი. ჩვენ ფერების, განსაკუთრებით ელფერების გარჩევა გვიჭირს. თეთრი ფერი ცოტა მოყვითალო გვეჩვენება, ხოლო კრემისფერი – ქვიშისფერი. ცუდია ის, რომ პროცესი ნელ–ნელა ვითარდება და ფერების აღქმის ცვლილების დამოუკიდებლად შემჩნევა ძალიან რთულია. თუ ახლობლები ამ ფაქტს ყურადღებას მიაქცევენ, დროა ოფთალმოლოგს მიმართოთ.
სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა
ყველაზე გავრცელებული და ხშირი სიმპტომი – სინათლის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა. ამ დაავადების დროს კაშკაშა ნათურა ნამდვილი მტერი ხდება, ხოლო ჩვეული სინათლე ძალიან კაშკაშა და მტკივნეული. თუ გეჩვენებათ, რომ გარშემო ძალიან ბევრი სინათლეა, ექიმს მიმართეთ!
ღამით ტარების სირთულე
თუ მძღოლი ხართ, შანსი გაქვთ კატარაქტა ადრეულ სტადიაზე შენიშნოთ. საკმარისია, ღამით მანქანის ტარების გართულებას ყურადღება მიაქციოთ. თავის ტკივილი და ტკივილი თვალში, რომელიც შორი ნათების ფარის სინათლე იწვევს, საგზაო ნიშნების სიბნელეში წაკითხვის სირთულე – ეს მიზეზია, რომ ექიმს დროულად მიმართოთ!
წვრილი შრიფტის გარჩევის შეუძლებლობა
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაზე მით უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. ასაკობრივი შორსმხედველობა გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ხშირად ეჯახებიან. თუ წიგნებსა და ჟურნალებში წვრილი შრიფტის გარჩევა გიჭირთ, მიზეზი შეიძლება განვითარებადი კატარაქტი იყოს. ლინზა, რომლის წყალობითაც ვხედავთ, წყლისა და ცილისგან შედგება, ხოლო კატარაქტი ამ ცილას გახეთქვას აიძულებს და ჩვენ პატარა ნივთების და სიმბოლოების გარჩევა გვიჭირს.
ორმაგი მხედველობა
კატარაქტის განვითარების კიდევ ერთი „ჩუმი“ სიმპტომი – დიპლოპია ან „ორმაგი“ მხედველობა. თვალის ბროლი რაც უფრო ბუნდოვანი ხდება, მასში გამავალი შუქი უფრო მახინჯდება. ამის გამო ჩვენ მიერ დანახული სურათი უფრო ძლიერ იცვლება. თუ თვალებში გაორება გაქვთ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
მხედველობის მოულოდნელი გაუმჯობესება
ახლომხედველობის მქონე პაციენტებში მხედველობის მოულოდნელი გაუმჯობესება კატარაქტის კიდევ ერთი სიმპტომია. სამწუხაროდ, გაუმჯობესება საკმაოდ სწრაფად გადადის, დაავადება კი განვითარებას აგრძელებს. ასე რომ, ექიმთან მორიგი ვიზიტი არ გადადოთ და გახსოვდეთ, რომ ოფთალმოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ!
დაავადებები და ფაქტორები, რომლებიც კატარაქტის განვითარებას ხელს უწყობენ
ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც კატარაქტის განვითარების რისკს ზრდის, გარკვეული დაავადებაა. საკუთარ თავში რაც უფრო მეტი ნიშანს აღმოაჩენთ, კატარაქტის განვითარების მით უფრო მეტი შანსი გაქვთ:
- შაქრიანი დიაბეტი
- მოწევა
- მემკვიდრეობა
- თვალზე ოპერაცია
- თვალის დაზიანება
- ულტრაიისფერი ან ინფრაწითელი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება
- ჰიპერტონული დაავადება
- გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
- ახლომხედველობა
როგორ ვიმკურნალოთ კატარაქტა
სამწუხაროდ, კატარაქტის მკურნალობის და მხედველობის დაბრუნების ერთადერთი გზა ოპერაციაა. მაგრამ კარგი სიახლეც გვაქვს: თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს ძალიან ხანდაზმულ ადამიანებში ოპერაცია ჩავატაროთ. 90 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების განკურნების წარმატებული შემთხვევები ცნობილია.
ვიტამინები, მინერალები და ბიოდანამატები არა მხოლოდ კატარაქტს არ კურნავს და პროცესის განვითარების არ აფერხებს, არამედ შეუძლია ზიანი მოგაყენოთ: მათი ნდობით პაციენტი ექიმთან დროულად მისვლაზე უარს ამბობს და შედეგად მკურნალობა დაგვიანებით იწყება.