ჯანმრთელობა
იოჰანა ბუდვიგი: ეს სამკურნალო საშუალება, რომელიც ყველა დაავადებას კურნავს, 60 წლის წინ აღმოვაჩინე!
ექიმი იოჰანა ბუდვიგი გამოჩენილი ქალი-მეცნიერია, რომელმაც მთელი ცნობიერი ცხოვრება ონკოლოგიური დაავადებების შესწავლას მიუძღვნა, სიმსივნის წარმოშობის მიზეზებში გარკვევას ცდილობდა და შესაშური ჯანმრთელობის წყაროს მიაკვლია.
გერმანელმა ფარმაკოლოგმა და დიეტოლოგმა შეიმუშავა მარტივი დიეტა, რომელსაც ბევრი თანამედროვე ონკოლოგი უნიკალურ და ძალიან ეფექტურ საშუალებად თვლის. როგორც აღმოჩნდა, სელის თესლი და ხაჭო სიმსივნის სამკურნალო საუკეთესო ნარევია.
იოჰანა ბუდვიგის რეცეპტით მომზადებული ორგანული მიუსლი და დიეტა ჯანმრთელ ადამიანსაც წარმოუდგენელ სარგებელს მოუტანს.
დიეტა სიმსივნის დროს
ონკოლოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების სისხლის შესწავლით, ბუდვიგმა მათში პათოლოგიური მოყვითალო-მომწვანო სუბსტანცია შენიშნა. გაარკვია, რომ ეს უცხო ნივთიერება სისხლში ჟანგბადის უკმარისობის გამო ჩნდება. ამ პათოლოგიის გასაქრობად ექსპერიმენტული გზით დიეტების შერჩევა დაიწყო.
ბუდვიგმა სიმსინის და მისი მკურნალობის მეთოდის შესწავლის დროს გაარკვია, რომ ჟანგბადი ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღია. იოჰანას მიერ შემუშავებული ანტისიმსივნური პროტოკოლი ორგანიზმს ჟანგბადით უფრო სწრაფად ამდიდრებს, ვიდრე სხვა სამკურნალო მეთოდები.
ის ირწმუნებოდა, რომ რიგი ცხიმოვანი მჟავების არსებობის გარეშე ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს სრულყოფილად სუნთქვა არ შეუძლიათ. ამასთან სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ორგანიზმში ბევრი პროცესის შეფერხებას იწვევს.
ბუდვიგის ანტისიმსივნური მეთოდი ორი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი – ხაჭოს, სელის თესლის და თაფლის ნარევით მკურნალობა, მეორე ეტაპი – დიეტა. ჟანგბადით გამდიდრებული, სასარგებლო საშუალების მოსამზადებლად თქვენ 150 გრ ხაჭო, 5 ს/კ სელის ზეთი, 3 ს/კ დაქუცმაცებული სელის თესლი და 1 ჩ/კ თაფლი დაგჭირდებათ.
მომზადება:
1. ხაჭო და სელის ზეთი აურიეთ. ერთგვაროვანი, ნაღების მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. თუ ზეთი არ იხსნება, რამდენიმე ს/კ რძე დაუმატეთ.
2. სელის თესლი დააქუცმაცეთ და ხაჭოს და ზეთის ნარევს დაუმატეთ. მნიშვნელოვანია! უკვე დაფქული სელის თესლი არ იყიდოთ და წინასწარ არ დაფქვათ. სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ ახალ დაფქული სელის თესლი დაგჭირდებათ.
3. ნარევს 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
იმწამსვე მიირთვით, ნარევის 20 წუთზე მეტხანს გაჩერება არ შეიძლება! ბევრი მას საღამოს აკეთებს, მაცივარში ინახავს და დილით მიირთმევს. ასე არ შეიძლება, რადგან ნარევს სამკურნალო ეფექტი უკვე დაკარგული ექნება.
იოჰანა ბუდვიგის პროტოკოლის მეორე ნაწილი დიეტაა. ექიმი თავის პაციენტებს შემდეგს ურჩევდა.
1. სუფთა სახის ცხოველური ცხიმებისგან თავი შეიკავეთ.
2. შაქრის მოხმარებას გადაეჩვიეთ.
3. თბილი ჩაი დღეში 3-ჯერ დალიეთ. პიტნის, ვარდის ფოთლების და ყურძნის ჩაი შესანიშნავი არჩევანია. სასმელის დასატკბობად ცოტა თაფლი გამოიყენეთ.
4. საკვებში კარაქის და მარგარინის გამოყენებას გადაეჩვიეთ.
5. სამკურნალო მედიკამენტების მიღება მინიმუმამდე შეამცირეთ.
6. ქლოროფილის შემცველი საკვები დანამატები მიიღეთ და მწვანე სასმელი მუდმივად დალიეთ.
7. ყოველდღიურად C ვიტამინი მიიღეთ, ოღონდ დღეში მაქსიმუმ 5 გრ.
8. ყოველდღიურად 1 ჩ/კ ცივი დაწურვის ნატურალური ქოქოსის ზეთი მიიღეთ.
9. სოიოს პროდუქტებს მოერიდეთ, სუფრის მარილი ზღვის მარილით ჩაანაცვლეთ.
ბუდვიგის ნარევის გამოყენების შემდეგ ბევრი აღნიშნავს, რომ ქრონიკული დაავადებები გაქრა, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სასაცოცხლო ენერგია მოემატათ. თუ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოთ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!