თავის მოვლა
თვალების ქვეშ დაფქული ყავის ნარევს ვისვამ. ყოველდღე ჯანსაღად გამოვიყურები
გვიან დაწექით, ძილის წინ ჩაი დალიეთ, კომპიუტერთან ან სმარტფონთან დიდხანს იჯექით, თირკმლის პრობლემები, სტრესი გაწუხებთ? ეს ყველაფერი თვალებზე, უფრო სწორად თვალების ქვეშ სიშავეების გაჩენაზე გავლენას ახდენს. რაც ყველაზე საწყენია, ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალებები ამ ნაკლთან ბრძოლაში ყოველთვის ვერ გვეხმარება. ასეთი დეფექტები კი სახეზე რამდენიმე წელს გვიმატებს.
თვალების ქვეშ „ჩანთების“ საწინააღმდეგო საშუალება
ინგრედიენტები:
- ½ ჭიქა დაფქული ყავა
- 100 მლ ნუშის ზეთი
- 1 ს/კ ავოკადოს ზეთი
მომზადება და გამოყენება
ყავა მინის ქილაში ჩაყარეთ. ნუშის ზეთი დაუმატეთ. იმდენი ზეთი დაგჭირდებათ, რომ ყავა ბოლომდე დაიფაროს. ქილას თავსახური დაახურეთ და ბნელ ადგილას 4-5 დღე გააჩერეთ.
რამდენიმე დღეში ზეთი ყავით კარგად გაიჟღინთება. ახლა ნარევი აუცილებლად გადაწურეთ. მარლა რამდენიმე ფენად გაკეცეთ, რომ ყავის ნაწილები თქვენს ჯადოსნურ შრატში არ მოხვდეს და კანზე დისკომფორტი არ გამოიწვიოს.
ნარევი გადაწურეთ. მიღებულ შრატს 1 კოვზი ავოკადოს ზეთი დაუმატეთ. ბოთლს თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ. სჯობს მიღებული საშუალება ლითონის რგოლის მქონე ბოთლში ჩაასხათ. თუ ძველი კრემებისგან ასეთი საშუალება არ დაგრჩათ, შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ.
თვალების ქვეშ სიშავეების და „ჩანთების“ საწინააღმდეგო საშუალება მაცივარში შეინახეთ. ყოველ დილით, მაკიაჟის წასმამდე 20 წუთით ადრე გამოიყენეთ, რომ შრატმა კანში კარგად შეწოვა მოასწროს.
ლითონის რგოლის დახმარებით თვალის ირგვლივ კანზე მასაჟს გაიკეთებთ, ხოლო გაგრილებული შემადგენლობა შეშუპებას და სიშავეს მოგაშორებთ. ზეთი კანს კვებავს, ხოლო ყავა ტონუსს ზრდის და ენერგიას მატებს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში რამდენიმე კვირის შემდეგ თვალების ქვეშ ძლიერ გამოხატული მუქი წრეები ოდნავ გაღიავდება, ასაკობრივი ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.