Connect with us

სხვა

თეთრი ნივთებისა და დელიკატური ქსოვილების გათეთრების მეთოდები

ინტერნეტში თეთრეულისთვის ლაქების მოცილების ან მისი გათეთრების უამრავი მეთოდის პოვნა შეიძლება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მხოლოდ კარგად გამოცდილ და გადამოწმებულ მეთოდებს შემოგთავაზებთ. ეს გახლავთ მარტივი, იაფი და ნამდვილად ეფექტური მეთოდები.

სოდა და ამიაკი

დაგჭირდებათ:

  • 5 სუფრის კოვზი სოდა
  • 2.5 სუფრის კოვზი ამიაკის სპირტი
  • 5 ლიტრი ცხელი წყალი

აურიეთ ყველა ინგრედიენტი და 2 საათით დაალბეთ თეთრეული, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხ მანქანაში. ეს მეთოდი როგორც თეთრეულის, ასევე სხვა თეთრი სამოსის გასათეთრებლადაც გამოგადგებათ. თუ თეთრეულის მთლიან კომპლექტს რეცხავთ მაშინ საშუალების მომზადებისას მისი დოზირება უნდა გზარდოთ.

თუ თეთრეული ძალიან არის გაყვითლებული, ამ ინგრედიენტებს ჟანგბადის მათეთრებელიც დაუმატეთ.

კალიუმის პერმანგანანტი

ცხელი წყლით სავსე სათლში კალიუმის პერმანგანანტის რამდენიმე კრისტალი ჩაყარეთ და დაახლოებით 200-250 გრამი სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ: წყალი ოდნავს მოვარდისფრო უნდა გახდეს.

მოათავსეთ გარეცხილი სარეცხი ამ სითხეში, კარგად ჩაალბეთ და თავსახური დააფარეთ. დაელოდეთ სანამ წყალი ოთახის ტემპერატურის არ გახდება, შემდეგ კი კარგად გაავლეთ და გაფინეთ.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ნივთებს ცხიმის და ოფლის ლაქებს აშორებს, აახლებს სამოსს, ბონუსად კი მას სიახლის არომატსაც მატებს.

დაგჭირდებათ:

  • 200-250 მილიგრამი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 2 ლიტრი წყალი

ჩაასხით წყალი ქვაბში და აადუღეთ, ჩაუმატეთ ლიმონის წვენი. გააცივეთ სითხე იმ ტემპერატურაზე რომელიც თქვენი ქსოვილის გასარეცხად არის მართებული. ნივთები ამ ხსნარში 1.5 – 2 საათით ჩაალბეთ, შემდეგ ამოიღეთ ნივთები, კიდევ ერთხელ დაამუშავეთ პრობლემური ადგილები ლიმონის წვენით და სარეცხ მანქანაში, ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ.

ნიშადური და სკიპიდარი

ტილოსა და ბამბის ქსოვილები გარეცხვამდე შეგიძლიათ რამდენიმე საათით ნიშადურიან წყალში ჩაალბოთ, თუ დაბინძურება ძლიერია, ამ ხსნარს რამდენიმე კოვზი სკიპიდარიც დაუმატეთ. (სკიპიდარი – წიწვოვან მცენარეთა ფისის გამოხდით მიღებული უფერული ან მოყვითალო, მძაფრი სუნის მქონე სითხე. მას იყენებენ როგორც მედიცინაში, ასევე ლაქებისა და საღებავების წარმოებაშიც)

მდოგვი

  • 2.5 – 3 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი
  • 3 ლიტრი წყალი

აადუღეთ წყალი, გააგრილეთ, ჩაყარეთ მასში მდოგვი. ხსნარი 2 საათით დააყენეთ. შემდეგ წყალი ფრთხილად გადაღვარეთ სხვა ჭურჭლში, ისე რომ მდოგვის ფხვნილი არ გადაყვეს. გადაწურულ წყალში ნივთები 20 წუთით ჩაალბეთ. დროის გასვლის შემდეგ ნივთები სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

გამოხარშვა

ეს მეთოდი ყოველთვის შესანიშნავად მუშაობს, თუმცა მის ხშირად გამოყენებას არ გირჩევთ, რაგდან ნივთებს ძალიან აზიანებს. აიღეთ ქვაბი, ჩაასხით წყალი, შემდეგ დაუმატეთ 70 გრამი მარილი და 0.5 ჭიქა სოდა. ნივთები ამ ხსნარში ნახევარი საათით ან მეტი დროით ხარშეთ.

თუ კენკრის, კივის, ალუბლის ლაქებს მდუღარეს დაასხავთ და შემდეგ გარეცხავთ, ლაქები უკეთ ამოვა.