Connect with us

ჯანმრთელობა

იცით თუ არა, რომ ზრდასრული ადამიანის სახეზე პატარა ტკიპები ცხოვრობენ და ყოველწლიურად მათი რაოდენობა იზრდება

ადამიანების უმეტესობა უკვე დიდი ხანია შეეგუა, რომ კანის ზედაპირზე სხვადასხვა ბაქტერია და ორგანიზმი მუდმივად ცხოვრობს. როგორც წესი, ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში ისინი ჯანმრთელობას და ორგანიზმის ფუნქციონირებას საფრთხეს არ უქმნიან.

ალბათ, ბევრისთვის უსიამოვნო იქნება იმის ცოდნა, რომ პრაქტიკულად ყველა ზრდასრული ადამიანის სახეზე ძალიან პატარა ტკიპები ცხოვრობენ, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. Demodex folliculorum – ეს ობობის მსგავსი განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ადამიანის კანზე გადარჩენა და გამრავლება შეუძლია.

ცხოვრების უმეტეს ნაწილს თმის ფოლიკულებში ატარებენ. Demodex folliculorum კანის მიერ გამომუშავებული ცხიმით, დამცავი და ტენის შემაკავებელი ნივთიერებით, იკვებება. ამ მიზეზით მათი რაოდენობა სახის განსაკუთრებით ცხიმიან ადგილებში (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) უფრო იზრდება.

ამ მიკროორგანიზმების რაოდენობა ჩვეულებრივ ადამიანის იმუნური სისტემის მიერ კონტროლდება. აღსანიშნავია, რომ 10 წლამდე ბავშვებში ეს ტკიპები პრაქტიკულად არ არსებობს. სავარაუდოდ, დაინფიცირება ზრდასრულებთან, კერძოდ, დედასთან კონტაქტით ხდება.

თუ ზოგიერთი მათ არსებობას საერთოდ ვერ ხვდება, სხვებისთვის მათი არსებობა სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემებთან კავშირში შეიძლება იყოს. რიგ დაავადებებზე მათი გამოვლენის ზუსტი მექანიზმი არ არსებობს. ითვლება, რომ მათ პათოგენური ბაქტერიების გადატანა, ასევე თმის ფოლიკულების დახშობა შეუძლიათ.

Demodex folliculorum-ის გამო კანის მდგომარეობის გაუარესებაში ეჭვი შეიძლება შემდეგი ნიშნებით შეგეპაროთ:

  • ხორკლიანობის ზრდა და გაზრდილი მგრძნობიარობა (ასევე წვის შეგრძნება);
  • სიწითლე, აქერცვლა, კანის ზედაპირის ქავილი;
  • ეგზემა;
  • დერმატოლოგიური დაავადების დაუსაბუთებული გამწვავება;

ტკიპებით დაინფიცირების გაზრდილი რისკის ჯგფუში სუსტი იმუნური სისტემის (ასევე აივ ინფექციის), კანის ქრონიკული დაავადების, მათ შორის დერმატიტის, აკნეს, როზაცეას, ბლეფარიტის, ალოპეციის მქონე ადამიანები ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ Demodex folliculorum-სა და ყველა ამ პრობლემას შორის კავშირი ბოლომდე შესწავლილი არაა. კანის დაზიანებამ შეიძლება მათთვის დამატებით ხელსაყრელი გარემო შექმნას, ამასთან ტკიპებმა შეიძლება დერმატოლოგიური პრობლემები გაამწვავონ.

სახეზე ამ ობობის მსგავსი სახეობის დიდი დაგროვება ყველაზე ხშირად დემოდეკოზის დროს შეიმჩნევა. ის კანის გაზრდილი მგრძნობელობით, ქავილის გამომწვევი სიწითლით და თმის ფოლოკულების ირგვლივ აქერცლილი კანით ვლინდება.

თუ ტკიპები დისკომფორტს არ იწვევენ, მისი მკურნალობა საჭირო არაა. მიუხედავად ამისა, თითოეულ ადამიანს შეუძლია პროფილაქტიკის ზომები მიიღოს, რაც მათ გამრავლებას ხელს შეუშლის: ჰიგიენის წესების დაცვა, ჩაის ზეთის ან სალიცილის მჟავით სახის კარგად გაწმენდა, თუ მათზე ალერგია არ გაქვთ.

როგორც წესი, Demodex folliculorum-ის სრულად მოშორება შეუძლებელია. სასიამოვნო არაა იმის გაცნობიერება, რომ პრაქტიკულად ყველა ადამიანის სახეზე ძალიან პატარა ტკიპები ცხოვრობენ. მათი არსებობის შესახებ ცოდნა დერმატოლოგიური პრობლემების შემთხვევაში მკურნალ ექიმთან მისვლის დამატებითი მიზეზი ხდება. რიგი სამედიცინო პრეპარატები მათ გამრავლებას წარმატებით აფერხებენ და შეიძლება კანის ზოგიერთი დაავადებასთან ბრძოლის დამატებითი საშუალებები გახდნენ.