Connect with us

სხვა

თქვენი დაბადების თვე, თქვენს ბედს განსაზღვრავს

თქვენი დაბადების თვე ბევრს ამბობს თქვენს პიროვნებასა და იმაზე, თუ რა გელით მომავალში

იანვარი

თქვენ ამბიციური ადამიანი ხართ, რომელიც სერიოზულად უდგება თავის ამოცანებს. გიყვართ სხვებში ნაკლის ძიება და მათი კრიტიკა, ამიტომ ხშირად კარგავთ მეგობრებს.

ის ვინც თქვენს გვერდით დარჩება, არ ინანებს , რადგან გიყვართ იმ ადამიანების გაბედნიერება, რომლებიც გიყვართ. დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომელიც ლიდერობისთვისაა შექმნილი, ამიტომ დიდი შანსები გაქვთ წარმატებული კარიერის ასაწყობად.
ხელოვნებისა და გამომგონებლობის ნიჭით ხართ დაჯილდოვებული, ეს კი როგორც თქვენი, ასევე სხვისი პრობლემების გადაჭრაშიც გეხმარებათ.

წარმატების მისაღწევად მამაკაცებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ.

თებერვალი

თებერვალში დაბადებული ადამიანები ჭკვიანები მაგრამ, ცვალებადები არიან. როგორც წესი ლოიალურობითა და პატიოსნებით ხასიათდებიან. უყვართ თავისუფლება და მიმართულნი არიან სოციალურ კიბეზე აღმასვლისკენ. მიზნის მისაღწევად ისინი კოლმპრომისზე არ მიდიან.

ამ თვეში დაბადებული ადამიანებისთვის ხალხი უფრო მნიშველოვანია ვიდრე ფული ან წარმატება. მგრძნობიარობის გამო, მათ ხშირად ტკენენ გულს. მამაკაცები როგორც წესი თავს ქალებზე მაღლა აყენებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში.

მარტი

მარტში დაბადებული ადამიანები ძალიან მომხივბვლელები არიან, თუმცა ამავდროულად მათ სიმორცხვე და თავშეკავებულობაც ახასითებთ.
მათ უჭირთ ხალხის ნდობა და ძნელად უახლოვდებიან ადამიანებს, მაგრამ თუ ვინმეს დაუახლოვდნენ, სითბოთი სავსენი ხდებიან.

თუ ამ მარტში დაიბადეთ, იცოდეთ თქვენ დიდი შანსი გაქვთ პოპულარული გახდეთ. იოლად გამოიმუშავებთ ფულს მაგრამ, შესაძლოა მას იოლადვე კარგავდეთ.

აპრილი

თუ აპრილში დაიბადეთ, ე.ი. აქტიური ადამიანი ხართ. სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას მაგრამ, შემდეგ ხშირად ნანობთ.  გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყოველთვის ხართ მის გვერდით ვისაც ჭირდებით.

ცვალებადი ადამიანი ხართ. თუ ვინმე ამბობს რომ ცდებით, გიყვართ საწინააღმდეგოს მტკიცება. სხვებს ჯიუტ და იმპულსურ მაგრამ ამავდროულად ჭკვიან და სექსუალურ ადამიანად მიაჩნიხართ. როცა თავში რაიმე იდეა მოგდით – ვერავინ შეგაჩერებთ.

მაისი

ამ თვეში დაბადებულები ჯიუტი და იოლად გაღიზიანებადი დამიანები არიან. აქვთ უნარი, იოლად მოაწონონ თავი სხვებს და შესაბამისად, განებივრებულები არიან ყურადღებით. მათ ჯილდოდ შინაგანი და გარეგნული სილამაზე ერგოთ.

მაისში დაბადებული ადამიანები, გამოხატვის თავისუფლებას აფასებენ და მიდრეკილნი არიან ისეთი პროფესიებისადმი როგორიცაა მუსიკოსი, მსახიობი ან მწერალი. აფასებენ მეგობრებს მაგრამ, აქვთ პირადი სივრცის მოთხოვნილებაც. ისინი სიმშვიდეს ბუნებაში მარტო ყოფნის დროს პოულობენ.

ივნისი

თუ ზაფხულის პირველ თვეს დაიბადეთ, იცოდეთ, რომ ზრდილობიანი, ყურადღებიანი და კეთილი ადამიანი ხართ და ეს გარშემომყოფებზეც ახდენს შთაბეჭდილებას. ყოველთვის მზად ხართ რაიმე ახლის მოსასინჯად.

თქვენმა მეგობრულმა ხასიათმა შეიძლება ბევრი ტანჯვა მოგაყენოთ, რადგან ადვილია თქვენთვის გულის ტკენა და შემდეგ მდგომარეობიდან ძნელად გამოდიხართ. გიყვართ იუმორი, ჩაცმა და მეგობრები. დიდი შანსი გაქვთ ხელოვნებაში მიაღწიოთ წარმატებას.

ივლისი

თქვენ გულწრფელი და მხირული ადამიანი ხართ, იოლად იჩენთ მეგობრებს. თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა – ძალიან აგრესიული ხდებით. შურისძიების გრძნობა არ გიჩნდებათ მაგრამ, ადამიანი რომელმაც გაწყენინათ – არასდროს გავიწყდებათ.
აფასებთ ოჯახს, თქვენი ოჯახისა და ურთიერთობების დასაცავად ყველაფერს გააკეთებთ. ამ თვეში დაბადებულები ექსცენტრიულობისკენ არიან მიდრეკილნი, განსაკუთრებით როცა საქმე ჩვევებსა და ჩაცმის სტილს ეხება.

ამ თვეში დაბადებულთაგან ბევრი, გენიალური ჭკუით არის დაჯილდოვებული მაგრამ, ამავდროულად ძალიან მგრძნობიარე და დეპრესიისკენ მიდრეკილნი არიან.

აგვისტო

თუ აგვისტოში დაიბადეთ, თქვენს მეგობრებს ძალიან გაუმართლათ. მხიარული ადამიანი ხართ, ბევრს ხუმრობთ. გაქვთ ლიდერული თვისებები, ხართ მამაცი და არ გეშინიათ გარისკვის. თუ რამე ისე არ მიდის როგორც გეგმავდით თქვენი მხიარული ნატურა ქრება და აგრესიული ხდებით.

ფულის გამომუშავება თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. დიდი შანსი გაქვთ მაღალი თანამდებობა დაიკავოთ, მაგრამ ნუ აიკიდებთ ზედმეტ ვალდებულებებს, ამან შიეძლება ჯანმრთელობას შეუქმნათ პრობლემები.

სექტემბერი

სექტემბერში დაბადებულ ადამიანებს, სხვების კრიტიკა და მათი შეცდომების ხაზგასმა უყვართ. შრომისმოყვარეები არიან, აქვთ შესანიშნავი მახსოვრობა და მათი საყვარელი საქმიანობა – ინფორმაციის ძიებაა. არიან ორგანიზებულნი და აქვთ უდიდესი ინტელექტი თუმცა მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. შეუძლიათ წარმატებულები გახდნენ მაგრამ, ზედმეტი ანალიზით თავად უქმნიან ბარიერს საკუთარ თავს.

ოქტომბერი

თუ ამ თვეში დაიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ მიმზიდველი და ჯიუტი ხართ, თქვენი შინაგანი სილამაზე გარშემომყოფებს აჯადოებს. აფასებთ მეგობრებს, მაგრამ როგორწ წესი ეგოისტური ხართ. ადვილად მოწყვლადი ხართ თუმცა დაცემის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა არ გიჭირთ.
ძალიან გაგიმართლათ რადგან რასაც ჩაიფიქრებთ, ის აუცილებლად გამოგივათ. თუ თქვენს დემონებს დაამარცხებთ, შანსი გაქვთ ყველა მიზანს მიაღწიოთ. ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ თქვენს სფეროში წარმატების მისაღწევად.

ნოემბერი

ნოემბერში დაბადებული ადამიანები სიცოცხლით სავსეები, პოზიტიურები და ძალიან მგრძნობიარები არიან, ხასიათის ეს თვისება კი მათ ფსიქიკური დაავადებების რისკის ქვეშ აყენებს. აქვთ ბევრი იდეები და გამბედაობა ყოფნით პერსპექტივაზე იმუშაონ.

დეკემბერი

თუ დეკემბერში დაიბადეთ ე.ი. ცხოვრების ყველა ასპექტის ფილოსოფიური ანალიზისკენ ხართ მიდრეკილი. თქვენთვის იოლია სიყვარულის პოვნა. გაქვთ აქტიური სოციალური ცხოვრება. ზოგჯერ სიამოვნებისთვის – ვალდებულებებს აიგნორებთ.
თავი იმდენად იღბლიანად მიგაჩნიათ, რომ იოლად რისკავთ, ამან კი შესაძლოა ბევრი შესაძლებლობა დაგაკარგვინოთ. წარმატებას იმ მომენტში მიაღწევთ როცა გაითავისებთ, რომ უკვდავი არ ხართ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.