Connect with us

კულინარია

კარავაის ცომი სოფელში მცხოვრები ბებიის რეცეპტით

ჩემი დიდედის რეცეპტით კარავაის ცომს ვამზადებ, შემდეგ კი ღვეზელებს და ფუნთუშებს ვაცხობ. ერთხელ ჩემი დაქალის თხოვნით კარავაი გამოვაცხე! ძალიან დიდი პორცია გამოდის. ცომი ძალიან ტკბილი, დახვევის გამო ბოჭკოვანი გამოდის.

ასეთი ცომიდან უფრო გემრიელი ფუნთუშები გამოდის, რაც მთავარია დიდხანს რბილი და ახალი რჩება! ასეთი ცომიდან ფუნთუშებს შიგთავსით საუზმისთვის ან ბავშვებისთვის სკოლაში წასახემსებლად ხშირად ვაცხობ.

ტკბილი ცომი ფუნთუშებისთვის

დღეს გიზიარებთ გემრიელი კარავაის ცომის რეცეპტს. მეორე დღეს მისგან გამომცხვარი ფუნთუშა და ღვეზელი არ გაფუჭდება და არ დაიფშვნება.

საფუარის ინგრედიენტები:

  • 150 მლ თბილი რძე
  • 30 გრ ახალი საფუარი
  • 4 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ შაქარი

ცომის ინგრედიენტები:

  • 180 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 16 გრ ვანილის შაქარი
  • 80 გრ კარაქი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 600 გრ ფქვილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

დამატებითი ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს/კ ნაღები
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. საფუარისთვის ღრმა თასი აიღეთ და თბილი რძე ჩაასხით. შაქარი და ახალი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

2. დაუმატეთ 4 ს/კ ფქვილი და კარგად აურიეთ. არაჟნის მსგავსი აფუებული ცომი უნდა მიიღოთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და სითბოში დადეთ.

3. ცომის მოსამზადებლად კომფორტულ ჭურჭელში 3 კვერცხი, 1 კვერცხის ცილა, მწიკვი მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი ჩაყარეთ. კარგად აურიეთ და დარბილებული კარაქი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ.

4. საფუარის მასა ცომს დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი გაცერით და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ, ცომი ხის კოვზით მოზილეთ. ამის შემდეგ ცომი ხელით მოზილეთ. თუ გრძნობთ, რომ ცომი რბილია, შეგიძლიათ ცოტა ფქვილი დაუმატოთ.

მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ცომი კიდევ 5 წუთით მოზილეთ. მზა ცომი საშუალო კონსისტენციის უნდა იყოს – არც ძალიან რბილი და არც მკვრივი! თასს და ცომს მცენარეული ზეთი წაუსვით, საკვები ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას 40 წუთით გააჩერეთ.

5. ცომი სამუშაო ზედაპირზე გადმოიტანეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და ჩაზილეთ. შემდეგ კვლავ თასში ჩადეთ, საკვები ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ.

6. ცომი სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ და მეორეჯერ ჩაზილეთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ ქიშმიშით გამოცხობას აპირებთ, მეორე ჩაზელვის დროს უნდა დაუმატოთ. ცომს მცენარეული ზეთი წაუსვით, საკვები ცელოფანი გადააფარეთ და თბილ ადგილას კიდევ ნახევარი საათით გააჩერეთ.

7. საცხობ ფორმას (მე  32×24 სმ მაქვს) პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, გვერდებსა და ძირზე დამატებით კარაქი წაუსვით. ქაღალდმა რომ არ იმოძრაოს, ფორმის ძირში ზეთი რამდენიმე ადგილას წაუსვით.

8. ცომი 12 თანაბარ ნაწილად გაყავით (ზუსტად 107 გრ გამოდის). თითოეული ცომის ნაჭერი ოდნავ ჩაზილეთ და ნელ-ნელა, შუაში დაწოლით თოკივით დააწვრილეთ.

9. მზა ცომი ზეთ წასმულ სამუშაო მაგიდაზე დააწყვეთ. თითოეულს ოდნავ მცენარეული ზეთი წაუსვით, საკვები ცელოფანი გადააფარეთ და 5-7 წუთით გააჩერეთ.

10. თითოეული ნაწილი კიდევ ერთხელ დააწვრილეთ, ოღონდ არ გაწელოთ. თითოეული 30 სმ-მდე უნდა მიიღოთ. თითოეულის ბოლოები უფრო სქელი უნდა იყოს. ცომი შუა ნაწილით ორი თითით აიღეთ. ერთი ბოლო თითებით დაიჭირეთ,  კი პირველზე შემოახვიეთ.

2-3 შემოხვევა საკმარისი იქნება. ბოლოები ქვემოდან ზემოთ შეკარით.

11. ფუნთუშები საცხობ ფორმაში ერთმანეთთან მჭიდროდ მიდებული დააწყვეთ. თუ კარავაის მიღება არ გსურთ, ორ საცხობ ფორმაზე და ერთმანეთისგან მოშორებით უნდა დააწყოთ, რადგან ცხობის დროს კიდევ ამოვა. ასე პორციული ფუნთუშები გამოგივათ.

ფუნთუშებს ცელოფანი დააფარეთ და თბილ ადგილას 10-15 წუთით დადეთ, რომ ამოვიდეს. ამ დროში კვერცხის გული და ნაღები ათქვიფეთ.

12. ამოსულ ცომს ათქვეფილი კვერცხის გული გამოცხობამდე 5 წუთით ადრე წაუსვით, ცომს არ დააჭიროთ. ფუნთუშები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

13. ესეც ასე, ფუნთუშები კარავაის ცომით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ცხოვრების განმავლობაში ბებიამ უამრავი პური გამოაცხო. ყოველ ჯერზე, როცა ცომს ღუმელში დებთ, ნერვიულობდა და განიცდიდა. როცა კარავაის აცხობდა, განსაკუთრებით ნერვიულობდა. დილიდან თავშალს იკეთებდა, ლოცულობდა და საფუარის ცომს ზელდა.

ყურადღებას აქცევდა, რომ ცომს ორპირი ქარი არ მოხვედროდა. ამოსული ცომი საკმაოდ ნაზია. ხმამაღალი ხმა შეაშინებს და ფუმფულა კარავაის ნაცვლად წებოვან ცომს მიიღებთ.

ეს რეცეპტი პრაქტიკაში გამოცადეთ, ამ ცომის ნაწარმით გაოცებული დარჩებით. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement