Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიანი წყლის ყელში გამოვლება და თაფლის გამოყენების 6 საიდუმლო მეთოდი

თაფლი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც თავისი თვისებების წყალობით გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში. ზოგჯერ თაფლის გამოყენების მეთოდები გვაოცებს!

Аlltime.ge–ს რედაქცია ამ ტკბილეულის გამოყენების 7 საოცარ ხრიკს გიზიარებთ. წაკითხვის შემდეგ თაფლს ჩაის და დესერტს ხშირად დაუმატებთ.

თაფლის გამოყენების მეთოდები

კუტიკულის დატენიანება

ნატურალურ თაფლში შემავალი მკვებავი ნივთიერებები და ფერმენტები გაუხეშებული კანის დატენიანებას და დარბილებას ხელს უწყობს. თაფლი დაზიანებული კუტიკულის დროს დაგეხმარებათ. 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ, კუტიკულაზე წაისვით და 10 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ჭრილობის შეხორცება

თაფლის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები ჭრილობის და ნაკაწრის სწრაფად შეხორცებაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით ნაწიბური თითქმის არ რჩება ან ძალიან ღიაა. 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ, ნაკაწრზე წაისვით და 2 წუთით შეიზილეთ. ზემოდან ცხელი პირსახოცი დაიდეთ. გაცივებამდე გააჩერეთ. 1 თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს პროცედურა ჩაიტარეთ, რომ ეფექტური შედეგი მიიღოთ.

ნაბახუსევი

თაფლიანი სასმელი ხმაურიანი წვეულების შემდეგ მტკივნეულ ნაბახუსევს დაგავიწყებთ. მარილწყლის ან წამლების მოძებნა არ მოგიწევთ. კოჭის პატარა ფესვს მდუღარე წყალი დაასხით. 15 წუთით გააჩერეთ და 2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. უზმოზე დალიეთ. მალე შვებას იგრძნობთ. თაფლის ფრუქტოზა მეტაბოლიზმს აჩქარებს, კოჭა გულისრევას აქრობს.

სახის დატენიანება

თაფლს დამატენიანებელი თვისებები აქვს, ამიტომ სახის ნიღბებში ხშირად შედის. შინაურული ნიღაბი მოამზადეთ, რომ კანი გამოკვებოთ. ნახევარი ავოკადოს რბილობი და 1 ჩ/კ თაფლი კარგად აურიეთ. სახეზე 20 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თმის ზრდის დაჩქარება

თაფლის ნიღაბი თმას ზრდასა და გასქელებაში ეხმარება. 1 ს/კ მდოგვის ფხვნილს ფაფის მიღებამდე წყალი დაუმატეთ. ამ ნარევს 1 ჩ/კ წყლის ორთქლზე გამდნარი თაფლი და 1 კვერცხის გული დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თმის ძირებში წაისვით. 40 წუთში შამპუნით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ჯანსაღი სუნთქვა

თაფლის გამოყენებით პირის ღრუს სავლები შეგიძლიათ გააკეთოთ. 1 ს/კ თაფლი და 1 ჭიქა სუფთა თბილი წყალი აურიეთ. ნარევი 1,5 წუთით ყელში გამოივლეთ. თაფლი ანტისეპტიკური ნივთიერებით მდიდარია და ანადგურებს ბაქტერიებს, რომელთაც სუნთქვის გაუარესება შეუძლიათ.

იმუნიტეტის გაძლიერება

თაფლიანი ჩაი არა მხოლოდ სურდოს დროს, არამედ დაავადების პრევენციის მიზნით დალიეთ. მარტივი და გემრიელი სასმელი იმუნიტეტს აძლიერებს. 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს/კ თაფლი, რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და მწიკვი დარიჩინი აურიეთ. დილით დალიეთ, რომ სურდო დაივიწყოთ.

ასეთი უნივერსალური პროდუქტი აუცილებლად გამოიყენეთ, რომ ჯანმრთელობა გააძლიეროთ და სხვადასხვა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

Advertisement