ჯანმრთელობა
თუ ამ პროდუქტს გამოიყენებთ, ორგანიზმი მადლობას გეტყვით
შავი კვლიავი ან ერთწლიანი მცენარის Nigella sativa თესლი უძველესი დროიდან სამკურნალო თვისებებით ცნობილია. თუ შემთხვევით წააწყდებით ისეთ სახელებს, როგორიცაა „რომაული ქინძი“, „შავი სეზამი“, „ხახვის თესლი“ ან „შავი თესლი“, მაშინ იცოდეთ – თქვენს წინაშეა შავი კვლიავი.
Nigella sativa-ს თესლის ზეთი ტუტანხამონის სამარხში იპოვეს. აქვე ნაპოვნია შავი კვლიავის გაზრდის და გამოყენების შესახებ ყველაზე ძველი ჩანაწერი, რომელიც 3 300 წლის წინ იყო დაწერილი! არაბები კვლიავს „კურთხეულ თესლს“ უწოდებენ, მუჰამედ წინასწარმეტყველი მას საერთოდ „სიკვდილის გარდა, ყველა სხვა დაავადების სამკურნალო საშუალებად“ თვლიდა. დაფიქრება ღირს, ასე არაა? მოდით, შავი კვლიავის თესლი უფრო უკეთ გავიცნოთ.
შავი კვლიავის ფარმაკოლოგიური თვისებები
კვლიავის სასარგებლო თვისებების სია საკმაოდ შთამბეჭდავია. შავი თესლი მთელ მუჭა აბებს ჩაგინაცვლებთ, რადგან გააჩნია შემდეგი თვისებები:
- ტკვილგამაყუჩებელი
- ანტიბაქტერიული
- ანთების საწინააღმდეგო
- სოკოს საწინააღმდეგო
- ანტიოქსიდანტური
- ანტივირუსული
ეს ძალიან განზოგადებული ჩამონათვალია იმის შესახებ, რაც შავ კვლიავს შეუძლია. მისი უნივერსალურობა გასაოცარია, რადგან შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კერძო შემთხვევებში, ასევე ბიოლოგიური პროცესების ფართო სპექტრის გასაუმჯობესებლად. აი, რამდენიმე სპეციფიკური დაავადება, რომლის დროსაც შავი კვლიავი გამოიყენება.
1. მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ითვლება, რომ დღეში 2 გრ შავი კვლიავი გლუკოზის დონეს ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსულინის მიმართ რეზისტენტობაც მცირდება.
2. ინფექცია Helicopter Pylori (ბაქტერია, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ცხოვრობს და წყლულს იწვევს). არსებობს მოსაზრება, რომ შავი კვლიავის თერაპია ძლიერ ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს და ამ ბაქტერიის კოლონიის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
3. ეპილეფსია. ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კვლიავის წყლიანი ექსტრაქტი კრუნჩხვით აქტივობას ამცირებს ბავშვებში, რომლებიც ჩვეულებრივი სამკურნალო თერაპიის მიმართ მგრძნობიარეები არიან.
4. ჰიპერტონია. ითვლება, რომ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე შავი კვლიავის ექსტრაქტის მიღება საწყისი სტადიის მქონე ჰიპერტონიკებში წნევას არეგულირებს.
5. ბრონქული ასთმა. კვლევამ აჩვენა, რომ შავი კვლიავის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერება თიმოქინონი თავისი ეფექტურობით აჭარბებს პრეპარატ ფლუტიკაზონს, რომელიც ასთმის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელ პრეპარატს წარმოადგენს. ჯერჯერობით მასზე დაფუძნებული მედიკამენტი გამოშვებული არაა, მაგრამ მისი ექსტრაქტით შეგიძლიათ პროფილაქტიკა ჩაიტაროთ.
6. ოქროსფერი სტაფილოკოკი. შავი კვლიავი ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ დიდ ანტიბაქტერიულ აქტივობას იჩენს. ეს დამტკიცებული ფაქტია.
შავი კვლიავი შეიძლება სიმსივნის დროს ეფექტური იყოს, ქიმიური ბალახებით დაავადებულებს დაეხმარება, ნარკოტიკულ დამოკიდებულებას შეასუსტებს და წონაში დაკლებას ხელს შეუწყობს. მგონი, მისი გამოყენება ღირს. შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობით დაკავება არ ღირს: მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, უფრო კი სჯობს ავად არ გახდეთ! ჯანმრთელობას გისურვებთ!