Connect with us

ჯანმრთელობა

თუ მარიხუანას მოიხმართ, ანესთეზიოლოგს აუცილებლად უნდა უთხრათ

მარიხუანას ლეგალიზაცია თანდათან ხდება მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში. წინა წელს, კანაბისი ლეგალური გახდა კანადასა და სამხრეთ აფრიკაში, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ კი მისი სამედიცინო გამოყენება დაუშვა.

თანდათანობითი ლეგალიზაციის პროცესი, შტატების დონეზე, მოსალოდნელია აშშ-შიც: ფედერალურ დონეზე, კანაბისი ძველებურად აკრძალულია, თუმცა ხელისუფლება დარღვევებზე თვალს ხუჭავს, მაგალითად, აღიარებს, რომ არ აპირებს ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიების დასჯას.

კანაბისს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4% მოიხმარს, 15-64 წლის ასაკში, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში წილი გაცილებით მაღალია(აშშ-ში იგი 15%-ს უახლოვდება).

ლეგალური მარიხუანა ავიწროვებს ალკოჰოლს, ხოლო მისი კომპონენტები, რომლებსაც არ გააჩნია ფსიქოაქტიური თვისებები, ხვდება მასობრივ მომხმარებელთა ბაზარზე – როგორც დანამატი სხვადასხვა პროდუქტში, იქნება ეს ყავა თუ ძაღლების საკვები.

გლობალურ დონეზე, ლეგალური მარიხუანის ბაზარი, პროგნოზების მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 27%-ით გაიზრდება. ლეგალიზაციის მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ კანაბისი ალკოჰოლსა და თამბაქოზე უფრო უსაფრთხოა(კერძოდ, ისინი ეყრდნობიან მონაცემებს იმის შესახებ, რომ მარიხუანის მიზეზით სიკვდილიანობის რაოდენობა გაცილებით დაბალია). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უსაფრთხოა.

კვლევამ, რომელიც ბოლო წლებში ქვეყნდებოდა, დააკავშირა მარიხუანის მოხმარება სწავლის შედეგების გაუარესებასა და ფსიქიკური დარღვევების გაჩენასთან(მათ შორის, შიზოფრენიის).

კოლორადოელმა მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანის მომხმარებლებზე ანესთეზიის სტანდარტული დოზები არ მოქმედებს.

კვლევების მიხედვით, იმ პირების ოპერაციების დროს, რომლებიც ფსიქოაქტიურ კანაფს მოიხმარენ, ნარკოზის სტანდარტული დოზა ორჯერ ან მეტჯერ იზრდება, რამდენადაც მათი ორგანიზმი რთულად რეაგირებს ანესთეზიაზე.

250 პაციენტის მონაცემების გაანალიზებით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ანესთეზიის ნორმალური დოზა ნაკლებად ეფექტური იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები მარიხუანას ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად მოიხმარდნენ.

ასე, ოპტიმალური სედატიური ეფექტის მისაღებად ისეთი პროცედურების დროს, როგორებიცაა კოლონოსკოპია, აღნიშნული კატეგორიის პაციენტებს 14%-ით მეტი ფენტანილი და 20%-ით მეტი მიდაზოლამა სჭირდებათ.