ჰოროსკოპი
კარდინალური ზოდიაქოს ნიშნები და რით განსხვავდებიან სხვებისგან
მაშინაც კი, თუ ასტროლოგიისგან კარდინალურად შორს ხართ, ალბათ, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იცით. უფრო სწორია, თუ მას მზის ნიშანს ვუწოდებთ – ეს „მთავარი“ ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც დაბადების თარიღით და ამ დღეს მზის ადგილმდებარეობით განისაზღვრება. თითოეულ ადამიანს მხოლოდ მზის ნიშანი არ აქვს – დაბადებისას სხვა პლანეტებიც ამა თუ იმ მდგომარეობაშია განლაგებული. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი მთვარე, მერკური, სატურნი და ა.შ.
ზოდიაქოს 12 ნიშანი არსებობს და ასტროლოგია მათ განსხვავებულად ყოფს და ჯგუფებში აერთიანებს. მაგალითად, სტიქიის (ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი) მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა. ასევე არსებობს 3 ჯგუფი, რომელთაც გარკვეულ თვისებებს აწერენ. ესაა კარდინალური ნიშნების ჯგუფი (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა), ფიქსირებული ნიშნების ჯგუფი (კურო, ქალწული, მორიელი და მერწყული) და ცვალებადი ნიშნები (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები). დღეს Alltime-ის რედაქცია კარდინალურ ნიშნებზე გიამბობთ. ნახეთ, რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან.
კარდინალური ნიშნები ინიციატორები არიან. თითოეულ ამ ნიშანს სეზონის შეცვლა შეესაბამება და ამიტომ ყოველთვის რაღაც ახლის ცდას ცდილობს და ერთზე არ იციკლება. როცა მზე ვერძის ნიშანშია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხული იწყება, როცა მზე კირჩხიბში – ზაფხული იწყება, სასწორში – შემოდგომა, თხის რქაში – ზამთარი. ასე თითოეული კარდინალური ნიშანი გარკვეულ სტიქიას შეესაბამება: ვერძი – ცეცხლი, კირჩხიბი – წყალი, სასწორი – ჰაერი, თხის რქა – მიწა.
კარდინალური ნიშნები – ეს მოძრაობა, ინიციატივა, ცვლილებები და ექსპერიმენტებია. ისინი არა უბრალოდ დიდზე ოცნებობენ, არამედ ამ ოცნებებს ახდენას აიძულებენ.
ვერძი
ვერძი ძალიან მოუთმენელი და იმპულსურია. თუ ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მშრომელია და უარის მიღება არ უყვარს. ვერძი თავის ცეცხლოვან ენერგიას იყენებს, რომ დაბრკოლებები დაწვას და რაღაც ახალი და მშვენიერი შექმნას. მთავარია, ხელი არ შეუშალოთ.
ვერძს სიყვარულშიც ინიციატივის აღება უყვარს. პირველ (ასევე მეორე და მესამე) ნაბიჯს ყოველთვის თავად დგამს და მინიშნებები არ სჭირდება.
კირჩხიბი
თქვენ შეიძლება შეცდომით ფიქრობდეთ, რომ კირჩხიბი ზედმეტად ემოციური, მგრძნობიარეა და თვალები ყოველთვის ცრემლით სავსე აქვს. მაგრამ ასე არაა. ის შეიძლება იყოს ძალიან ნაზი და მგრძნობიარე, მაგრამ ამ თვისებას თავისდა სასარგებლოდ შესანიშნავად იყენებს.
კირჩხიბს შემოქმედებაში მგრძნობელობის გამოხატვა ძალიან უყვარს. ემოციები შთააგონებს და თუ ყველაფერი წარმატებულად წარიმართება, ნამდვილ შედევრს ქმნის. დასვენებულ კირჩხიბს ვერასდროს დაინახავთ, როგორც ოკეანე ყოველთვის მოძრაობაშია.
სასწორი
ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომლის სიმბოლო არა ცოცხალი არსება, არამედ ობიექტია. ამ ჰაერის ნიშანს სხვების ემოციების გაგება უჭირს, მაგრამ ხელოვნებას შესანიშნავად გრძნობს, იქნება ეს ფერწერა, მუსიკა თუ მოდა.
სასწორი შეიძლება წარმოუდგენლად მოლაყბე იყოს, მაგრამ მისი ერთგულება, დიპლომატიური ნიჭი, მახვილი გონება და სიმშვიდე სხვებს იზიდავს. კარგი მეგობარი და მომხიბლავი თაყვანისმცემელია.
თხის რქა
მიღებულია მოსაზრება, რომ თხის რქა შეიძლება საკმაოდ გულქვა და სასტიკი იყოს. სინამდვილეში, ზოგჯერ პირდაპირი, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც თავის ემოციებს ძალიან ღრმა დონეზე განიცდის. უბრალოდ სხვებს ყოველთვის არ აჩვენებს. თხის რქა თავის საზღვრებს იცავს და ცდილობს სისულელეებზე ენერგია არ დახარჯოს.
შეუწყნარებელია მათ მიმართ, ვინც დროს ტყუილად ხარჯავს და მხოლოდ იღებს, სანაცვლოდ კი არაფერს იძლევა. თხის რქას ბევრი ენერგია აქვს, ნებისმიერ მოსახერხებელ შემთხვევაში ხალხის მართვა ახასიათებს: იქნება ეს საკუთარი ბიზნესი თუ მეგობრული მოგზაურობა შვებულებაში.