Connect with us

ტესტები

თითის ფორმას პიროვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია

ქირომანტია – მეცნიერება, რომელიც ხელისგულზე არსებული ხაზებით პიროვნების განსაკუთრებულ თვისებებსა და მის ბედზე ბვრ რამეს გვიამბობს. ის ჩვენს დროში ძალიან პოპულარულია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მას ჰყავს „ნათესავი“ – ქიროგნომია, რომელიც ადამიანის ხასიათს ხელის ფორმის, მისი ზომის, თითების ფორმის და სტრუქტურის მიხედვით განსაზღვრავს. ის ადამიანის ხასიათზე მემკვიდრეობით გავლენასთან ასოცირდება.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით საკუთარ თავზე ცოტა მეტს გაიგებთ. სურათს შეხედეთ და აირჩიეთ თქვენი თითის ფორმა.

A. სწორი თითი

საკმაოდ გულჩაკეტილი ადამიანი ხართ. ყველა კუთხეში თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე საუბარი არ გიყვართ. ასეთ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებს ანდობთ.

დიდი გული გაქვთ და აუცილებლობის შემთხვევაში მზად ხართ მსხვერპლი გაიღოთ. როგორც წესი, ასეთი თითის ფორმის ადამიანი პირდაპირი, გულწრფელი და კეთილია. ასევე შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს!

B. ოდნავ მოხრილი თითი

თქვენ ძალიან ერთგული ადამიანი ხართ ყველაფერში – სასიყვარულო ურთიერთობებში, მეგობრობასა თუ სამსახურში. თუ ადამიანი შეიყვარეთ, მას მთელ გულს აძლევთ. იგივე პროფესიულ საქმიანობას ეხება. ვერ დამშვიდდებით, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ და სადავო საკითხებს არ მოაგვარებთ.

ამასთან, ასეთი თითის მფლობელი საკმაოდ მგრძნობიარეა და შემოქმედებითი ბუნება აქვს. უცნობებთან ურთიერთობა გიჭირთ, მაგრამ მზად ხართ ახლობლებს მთელი თქვენი დრო დაუთმოთ.

C. თითი გამოწეული სახსრებით

სადავო სიტუაციებს ადვილად აგვარებთ. როცა ვინმე მოულოდნელად თავს გესმით, დროებით ითიშებით, მაგრამ გონს სწრაფად მოდიხართ და პრობლემებს უმკლავდებით.

რთულ დავალებებს იშვიათად იღებთ და ცდილობთ, უცნობ სფეროებს თავი აარიდოთ. სხვების აზრს პატივს სცემთ. ძალიან კეთილი გული გაქვთ და ორჯერ დაფიქრდებით, სანამ ვინმეს აწყენინებთ.