Connect with us

ჯანმრთელობა

თრომბის პროფილაქტიკა: რომელი პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ სისხლის გასათხელებლად

ინფარქტი, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი – რა არის ამ დაავადებების გაჩენის მიზეზი?

მათი ერთ-ერთი საერთო მიზეზია სქელი სისხლი. ასეთ მდგომარეობაში, სისხლს არ შეუძლია სისხლძარღვებში თავისუფლად გადაადგილება(განსაკუთრებით, ტვინის კაპილარებში) და საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის დროული ტრანსპორტირება. სისხლის შენელებული მიმოქცევა, ასევე, იწვევს შინაგანი ორგანოების ჟანგბადურ შიმშილს.

თრომბის გაჩენის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია სისხლის გათხელება. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო ძვირადღირებული პრეპარატების მოხმარება, რადგან გამოსავალს თვით ბუნება გვთავაზობს.

თრომბის პროფილაქტიკა

პირველ რიგში, აუცილებელია დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მოხმარება. მიიღეთ მეტი სითხე! ზრდასრული ადამიანი, დღის განმავლობაში, 2-2.5 ლ წყალს უნდა სვამდეს. სიცხეში გაცილებით მეტს. ნატურალური წყალი – პირველი და ყველაზე მძლავრი საშუალებაა თრომბის გაჩენის პროფილაქტიკისთვის.

რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ სისხლის გასათხელებლად:

  • ზეითუნისა და სელის ზეთები;
  • ვაშლის ძმარი;
  • ნიორი და ხახვი(რეგულარული მოხმარება ანახევრებს თრომბის გაჩენის ალბათობას!);
  • ლიმონი;
  • მზესუმზირის მარცვლები;
  • ჭარხალი;
  • კაკაო და შოკოლადი(მწარე);
  • თევზი და თევზის ქონი;
  • პომიდორი, პომიდვრის წვენი;
  • შვრიის ფაფა;
  • ჟოლოს, მოცვის, მოცხრის, მარწყვის, ალუბლისა და ბლის კენკრა;
  • ჯანჯაფილი.

ყოველდღე, ამ სიიდან 2-3 პროდუქტი მაინც უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.

პროდუქტი, რომელიც ასქელებს სისხლს:

  • ხორცის ბულიონი;
  • ძეხვი;
  • თეთრი პური;
  • ნაღები;
  • ოსპი;
  • ასკილი;
  • შავნაყოფიანი ცირცველი;
  • ბანანი და მანგო;
  • ბალახეული(კრაზანა, კატაბალახა, ჭინჭარი, ასფურცელა, სიმინდის ულვაშები და ა.შ.) – ბალახებით მკურნალობა უნდა ხდებოდეს კურსებად, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ისინი რეგულარულად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!