ჯანმრთელობა
იაპონური დიეტა მათთვის, ვისაც 2 კვირაში 8 კგ-ს დაკლება სურს
ასეთი დიეტის 2 კვირაზე ნაკლებ ხანს დაცვას აზრი არ აქვს, რადგან ორგანიზმი ვერ ასწრებს კვების მსგავს რეჟიმთან შეგუებას. არც დიეტის ხანგრძლივი დაცვაა რეკომენდებული, რადგან, ამ შემთხვევაში, შინაგანი სისტემები ადაპტირდება და დიეტა აღარაა სასარგებლო.
რის ხარჯზე ვხდებით
პირველი კვირის განმავლობაში, იაპონური დიეტის დაცვა 6-7 კგ-ს დაგაკლებინებთ, განსაკუთრებით, თუ ჩაისა და ყავას უშაქროდ მიირთმევთ. მეორე კვირის განმავლობაში, დღეში დაახლოებით 500 გ-ს დაიკლებთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად დაიცავთ ყველა წესს.
ალკოჰოლური სასმელები რაციონიდან უნდა გამოირიცხოთ. მეშვიდედან მეთოთხმედე დღემდე დიეტა მეორდება. ეფექტი სამი წლის გნმავლობაში ნარჩუნდება, თუ სწორი კვების ნორმებს დაიცავთ. თუ წახემსების გარეშე ვერ შეძლებთ, ჩაანაცვლეთ ბუტერბროდები და სხვა მავნე საკვები ხილითა და ბოსტნეულით.
იაპონური დიეტა
დიეტის მენიუ დღეების მიხედვით
1. ისაუზმეთ ნატურალური, უშაქრო ყავითა და 1 ნაჭერი პურით. სადილზე მიირთვით 2 ქათმის კვერცხი უმარილოდ და სოუსების გარეშე. თქვენი ვახშამია ხორცის ნაჭერი ბოსტნეულის უმარილო სალათთან ერთად.
2. გაიმეორეთ პირველი დღის საუზმე და სადილი. ვახშამზე მიირთვით 1 ნაჭერი შაშხი, ბოსტნეულის სალათი, დააყოლეთ ერთი ჭიქა მაწონი.
3. საუზმეზე მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავით შემოიფარგლებით. სადილი ხილისა და ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს(სასურველია დაბალკალორიული ხილი). ვახშამზე მიირთვით 2 მაგრად მოხარშული კვერცხი.
4. დილით ისევ შავი ყავა, პურისა და სხვა დასაყოლებლის გარეშე. სადილზე მიირთმევთ ორ ქატმის კვერცხს და ჭიქა სტაფილოს წვენს. ვახშამიც ორი კვერცხისგან შედგება, რომელთან ერთადაც სალათი და შაშხის ნაჭერი უნდა მიირთვათ.
5. საუზმე მხოლოდ ყავისგან შედგება. სადილზე მიირთვით შემწვარი თევზი 1 პომიდორთან ერთად. ვახშამი მეხუთე დღეს საერთოდ არ გექნებათ.
6. დილით ისევ ყავა. ისადილეთ მოხარშული ქათმის ხორცით. შეგიძლიათ, თავს ასეთი ხორცის დიდი ნაჭრის ჭამის უფლება მისცეთ. ძილის წინ მიირთვით უმი სტაფილო და ორი მოხარშული კვერცხი.
7. საუზმეზე დალიეთ ყავა, ისადილეთ ხორცითა და ბოსტნეულით. ვახშამი უნდა გამორიცხოთ, თუმცა, თუ ძალიან გშიათ, დანაყრდით ხილითა და ბოსტნეულით.
როგორც უკვე გითხარით, მეორე კვირასაც იმავე მენიუთი უნდა იკვებოთ. არ დაგავიწყდეთ სასმლის სწორი რეჟიმიც. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1.5-3 ლ წყალი უნდა დალიოს, სქესის, ასაკისა და სხეულის მასის მიხედვით.
დიეტის განმავლობაში არაა საჭირო სასწორზე დადგომა ყოველდღე. იგი ცვლილებებს არ გიჩვენებთ. საბოლოო შედეგი განსაზღვრეთ დიეტის დასრულების შემდეგ. წარმატებულ გახდომას გისურვებთ!