კულინარია
ინსტრუქცია ხორცკომბინატის თანამშრომლისგან: როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ძეხვი
ძეხვი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ეს ხორცის ნაწარმი ხელოვნურ ან ნატურალურ გარსში გახვეული ძეხვეულის ფარშია. რეცეპტის მიხედვით შემადგენლობაში შეიძლება 1 ან მეტი სახეობის ხორცი, სანელებლები და სხვადასხვა დანამატები შედიოდეს. ძეხვის სახეობები მომზადების მეთოდიც განსხვავდებიან. ზოგი თერმულად მუშავდება, ზოგი ფერმენტაციას გადის.
ამა თუ იმ სახეობის განსაკუთრებულობაში უნდა ერკვეოდეთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ვიზუალურად, ძეხვის სახეობები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ახლა იმდენი ახალი დასახელებაა, რომ თავად გამყიდველებიც ვერ ხვდებიან. ან იღბლის იმედად უნდა იყოთ ან იცოდეთ, კონკრეტულად რა გსურთ. მეორე ვარიანტს უპირატესობას ვანიჭებ. Alltime.ge-ს რედაქცია ძეხვეულის ასარჩევად პატარა შპარგალკას გთავაზობთ.
ძეხვის სახეობები
მოხარშული
მოხარშული ძეხვი ღორის ან ძროხის ხორცისგან (ზოგჯერ, ფრინველის, კურდღლის) მზადდება. ხორცს წვავენ და თერმულად ამუშავებენ. მოხარშულ ძეხვეულს შორის სოიოს ვეგეტარიანული ძეხვი იშვიათობა არაა. შემადგენლობაში დამატებით შეიძლება შეგხვდეთ რძე, კვერცხი, ქონი და ენა.
მოხარშული ძეხვი იყოფა 2 მთავარ კატეგორიად:
უსტრუქტურო: რაიმე ჩანართები არ გვხდება, მასა მთლიანად ერთგვაროვანია. ამ ქვესახეობის ტიპიური წარმომადგენლებია „საექიმო“ და „რძიანი“ ძეხვები.
სტრუქტურული: ხორცის ან ქონის ჩანართები გვხდება (მოყვარულთა).
მოხარშულ–შებოლილი
ასეთი ძეხვი თერმული დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. თავიდან ბოლავენ, შემდეგ ხარშავენ, შემდეგ კვლავ ბოლავენ და ახმობენ. მოხარშულ–შებოლილ ძეხვს მიეკუთვნება „სერველატი“ და „მოსკოვური“.
ნახევრად შებოლილი
ძეხვის ძირითადი შემადგენლობა ღორის და ძროხის ხორცის ფარში, ქონი და სანელებლების ნარევი. ხორცის ნაწარმს წვავენ, ხარშავენ, ბოლავენ და ახმობენ. ამრიგად, თქვენს სუფრაზე ხვდება „კრაკოვსკის“ და „პოლტავსკის“ ძეხვი, ხოლო სოლიანკთან – არომატული „მონადირული“.
ნედლად შებოლილი
უფრო ძვირადღირებულ ნედლად შებოლილ ძეხვზე გადავიდეთ. მის მომზადებას დაახლოებით 1 თვე სჭირდება. ნაწარმს ჯერ კიდევ უმი სახით ბოლავენ. ბევრი სანელებლის წყალობით პროდუქტს სასიამოვნო და გაჯერებული გემო აქვს. გაჭრილ ძეხვში შპიკის ნაჭრები ჩანს.
ნედლად გამხმარი
სხვა სახეობებს შორის ნამდვილ დელიკატესად ითვლება. მის მოსამზადებლად ხორცს ამარინადებენ, შემდეგ ახმობენ. ნედლ მასალად მხოლოდ მაღალი ხარისხის სახეობა გამოიყენება. თუ სადღესასწაულო სუფრაზე ძეხვეულის დადება გსურთ, უპირატესობა „ჩორიზოს“ ან „სალიამის“ მიანიჭეთ.
ლივერის ძეხვი
ლივერის ძეხვი მოხარშული ან ბრანშირებული ხორცისა და სუბპროდუქტებისგან შედგება. ინგრედიენტებს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურევენ. ძეხვის სახეობა გარეგნულად გემრიელად არ გამოიყურება. მას ნაცრისფერი ან მოყვითალო ნაცრისფერი შეფერილობა აქვს და ზემოთ მოცემულ სახეობებთან შედარებით უფრო იაფია.
ძეხვის არჩევისას თქვენი გემო, ფინანსები და პროდუქტის დანიშნულება გაითვალისწინეთ. მაგალითად, პიცას მოხარშულ–შებოლილი ან ნახევრად შებოლილი ძეხვი იდეალურად უხდება. ზოგიერთ სალათაში მოხარშული ძეხვი გამოგადგებათ.