Connect with us

ტესტები

იპოვეთ თქვენი ყვავილი და მიიღეთ დახასიათება დაბადების თვის მიხედვით

თითოეულ ადამიანს ბევრი მფარველი ჰყავს. მაგალითად, ქვა, ფერი და წლის სეზონი. იცით თუ არა, რომელი ყვავილია თქვენი შინაგანი მდგომარეობის სიმბოლო? დღეს Alltime.ge–ს რედაქცია ამის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. უბრალოდ თქვენი დაბადების თვე დაგვჭირდება. წაიკითხეთ დახასიათება და ნახეთ, რომელი ყვავილია თქვენთან ახლოს!

იანვარი – ნარგიზი

თუ ამ თვეში დაიბადეთ, სიყვარულის და სამართლიანობის ყველა გამოვლინებას აფასებთ. არასდროს არავის ღალატობთ. მეგობრებს უყვარხართ, რადგან ერთგული და მგრძნობიარე ხართ. ერთი ნაკლი გაქვთ: ზედმეტად ჯიუტი ხართ. თუ ვინმე წყობილებიდან გამოგიყვანთ, გზაზე ყველაფერს ანადგურებთ.

თებერვალი – ალუბლის ყვავილები

სულიერებას და ხალხთან კარგ ურთიერთობას პირველ ადგილზე აყენებთ. ყოველთვის სიმართლეს ამბობთ და ახლობლებს არ ღალატობთ. თუმცა მოსაწყენი და ერთფეროვანი მოქმედება გბეზრდებათ. მარტივად შეგიძლიათ ადამიანის ხასიათი გამოიცნოთ. ემოციების გავლენის ქვეშ არ ექცევით.

მარტი – ია

თქვენში ერთი შეხედვით რთული თვისებები კომბინირებულია. მორცხვი ხართ, ამავდროულად გენიალური იდეებით ბრწყინავთ. შემოქმედება – ის, რის გარეშეც თქვენი თავი ვერ წარმოგიდგენიათ. მარტო თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. მუდმივი მოგზაურობა არის ის, რაც გაბედნიერებთ.

აპრილი – ზიზილა

თუ აპრილში დაიბადეთ, თქვენში ვნებები ჭარბობს. ხშირად ემოციების გავლენით მოქმედებთ, მაგრამ ამით გარშემომყოფებს შთააგონებთ. ძალიან განვითარებული წარმოსახვა გაქვთ, რომელიც ბრწყინვალე იდეების შექმნაში გეხმარებათ. არა უბრალოდ ოცნებობთ, არამედ ჩანაფიქრს ახორციელებთ.

მაისი – ფრინტა

ადამიანებს უყვარხართ, რადგან ნამდვილი ქარიშხალი ხართ. დეპრესიას არ ემორჩილებით. ცდილობთ პოზიტივის ძალით შეებრძოლოთ. თქვენს თავში ბევრი გეგმაა და არც ერთი მათგანი წინას არ იმეორებს.

ივნისი – შროშანი

თქვენ გირჩევნიათ იოცნებოთ და იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეცვალოთ სამყარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფანტაზიებში ოცნებობთ. თუ ახლობლებს თქვენი დახმარება ან რჩევა სჭირდება, ყოველთვის მზად ხართ დახმარებისთვის. საერთო წესების და კანონების დაცვა გიჭირთ.

ივლისი – დუმფარა

ნებისმიერ კომპანიაში ყურადღების ცენტრში ხართ. სიხარულით, მიმზიდველობით და სიკეთით სავსე ხართ. ადამიანები გაფასებენ, რადგან აგრესიას არ გამოხატავთ. თუმცა, თუ ვინმემ გაგაბრაზათ, ამას დიდხანს იმახსოვრებთ და იმედი გიცრუვდებათ.

აგვისტო – ყაყაჩო

თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გულახდილობა და ჭეშმარიტი გრძნობები გამოავლინოთ. კარგი ხუმრობა და მხიარული კომპანია მოგწონთ. ზოგჯერ საზღვრებს ვერ ხედავთ. ხუმრობით ხშირად ადამიანს გულს ტკენთ.

სექტემბერი – ღიღილო

სხვების გარემოცვაში თავს კარგად გრძნობთ. ადამიანები გაფასებენ, რადგან თქვენთან ურთიერთობა მარტივია. ამასთან მარტოობას აფასებთ. თუ დასვენება გჭირდებათ, ხალხისგან იზოლირებას უპირატესობას ანიჭებთ.

ოქტომბერი – გეორგინი

თქვენთვის ადამიანის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავი რომ მოგაწონოთ, თქვენზე უნდა იზრუნოს. თუმცა მხოლოდ გარეგნობას არ აფასებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შინაგანი სილამაზე სულიერს ემთხვეოდეს.

ნოემბერი – ვარდი

თქვენ ხშირად სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებთ. მეამბოხე სული გაქვთ, მაგრამ ახლობლებთან ურთიერთობაში არა. მათთან შეგიძლიათ მორჩილი იყოთ, მაგრამ ამასთან ზედმეტად გულახდილი არ იქნებით.

დეკემბერი – იაჟუჟუნა

თქვენთან ურთიერთობა ადვილია, რადგან ყოველთვის მზად ხართ კომპრომისზე წახვიდეთ. ახლობლებისთვის თქვენ სიმშვიდის და იმედის საყრდენი ხართ. უცხოებთან ურთიერთობისას საკუთარ თავს დაუყონებლივ არ ავლენთ. თქვენ გულჩაკეტილი ადამიანი ხართ.