თავის მოვლა
კარტოფილის ნიღაბი, რომელსაც ლიფტინგის ეფექტი აქვს. 2 რეცეპტი
უძილობა, მუდმივი სტრესი, ქარის და მზის ზემოქმედება – ფაქტორები, რომლებიც კანზე ნეგატიურად მოქმედებს. კარგია, რომ საკმაოდ ბიუჯეტური და ნატურალური საშუალებებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შეგვიძლია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაუბრუნოთ კანს სილამაზე კარტოფილის ნიღბით.
ნატურალური საშუალება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კორეულ კოსმეტიკაზე და ანტიასაკობრივ ძვირადღირებულ პროცედურებზე არანაკლებ შედეგს აჩვენებს. ეფექტი გამოყენების პირველივე კვირას უკვე შესამჩნევია.
კარტოფილის ნიღაბი: ყველაფერი მის ეფექტურობასა და მომზადების მეთოდზე
რა სარგებელი აქვს ნიღაბს
კარტოფილის ნიღაბი სხვადასხვა ტიპის კანს უხდება. გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. მშრალ, ცხიმიან და მგრძნობიარე კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური საშუალება, რომელიც ასრულებს რამდენიმე რიგ სასარგებლო ფუნქციას:
- სიმშრალეს აქრობს.
- კანს მკვებავი ნივთიერებებით ავსებს.
- ცხიმოვან ბზინვარებას აშორებს.
- ფორებს წმენდს და ავიწროებს.
- კანის მოდუნებას ამცირებს.
- ელასტიურობას უბრუნებს.
- ნაოჭების რაოდენობას ამცირებს.
- უსიცოცხლო ფერს აქრობს.
ნიღაბი №1
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი
- 2 ს/კ უმი გახეხილი კარტოფილი
- 0,5 ჩ/კ არაჟანი ან იოგურტი დანამატის გარეშე
მომზადების წესი:
- კარტოფილი და არაჟანი აურიეთ. ციტრუსის წვენი ჩაასხით და კარგად აურიეთ.
- მზა ნარევი წინასწარ გაწმენდილ სახესა და დეკოლტეს ზონაზე წაისვით. წრიული მოძრაობით წაისვით. ნიღაბი 20 წუთი გაიჩერეთ.
- ვადის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მნიშვნელოვანია! ნიღაბში ლიმონის წვენი შედის, ამიტომ მის გამოყენებას საღამოს გირჩევთ. დღისით სახე მზის სხივების ზემოქმედებისგან დაიცავით.
ნიღაბი №2
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ახალი გახეხილი კარტოფილი
- 1 კვერცხის ცილა
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. წვრილად გახეხილი კარტოფილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ნიღაბი სახეზე წრიული მოძრაობით წაისვით. 15 წუთი გაიჩერეთ.
- ბოლოს სუფთა წყლით ნაზად ჩამოიბანეთ.
ჩატარებული პროცედურის შედეგი ნამდვილად მოგეწონებათ. კანი უფრო დაჭიმული და მკვრივი გახდება. მთავარია, ერთ–ერთი კარტოფილის ნიღაბი რეგულარულად გამოიყენოთ (კვირაში ერთხელ საკმარისია). აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ახალი საშუალების გამოყენების წინ ალერგიულ რეაქციებზე ტესტის ჩატარება საჭიროა. ჯერ ნარევი იდაყვის შიდა მხარეს წაისვით და 20 წუთი მოიცადეთ. თუ ამ დროში რეაქცია არ გამოვლინდება, ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ.