Connect with us

საკითხავი

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე: რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს

მართლმადიდებლური ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. ის იესოს წინამორბედი და მისი ნათლისმცემელი იყო. მისი გარდაცვალების დღე მნიშვნელოვანი ქრისტიანული მოვლენაა. გიამბობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს.

წმინდა წერილის მიხედვით, დაახლოებით 2 ათასი წლის წინ იოანეს მკვლელობა მეფე ჰეროდემ გერის სურვილის ასასრულებლად ბრძანა. მისი ცეკვით მოხიბლულმა მეფემ გერს სურვილის ასრულება დაპირდა. ასე წინასწარმეტყველმა რწმენისთვის სიკვდილი მიიღო.

აკრძალვები იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს

1. სუფრაზე გასატანად კერძი ლანგარზე არ დადოთ.

2. ცხოველური საკვები არ მიირთვათ. აქ შედის ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.

3. სხვებზე მოშურნეობა, გაბრაზება და კამათი აკრძალულია.

4. ბასრი ნივთებით, როგორიცაა დანა, მაკრატელი და სახეხი არ იმუშაოთ.

5. წითელი ფერის ხილ–ბოსტნეული არ მიირთვათ. პომიდორი, ვაშლი, წიწაკა, მარწყვი ამ დღეს აკრძალულია.

6. ცეკვა და სიმღერა აკრძალულია. დიდ ზეიმს და ხმამაღალ გართობას მოერიდეთ.

7. 11 სექტემბერს ბავშვების მონათვლა, ჯვრისწერა და ქორწილის გადახდა აკრძალულია.

მორწმუნე ადამიანმა ეს წესები უნდა დაიცვას. ასე იოანე ნათლისმცემლის ხსოვნას პატივს მიაგებთ. დიდი წინასწარმეტყველი უდაბნოში ხეტიალობდა, მხოლოდ მცენარეულობით და ველური თაფლით იკვებებოდა.

Advertisement