თავის მოვლა
თმაც ბერდება: რა გავლენას ახდენს 40 + წლის ქალების თმაზე ჰორმონები და საშვილოსნოს დაავადებები
ასაკთან ერთად თმის მოვლა სულ უფრო და უფრო პრობლემატური ხდება: სქელი ხავერდოვანი თმა იშვიათდება და ურჩი თმის დავარცხნა რთულდება. სიტუაციას მუდმივად თმის შეღებვა ართულებს, რადგან 40 წლის შემდეგ ჭაღარა თმა თითქმის ყველა ქალს აქვს. ბევრი ქალი კარდინალურ ზომებს იღებს – „ზედმეტი“ სიგრძის მოჭრა და ტანჯვის მოშორება, მაგრამ ეს მკაცრი ზომები არაა?
როგორ განვსაზღვროთ თმის ნაადრევი დაბერება
1. შეღებვა
თუ თმას ადრეული ასაკიდან იღებავთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ზრდასრულ ასაკში თმა თხელი და მტვრევადი იქნება. პიგმენტური საღებავის ფენა-ფენა წასმით და წყალბადის ზეჟანგით თმის დაწვით თმის ბუნებრივ ფერს კლავთ და მას აღდგენის შესაძლებლობას ართმევთ.
2. სისქე
ეს კრიტერიუმი ხშირად გენეტიკურ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ 40 წლის შემდეგ თმის ბოლქვების გამოკვება სუსტდება, რის გამოც მისი აღდგენა ფერხდება. შედეგად, თმა მტვრევადი ხდება და ცვივა.
3. ზრდა
თავის კანის უჯრედების აქტიური დაყოფის დროს თმა იზრდება და მასთან უხეში ურთიერთობის დროს (უხეშად დავარცხნა, იშვიათი ან ძალიან ხშირი დაბანა, ხშირი შეღებვა) ზრდას წყვეტს. თმის ბოლოები არასაკმარისი კვების გამო იყოფა.
4. ჰორმონები
მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად ქალის ორგანიზმში უფრო ნაკლები ესტროგენის წარმოება ხდება. ამას რიგი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ცხოვრების გახანგრძლივება ტესტოსტერონის ჰორმონის გაზრდის ხარჯზე. თუმცა თმის სისქესა და ბზინვარებაზე შეგიძლიათ აღარ იოცნებოთ.
5. B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი
ამავე მიზეზით კანი მშრალი, დანაოჭებული ხდება, თმა თხელდება. ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ვიტამინების ათვისება მცირდება, მათ შორის D ვიტამინის, რომელიც შეღებილი თმის აღდგენაზეა პასუხისმგებელი.
6. მელანინის ჩამობანა
მელანინი ბუნებრივი პიგმენტია, რომელიც თმას ნატურალურ ფერს და ცხიმოვან ბზინვარებას ინარჩუნებს. მისი მუდმივი დაკარგვის დროს თმა ჭაღავდება და უხეშდება.
7. საშვილოსნოს დაავადება
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ანემია, რაც 40 წლის ასაკში ჭარბი მენსტრუაციით არის გამოწვეული. თავის მხრივ, სისხლის ეს დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს შესაძლო ენდომეტრიის/საშვილოსნოს ყელის არხის პოლიპების, საშვილოსნოში განვითარებადი ფიბრომიომას და ლეიომიომის მიერ.
სხვათა შორის, ჭაღარა თმის მოწყვეტამ არ გაგიტაცოთ – ამან შეიძლება თავზე მელოტი ლაქების გაჩენა გამოიწვიოს. ჭაღარა თმა შეიღებეთ ან ძირამდე მოჭერით, თუ თავზე ჭაღარა თმა ცოტა გაქვთ.
როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა დიდხანს
1. თმა ყოველდღე არ დაიბანოთ
2. თმის დასატენიანებლად ნიღბები და კონდიციონერები გამოიყენეთ. წაისვით მთელ სიგრძეზე და დაიწყეთ არა ძირიდან, არამედ მისგან რამდენიმე სმ-ს დაშორებით.
3. ხის კბილებიანი სავარცხელი შეიძინეთ და მშობლიური სტრუქტურა შეინარჩუნეთ.
4. თმის უთო, გელი, პომადა, ცვილი და ლაქი ჭარბად არ გამოიყენოთ.
5. თავდაუხურავი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ დადგეთ.
6. აბრეშუმის ბალიშზე დაიძინეთ.
7. სიცივე და ქარი თავის კანის სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, რაც თმის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. თმის ბოლოდები დამცავი ნიღბით დაიმუშავეთ.
8. მორიგი თავის დაბანის ნაცვლად მშრალი შამპუნი გამოიყენეთ (სპირტის და ლაურილსულფატის გარეშე).
9. სახის ტიპის მიხედვით სწორი ვარცხნილობა შეარჩიეთ და ყოველ 4-6 კვირაში განაახლეთ.
10. თმის ტონირება ან ბალაიაჟი სცადეთ. ექსპერიმენტების დრო ნებისმიერ ასაკში არის!
თმას რეგულარული ყურადღება სჭირდება, ამიტომ სალონებში ერთჯერადი პროცედურები დაივიწყეთ, რომელიც ხანგრძლივ ეფექტს თმის მოცულობა და სილამაზეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გპირდებათ. პერიოდულად ღრმა დამატენიანებელი ნიღაბი გაიკეთეთ, მათ შორის საკუთარი მომზადებული.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.