Connect with us

საკითხავი

კატა ცნობილია ამპარტავან და ანტისოციალურ არსებად, მაგრამ ასე არაა. საქმე თქვენშია

ითვლება, რომ თუ გსურთ მეგობრული და მოსიყვარულე შინაური ცხოველის ყოლა, ძაღლი უნდა აირჩიოთ. კატას აქვს ნამდვილი სოციოპათის რეპუტაცია, რომლისთვისაც ადამიანი პატრონი და მეგობარი არაა, არამედ ის, ვისაც საჭმელი მოაქვს. ასეა? როგორ არის დამოკიდებული კატის ქცევა იმ ადამიანებზე, რომლებიც მის გარშემო არიან?

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, შეუძლია თუ არა კატას იყოს კომუნიკაბელური და რა აიძულებს მარტოობის შეყვარებას. შესაძლოა პრობლემა არა კატაში, არამედ მისი პატრონის ახირებაშია?

კატის ქცევა

მკვლევარებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასამტკიცებლად, რომ შინაური კატა ეგოისტ თავხედ მარტოხელად არ უნდა ჩათვალოთ. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შინაური კატა (ასევე თავშესაფარის კატა საკმაოდ კომუნიკაბელურია და თავად ეძებს ადამიანის ყურადღებას. თუმცა ცხოველის მიმართ არასწორი დამოკიდებულება მის გულგრილობას იწვევს.

მკვლევარებმა კატის ქცევის და მისი კნავილის სიხშირის გაანალიზების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კატას სურდა დროის გატარება იმ ადამიანებთან, რომლებიც მის მიმართ ყურადღებას იჩენდნენ. ეს ეხება როგორც შინაურ, ასევე თავშესაფრის კატებს.

თუმცა თავშესაფრის კატა უცნობებთან კონტაქტზე უფრო გამოდიოდა, ვიდრე შინაური კატა. ასევე თავშესაფრის კატა იყო უფრო შეუპოვარი და ხშირად კნაოდა, როცა ადამიანი მის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენდა.

შეინიშნა, რომ კატის სოციალური ქცევა კონკრეტული ცხოველის ხასიათის ინდივიდუალური თვისებების მიხედვით განსხვავდება. ცოტამ თუ იცის, რომ კატა როგორც ექსტროვერტი, ასევე ინტროვერტი შეიძლება იყოს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კატა მარტოხელად არ შეიძლება ჩაითვალოს. უბრალოდ მარტოც და კომპანიაშიც თავს კომფორტულად გრძნობს. თუ ადამიანი მის მიმართ კეთილგანწყობას ავლენს, ცხოველიც ასეთი „ორფეხას“ მიმართ კეთილგანწყობით განიმსჭვალება.

თუ უფრო ადრე ჩატარებულ კვლევებს გადავხედავთ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გაირკვა, რომ კატა უფროა მიდრეკილი მაწანწალობისკენ, ვიდრე, მაგალითად, ძაღლი ან პრიმატები. ალბათ, ეს დასკვნა კატის პატრონს არ გააკვირვებს. სუფრაზე დასხდომა ერთია, რომ ცხოველი იქვე გაჩნდეს რაღაც გემრიელის მიღების იმედად. თუნდაც ჭამა ახალი დასრულებული ჰქონდეს.

დადგენილია, რომ კატა ნაცნობ ხალხს უცხოებისგან შესანიშნავად განასხვავებს. უცნობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. მფლობელის ქცევა მასში ყველაზე მეტ ემოციას იწვევს.

როცა მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს ხედავს, არტერიული წნევა იწევს. მის ჟესტებსა და სიტყვებზე უფრო ნათლად და აქტიურად რეაგირებს. რა თქმა უნდა, დიდწილად ეს მიუთითებს, რომ ცხოველი გემრიელის მიღებას ან მოფერებას ელოდება. ცხოველის მოლოდინი არ მოატყუოთ. ასე თქვენი ქცევა ყოველთვის სიხარულს მიანიჭებს.

Advertisement