სახლი და დიზაინი
ინტერიერის რომელი ფერი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?!
ამბობენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ვარსკვლავებზე, მაშინ რატომ არ უნდა მივანდოთ მათ ჩვენთვის შესაფერისი ინტერიერის ფერების შერჩევა?!
ვერძი
წითელი
მკვეთრი და ენერგიული ფერები ამ ცეცხლოვან ზოდიაქოს ძალინ უხდება. ასტროლოგი ლიზა სტრადუტი ამბობს, რომ წითელი ფერი ვერძს თავს საკუთარ სტიქიაში აგრძნობინებს!
კიდევ ერთი ფერი რომელიც მის მოტივირება გამოიწვევს – სტაფილოსფერია. ტონების მიხედვით ეს ფერი თანაბრად შეეფერება როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების ინტერიერს.
კურო
მწვანე
კურო მიწის სტიქიაა და მას ბუნება შთააგონებს, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც მას რბილი სიმწვანე უნდ აახდეს თან. მწვანე ფერი კუროს შთაგონებასა და ენერგიას აძლევს.
კურო ხართ და მწვანე ფერი არ გიყვართ?! მაშინ სახლის იასამნისფერის და ლილისფერის რბილ ტონებში მორთვა სცადეთ. ეს ფერი მშვიდ ატმოსფეროს შექმნის და საჭირო მომენტში კონცენტრირებაშიც დაგეხმარებათ.
ტყუპები
თეთრი
ეს ენერგიული ზოდიაქოს ნიშნი ნათელ, ღია სივრცეებს ირჩევს. მათ სუფთა კედლები უყვართ რადგან ყოველთვის დაკავებულები არიან. თეთრი ფერი მათთვის ქაოტური ცხოვრებისგან დასასვენებელ ტავშესაფრად იქცევა.
ნათელი ფერების მიქსი
ყვითელი, ცისფერი, სტაფილოსფერი, ზოლებიანი შპალერი – ასეთი ინტერიერი შესანიშნავად ირეკლავს ტყუპების პიროვნებას.
კირჩხიბი
პასტელის ტონები
თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი და პასტელის ტონები კირჩხიბისთვის კომფორტულ და სტუმართმოყვარე ატმოსფეროს ქმნიან. თუმცა დრო და დროა კირჩხიბები ძალიან ემოციურები ხდებიან, ასე, რომ სახლში ერთი ოთახი იისფერ ტონებში უნდა იყოს, ეს ფერი მის მჩქეფარე ემოციებს გაააქტიურებს.
ლომი
ყვითელი
ლომი მზის შვილია, ამიტომ მისთვის კომფორტულია ნათელი, მზის ფერები ინტერიერში. ასეთი თბილი ტონი – როგორიც ფოტოზეა, შესანიშნავად ასახიერებს ლომების ხასიათს, მათ ლოიალურობას სხვა ადამაინებთან და ოპტიმისტურ შეხედულებას ცხოვრებაზე.
მუქი იისფერი – სამეფო ნიშნის ფერია, რადგან დროდადრო მათ თავები მეეფეებად და დედოფლებად მიაჩნიათ. ამიტომ სახლში სასახლის აურის შემქმნელი ფერები სწორედ ის არის რაც ლომებს ჭირდებათ.
ქალწული
ყავისფერი
კედლები ან ავეჯი ან საწოლის თეთრეული რომელიც ფერით მიწას გავს, ქალწულებზე ნამდვილად დამამშვიდებლად იმოქმედებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ქალწულები ძალიან პრაქტიკულები და მოწესრიგებულები არიან, ისინი კედლის ფერს სიფრთხილით არჩევენ, რათა ის ინტერიერის რაც შეიძლება მეტ ტონს შეეფერებოდეს. რბილი, სუფთა და უბრალო ცისფერი მათთვის შესანიშნავი არჩევანია.
სასწორი
ვარდისფერი
სასწორებს რბილი ვარდისფერი უყვართ, განსაკუთრებით რბილ ავეჯზე. თუმცა არც მუქი მწვანის მიმართ არიან გულგრილები. ეს ფერი მათ გართობისა და სახლში სიმშვიდის მოპოვების სურვილს ირეკლავს.
მორიელი
ბორდოსფერი
მორიელის ფერი – წითელი და შავია. ბორდოსფერი კი მათ სიმბიოზს წარმოადგენს. ასეთი ინტერიერი ვნებიანი მორიელების ნატურას კარგად შეეფერება. ვნებებს კარგად გაჯერებული ვარდისფერიც კარგად გამოხატავს.
მშვილდოსანი
ქლიავის ფერი
ფილოსოფიურ აზროვნებებსა და სულიერი მოძღვრებების შესწავლაზე ორიენტირებული მშვილდოსნები ასეთ გარემოშო ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მშვილდოსნებს მოწყენილობა არ უყვართ – მათთვის ღია მწვანე ფერიც შესანიშნავი იქნება. ამ ფერის ფარდები ან კედლები მათ ნამდვილად მოეწონებათ.
თხის რქა
ღია ნაცრისფერი
კონსერვატიული ბუნებით ცნობილი თხის რქა ამ ფერის ინტერიერში თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. მის ფონზე ისინი ლამაზ ყვავილებს, ფერად წიგნებს და ხელოვნების ნიმუშებს მოათავსებენ.
მუქი ცისფერი
არ არსებობს რამე უფრო კლასიკური ვიდრე მუქი ცისფერი. ეს ფერი თხის რქების სახლს ნამდვილად დაამშვენებს. მუქი ცისფერი კედელი – იდეალრია დახვეწილი ინტერიერისთვის.
მერწყული
ცისფერი
ცისფერის ყველა ტონი შესანიშნავად ერწყმის ამ ზოდიაქოს ნიშნანს. ექსცენტრიულ მერწყულებს უნივერსალური ნაცრისფერი ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს.
თევზები
ფირუზისფერი
თევზებს ოკეანის ნებისმიერი ტონები უყვართ, ამიტომ ფირუზისფერი ინტერიერი მათ თავს ისე აგრძნობინებს როგორც თევზს წყალში. იასამნისფერში გარდამავალი ცისფერი ტონები კი მას წყალქვეშა სამყაროში აგრძნობინებს თავს.