Connect with us

თავის მოვლა

თქვენი თმის ყველას შეშურდება. რა გავლენას ახდენს მინერალური წყალი თმაზე

მთელ მსოფლიოში ტრიქოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ ყოველდღიურად თმის მოსავლელად ონკანის წყალი არ გამოვიყენოთ. ონკანის წყალი კირის ნადების მაღალ კონცენტრაციას შეიცავს, რაც სკალპზე და თმის ბოლქვების მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს. მინერალური წყლით თავის დაბანა ერთ–ერთი საუკეთესო რჩევაა ამ ზონის მოსავლელად.

გაფილტრული წყლის გამოყენება ბევრ მავნე შედეგს თავიდან აგაცილებთ. Vivien გიამბობთ, რა უპირატესობა აქვს ამ ხრიკს და როგორ გამოიყენოთ საუკეთესოდ, რომ დიდებული თმა მიიღოთ.

რატომ უნდა დაიბანოთ თავი მინერალური წყლით?

თუ მინერალურ წყალს სწორად გამოიყენებთ, ნებისმიერ თმაზე ჯადოქარივით იმოქმედებს. ფასების მხრივაც თავის მოვლის საშუალებებთან შედარებით საკმაოდ ეფექტური და ბიუჯეტური სილამაზის ხრიკია.

პირველ რიგში, ექსპერტები გვირჩევენ, რომ მინერალური წყალი გამოვიყენოთ, როგორც პილინგი ნაზი გამწმენდი ეფექტით. ნახშირორჟანგები მინერალურ წყალში თმას კარგად წმენდს, კანის ცხიმის გამოყოფას ამცირებს. აუზის ქლორიან წყალთან ან ზღვის მარილიან წყალთან კონტაქტის შემდეგ განსაკუთრებით სასარგებლოა.

ჩვეულებრივი მინერალური წყალი სკალპს ატენიანებს, აძლიერებს, ატონიზირებს, ცხიმოვანი ჯირკვლების ადეკვატურ ფუნქციონირებას ხელს უწყობს. ასეთი წყლის რეგულარული გამოყენება ქერტლსაც მოგაშორებთ.

როგორ გამოვიყენოთ მინერალური წყალი თმისთვის

ნაყიდი წყალი თავისი ბიოლოგიური შემადგენლობით აბსოლუტურად სტერილურია. ამავდროულად, 85% შედგება მინერალებისგან, რომლებიც სკალპს კვებავს. ონკანის ხისტი წყლით დაბანისგან განსხვავებით მიიღებთ ნაზ და რბილ მოვლას. მინერალური წყალი ქლორს აქტიურად აშორებს და კოსმეტიკური ეფექტი აქვს.

  1. ჯერ თმა შამპუნით კარგად დაიბანეთ. გირჩევთ, უსულფატო შამპუნი გამოიყენოთ.
  2. წარმოქმნილი ქაფი მინერალური წყლით ჩამოიბანეთ. საშუალოდ 1,5-2 ლ წყალი დაგჭირდებათ. ყველაფერი თმის სიგრძესა და სისქეზე დამოკიდებულია.
  3. ბოლოს თქვენი თმის ტიპისთვის შესაფერისი ნიღაბი გამოიყენეთ.

ნახშირორჟანგი (ცნობილი ბუშტები) თმის ზრდას აუმჯობესებს და სისუფთავის გახანგრძლივებულ შეგრძნებას ხელს უწყობს. მარტივი და კარგია.

როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა

ყოველდღიურ უსასრულო რუტინაში საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება. სტრესი, ქრონიკული უძილობა, არასწორი კვება, ეს ყველაფერი გარეგნობაზე აისახება. პირველ რიგში, თმაზე. შეასრულეთ შემდეგი რჩევები, რომ არა მხოლოდ სილამაზე, არამედ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.

  • თავის მასაჟი. 2-3 დღეში ერთხელ მაინც გაიკეთეთ და უკვე 1 თვეში გაუმჯობესებას შეამჩნევთ. თავის მასაჟი მოდუნებას და სტრესის გაქრობას ხელს უწყობს. სამედიცინო კვლევის მიხედვით, ხელებით ან სპეციალური ჯაგრისით რეგულარული მასაჟი განწყობას, კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • ფენის გამოყენება შეამცირეთ. თუ ფენის ხშირად გამოყენება გიწევთ, თმა არა ცხელი, არამედ გრილი ჰაერით გაიშრეთ.
  • თმა ძალიან ხშირად არ შეიღებოთ. თვეში მაქსიმუმ ერთხელ შეიღებეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუზრდელი თმის სტრუქტურაც დაზიანდება.

და ბოლოს: მინერალური წყალი, როგორც თერმული, ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც თმას ჯანსაღ და მოვლილ იერს ნამდვილად ანიჭებს.

Advertisement