Connect with us

ჯანმრთელობა

თქვენი კუჭი მადლობას გეტყვით – შვრიის კისელი ჯანმრთელობის აღსადგენად

შვრიის კისელის მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს და ყველას ერთი რამ აერთიანებს – ასეთი მკურნალობა მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტურია.

მაგალითად, დილით კუჭის გააქტიურებას შვრიის კისელის ერთ-ერთი ვარიანტის დახმარებით შეძლებთ, რომელიც ექიმმა იზოტოვიმ შეიმუშავა. კუჭის და ნაწლავების ჯანმრთელობა შესანარჩუნებლად სასარგებლოა.

ეს საუზმეც არაა, არამედ კუჭის მომზადება საუზმისთვის.

კისელი ასე მზადდება:

  1. ერთი დღით ადრე ემალის ქვაბში 3 ს/კ შვრიის ფანტელები ჩაყარეთ. 0,3 ლ ცივი წყალი დაასხით და მცირე პორცია ჭვავის პური დაუმატეთ.
  2. 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ქვაბს თავსახური მსუბუქად დაახურეთ.
  3. 1 დღის შემდეგ საწურში დაწურეთ და მარლაში გაწურეთ. გაწურული კისელი გაზზე დადგით და 2-3 წუთით ადუღეთ. ამასთან მუდმივად აურიეთ, რომ სახამებელი ქვაბის ძირს არ მიეკვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კისელი დაიწვება და გემოს დაკარგავს.
  4. ესეც ასე, ერთი პორცია კისელი მზადაა.

კისელი შეგიძლიათ თბილი ან გაგრილებული დალიოთ. შეგიძლიათ რაიმე დაუმატოთ ან სუფთა სახით მიირთვათ.

თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი „მადლობას“ გეტყვით.

შვრიის კისელი ჯანმრთელობის აღსადგენად

შვრიის კისელი კუჭის, ღვიძლის და თირკმლის მუშაობისთვის სასარგებლოა. ის ნაღვლის და შარდის ბუშტში კენჭებს შლის და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. შვრია ძალების აღდგენასა და დეპრესიის თავიდან მოშორებაში დაგეხმარებათ.

მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა შვრიის მარცვლები
  • 5 ჭიქა წყალი

მომზადება:

  1. სუსტ ცეცხლზე დადგით და თხევადი კისელის მიღებამდე აადუღეთ.
  2. შემდეგ საწყისი მოცულობის მიღებამდე რძე დაუმატეთ და აადუღეთ.
  3. როცა ოდნავ გამუქდება, 4 ს/კ თაფლი დაუმატეთ.

დღის განმავლობაში რამდენიც გინდათ იმდენი მიირთვით.

შვრიის კისელი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ჯანმრთელობას აღადგენს და გააძლიერებს.