Connect with us

თავის მოვლა

თეთრებად ღირებული პროდუქტი, რომელიც ნაოჭებს ძვირადღიებულ კომსეტიკურ პროცედურებზე უკეთ აშორებს

რითი განსხვავდება ქიშმიში ყურძნისგან? რა თქმა უნდა, ტენიანობით. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ კანზეც – რაც უფრო მეტია მასში სითხე, მით უფრო გლუვი და ლამაზია ჩვენი კანი. თუ ნაოჭების ნაადრევად გაჩენისგან თავის დაზღვევა გსურთ და კანის ახალგაზრდობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებელია იზრუნეთ რეგულარულად მის სათანადოდ დატენიანებაზე.

ცხოვრების თანამედროვე სტილისა და არაჯანსაღი კვების შედეგად პირველი სწორედ ჩვენი კანი ზიანდება. ტოქსინებისა და მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა, სტრესი, დეპრესია, არაჯანსაღი კვება, მავნე ჩვევები – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას, მის გამოშრობას, ნაოჭებისა და პირგმენტური ლაქების გაჩენას პროვოცირებს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს არაერთ კოსმეტიკურ პროდუქტსა და პროცედურას, თუმცა გარდა იმისა, რომ ასეთი საშუალებები საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მათი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? გირჩევთ, დახმარებისთვის ნატურალურ საშუალებებს მიმართოთ, რომელთა ეფექტურობა დროითა და პრაქტიკით არის დამკტიცებული.

ზღვის კომბოსტო (ლამინარია) სახის კანისთვის

დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ლამინარიის, იგივე ზღვის კომბოსტოს შესახებ. მისი სასარგებლო ვიტამინური შემადგენლობის შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. უძველესი დროიდან მოყოლებული ეს პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად გამოიყენება კანის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებში. ზღვის კომბოსტო იოდის, ვიტამინებისა და სხვადასხვა სასარგებლო მიკროელემენტების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა.

ლამინარიის სასარგებლო გავლენა კანზე

1. იოდი

ლამინარია – ნატურალური პროდუქტი, რომელშიც იოდის შემცველობა ყველაზე მაღალია. ის ხსნის ანთებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანში.

2. ორგანული მჟავები

ორგანული მჟავების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლამინარია ეფექტურად წმენდს კანის ფორებს კომედონებისგან, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესს.

3. სპილენძი

მოცემული პროდუქტი გამოირჩევა სპილენძის მაღალი შემცველობითაც, რომელიც სტიმულირებს ელასტინის გამომუშავებას, აღადგენს კანის უჯრედებს, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და არეგულირებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას.

4. თუთია

ზღვის კომბოსტოში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით თუთია ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს და აღადგენს კანის დაზიანებულ საფარს. ის ეფექტურად ანადგურებს სოკოს, დერმატიტს და ახშობს ანთებით პროცესებს.

5. სილიკონი

ამ ნივითერების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლამინარია არაჩვეულებრივი პროდუქტია პრობლემური კანისთვის. ის ეფექტურად უმკლავდება აკნეს, ჰიპერპიგმენტაციას, დერმატიტს და თავიდან გვარიდებს ასაკობრივ ცვლილებებს. ზღვის კომბოსტო ანიჭებს კანს ხავერდოვნებას, სიმტკიცეს, აგლუვებს ნაოჭებს და გვაშორებს გამონაყარს.

6. რკინა

არეგულირებს წყლისა და ცხიმის ბალანსს კანში, სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს კანის ზედა ფენებში სასარგებლო ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

7. კალიუმი

ლამინარია შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმსაც, რომელიც არაჩვეულებრივია ზედმეტად მგრძნობიარე კანისთვის. ეს ნივთიერება აძლიერებს ეპიდერმისის თავდაცვით ფუნქციას და განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ თვალების გარშემო არსებული კანისთვისაა.

8. კალციუმი

კალციუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ზღვის კომბოსტო ათანაბრებს, ასწორებს კანის რელიეფს, ანიჭებს მას სიმტკიცესა და ელასტიკურობას. კალციუმი განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი კანისთვის.

9. ნიკოტინის მჟავა

ნიკოტინის მჟავა, რომელსაც ლამინარია შეიცავს, ამარცხებს დერმატიტს, ეგზემას, ხსნის შეშუპებას და უბრუნებს კანს ელასტიკურობას. ის ეფექტურად იცავს ჩვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

ზღვის კომბოსტოსგან ძლიერმოქმედი ნიღბის დამზადება ძალიან მარტივია. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. ლამინარიის შეძენას ფხვნილის სახით შეძლებთ უახლოეს აფთიაქში.

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ლამინარიის ფხვნილი
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი

ინსტრუქცია:

1. დაასხით ლამინარიას ოთახის ტემპერატურის წყალი და დატოვეთ მთელი ღამით.

2. გაჟღენთილი მცენარისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.

3. წინასწარ კარგად გაწმენდილ სახეზე წაისვით ეს მასა სქელ ფენად, მათ შორის თვალების გარშემო არსებულ კანზე, კისრისა და დეკოლტის ზონაზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 20-30 წუთით.

4. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ეს უნივერსალური საშუალება გამოდგება აბსოლიტურად ყველა ტიპის კანისთვის. თუ ახალგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად. კვირაში ერთი ან ორი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება სასურველი შედეგების მიასღწევად. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.