Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლი და კურკუმა: უმძლავრესი ნატურალური ანტიბიოტიკი

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია მსოფლიოში და აქვს უჩვეულო კულინარიული და სამკურნალო თვისებები. იგი გამოიყენება აიუვერდულ, ინდურ და ჩინურ მედიცინაში ძალიან დიდი დროის განმავლობაში. ამ სანელებელს უნიკალური არომატი და მუქი-ყვითელი ფერი აქვს.

ადამიანები მას იყენებდნენ, როგორც ძლიერი ბუნებრივი საშუალება ჯანმრთელობის პრობლემების წინააღმდეგ. მათ შორის: სუნთქვის პრობლემები, ღვიძლის დაავადებები, კანის დაავადებები, კუნთების დაწიმულობა, ჭრილობები და იარები, კუჭის პრობლემები. გარდა ამისა, იგი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საჭმლის მონელების პრობლემების, ინფექციის სხვადასხვა ტიპის, ანთებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ.

აი რატომაა კურკუმა ამდენად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. კურკუმინი – კურკუმას აქტიური ინგრედიენტები – ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობური თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც მას იდეალურ ბუნებრივ გადაწყვეტილებად აქცევს მიკრობების, გასტრიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

კვლევები აჩვენებს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერება დადებითად მოქმედებს დნმ-ზე, უჯრედების სიცოცხლისუნარიანობასა და ანთების მოლეკულებზე. მას, ასევე, შეუძლია ოსტეოართრიტის სიმპტომების შემცირება; ამას შეიძლება დღეში 200 მგ კურკუმის მიღებით მიაღწიოთ.

ტურმერონი – კურკუმას კიდევ ერთი ინგრედიენტია, რომელიც ცნობილია, როგორც ბიოაქტიური ელემენტი, რომელსაც შეუძლია ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება და ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა, ტვინში უჯრედების აღდგენის გზით.

როგორ მოვამზადოთ ბუნებრივი ანტიბიოტიკი

ინგრედიენტები

  • 1 ს.ჯ. კურკუმა
  • 100 გ ორგანული თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. მოათავსეთ ინგრედიენტები შუშის ჭურჭელში და კარგად მოურიეთ.
  2. თუ გრიპი გაქვთ, მიიღეთ 0.5 კოვზი ანტიბიოტიკი ყოველ 1 საათში. მეორე დღეს აიღეთ იგივე დოზა, ოღონდ 2 საათში ერთხელ. მესამე დღეს – მიიღეთ ანტიბიოტიკი დღეში სამჯერ.
  3. მასის ჩაყლაპვამდე დარწმუნდით, რომ იგი პირში დადნა.
  4. შეგიძლიათ ანტიბიოტიკი ჩაის ან რძეს დაუმატოთ.