Connect with us

საკითხავი

ის მხოლოდ 8 წლისაა, მაგრამ უკვე 52 ქიმიოთერაპია გადაიტანა და სიმსივნე დაამარცხა

ზოგიერთი ისტორია იმსახურებს მოყოლას მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლის და ამტანობის მაგალითს წარმოადგენს. დელფინა მხოლოდ 8 წლისაა, მაგრამ უკვე 52 ქიმიოთერაპია, ასობით გამოკვლევა, ჩარევა და კონსულტანცია გადაიტანა. საბოლოოდ, ამ პატარა მებრძოლმა სიმსივნე დაამარცხა.

დელფინას არაჰოჯკინის ბერკიტის ლიმფომა ჰქონდა, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირდება. მას იმდენი ანალიზის ჩაბარება მოუწია, რომ მისი იმუნიტეტი ტკივილამდე მიიყვანა: „თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ექიმებს და ნემსებს მივეჩვიე. ახლა აღარ ვტირი, როცა სისხლს მიღებენ“ – აღიარებს პატარა გოგონა.

მაირა, გოგოს დედა, განმარტავს, რომ სამსახურიდან წასვლა მოუწია, რომ მკურნალობის დროს დელფინას გვერდით ყოფილიყო. მან სამკურნალო ხარჯების დაფარვა „ფონდ ფლექსერის“ დახმარებით შეძლო. ეს ფონდი ბავშვებში ონკოლოგიური დაავადების მხარდაჭერას ეძღვნება.

საბოლოოდ, 19 ივლისს მაირამ და დელფინამ განაცხადეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია. „მე სიმსივნე დავამარცხე“ – ნათქვამია გოგონას ხელში დაჭერილ პლაკატზე. ეს სურათი სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა.

„მე  ისეთი პლაკატის გაკეთების შესაძლებლობა არ მქონდა, როგორიც მას სურდა! ბედნიერებისგან თავს მეცხრე ცაზე ვგრძნობ. მინდა, რომ ყველა ექიმს მადლობა გადავუხადო. თქვენ მას სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარეთ,“ ამბობს ბავშვის დედა.

გარდა ამისა, დედამ რამდენიმე სიტყვა პატარა მამაც ქალიშვილს მიუძღვნა: „შვილო, ჩემო ლამაზო, ტკბილო და მამაცო დელფი! შენ ნამდვილი გმირი ხარ! ისეთი ძლიერი, როგორიც არავინ! მადლობა, მადლობა და დიდი მადლობა. სიტყვები აღარ მყოფნის, არც კი ვიცი, თუ რა ვთქვა. ყველას დიდი მადლობა“.

ახლა დელფინმა გამოჯანმრთელება დაიწყო: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ დელფინას საავადმყოფოში დაბრუნება აღარ მოუწევს. კონტროლი ყოველთვე დასჭირდება ისე, როგორც ადრე. დიეტა და ზრუნვა ძველებურად რჩება ოღონდ ქიმიოთერაპიის გარეშე“ – თქვა დედამ.

„ჩვენ ლოცვას ვაგრძელებთ და ღმერთს დელფინის ჯანმრთელობას ვთხოვთ. არსებობს ალბათობა, რომ დაავადება უკან დაბრუნდება და ეს ყველაზე ცუდი რამ იქნება, რაც შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ, მინდა გთხოვოთ, რომ დელფინა თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ, რომ სიმსივნემ ნამდვილად დაგვტოვოს. მადლობა ყველას, მთელი გულით მადლობა“ – აგრძელებს მაირა.

რთული წარმოსადგენია, თუ საწყალ ბავშვს რისი გადატანა მოუწია! დაე, ამ პატარა ძლიერ გოგონას ყველაფერი კარგად ჰქონდეს!