Connect with us

მოდა და სტილი

თანამედროვე მოკლე ვარცხნილობები, რომლებიც ყველას უხდება

საშუალო სიგრძის ხუჭუჭა თმა მაქვს და უკვე წლებია მის გაზრდას უშედეგოდ ვცდილობ. პრობლემა იმაშია, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ კარეს ან ჩოლკის შეჭრა მინდა. როგორც კარგი პარტნიორი, მეუღლე მხარს მიჭერს. დედასაც უფრო მოკლე ვარცხნილობა მოსწონს. თუმცა მას საბჭოური გაბერილი ქუდივით არ აქვს, არამედ ელეგანტური ვარცხნილობა.

ჩემი დაკვირვებით 50 წლის ქალები 2 ტიპად იყოფა: ისინი, რომელთაც საკუთარი თავი ისეთი უყვართ, როგორიც არიან, და ისინი, რომლებიც მთელი ძალით სრულყოფილებას ცდილობენ. დედაჩემი მეორე ტიპს მიეკუთვნება. მისი მოკლე ვარცხნილობა ყოველ თვე ცვლილებას განიცდის. აი, როგორი ვარცხნილობები ურჩია დედას სტილისტმა.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მოდურ ვარცხნილობებს შუახნის ქალებისთვის.

მოდური ასიმეტრია

თითქოსდა ასიმეტრიული კარე შექმნილია იმისთვის, რომ სხვები თქვენი პიროვნებით დააინტერესოს. წელს ასეთი ვარცხნილობა პოპულარულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვან ქალებში. ერთადერთი დეტალი – ასეთი ვარცხნილობისას თმის დავარცხნა რთულია. ცოტა ძალისხმევის გაღება მოგიწევთ.

მელირება ყოველთვის ტრენდულია

მელირებული თმა სადღესასწაულოდ და საინტერესოდ გამოიყურება, მაშინაც კი, თუ თმის დავარცხნაზე დიდი დრო არ დახარჯეთ. მელირება ბევრი ვარსკვლავის თმის შეღებვის საყვარელი მეთოდი ტყუილად არაა. მოვლილი ღია კულულები კარამელის ან წაბლისფერი თმის ფონზე დახვეწილად გამოიყურება. გაიკეთეთ, არ შეცდებით!

ეფექტური ჭაღარა

თუ თქვენი თმა კეთილშობილური ჭაღარით დაფარულია, ამიაკის საღებავით მისი დამალვა არ სცადოთ. მოდური ვარცხნილობა გაიკეთეთ და თმაზე ზრუნვა გააგრძელეთ. აბრეშუმივით მბზინავი თმა და ეფექტური ვარცხნილობა ახლა პოპულარულობის პიკს აღწევს. ასაკის ნუ გრცხვენიათ, იამაყეთ!

ფერადი საღებავი

ჭაღარას კიდევ ერთი პლიუსი აქვს: თმის გაღიავება არ დაგჭირდებათ, თუ ღია ფრად შეღებვა გსურთ. ჩვენთან საზოგადოებაში იისფერ თმიან ბებიას დამცინავად უყურებენ და კიცხავენ. აი, დასავლეთში ასეთ თამამ სტილს შუახნის ქალებს სთავაზობენ და მათით აღფრთოვანებულნი არიან. მთავარია – ზომიერება.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მოკლე ვარცხნილობა ყველას არ უხდება. მაგალითად, დალაქები „ბიჭურად“ თმის შეჭრას ურჩევენ მხოლოდ გამხდარ ქალებს დახვეწილი სახის ნაკვთებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ნაკლოვანებას გამოაშკარავებთ (გრძელი ცხვირი, დიდი ლოყები ან ნაოჭები თვალების ირგვლივ). სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, სანამ ვარცხნილობის შეცვლას გადაწყვეტთ.