Connect with us

ჯანმრთელობა

ზღვის წყლის უნიკალური თვისება – უკეთესს წამალს ვერ იპოვით

ზღვის წყალი ძალა და ენერგიაა. ზღვის საჩუქარი – წყალი, მარილი და წყალმცენარე ადამიანის ორგანიზმის განუმეორებელი მედიკამენტია.

ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის დროს ექიმებმა ზღვის წყლის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს. ანტიკური სამყაროს ექიმები ზღვის წყლის დალევის რეკომენდაციას იძლეოდნენ კუჭის, კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდის ბუშტის დაავადებების და ანემიის დროს

ზღვის წყლით ჭრილობას, წყლულს და ნაკაწრებს იბანდნენ. სწორედ მაშინ დაიბადა პოპულარული პროცედურა „თალასოთერაპია“.

ძველი ბერძნული ენიდან „თალასოთერაპია“ ითარგმნება, როგორც „მკურნალობა ზღვით“, მკურნალობა და გაჯანსაღება ცხელი ზღვის წყლით (წყალი 33-34C თბება), წყალმცენარეებით და ზღვის კლიმატით.

ზღვის წყლის თვისება

ზღვის წყლის თერაპიული ღირებულება მინერალური მარილების და მიკროელემენტების, ბიოაქტიური ნივთიერებების, პლანქტონის და მიკროსკოპული წყალმცენარეების შემცველობით განისაზღვრება.

თალასოთერაპიის მთავარი მიზანია ადამიანის ორგანიზმი გაამდიდროს დეფიციტური ელემენტებით, როგორიცაა კალციუმი, იოდი, კალიუმი და გოგირდი. ზღვის წყლის თერაპიული თვისება 34C ტემპერატურაზე ვლინდება, ამიტომ გამოყენების წინ მას ათბობენ.

ზღვის წყალი ბუნებრივი ხსნარია, რომელიც დაბალანსებულ მდგომარეობაშია, როცა ცალკეული მარილების ტოქსიკურობას სხვები აქრობს. მარილიანი გემო სუფრის მარილის შემცველობაზეა დამოკიდებული, მწარე გემოს მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატები და მაგნიუმი ქმნის.

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს, რომ ზღვის წყლის და სისხლის მარილიანი ხსნარის შემადგენლობა ერთმანეთის მსგავსია, რადგან მილიარდობით წლის წინ ყველა ცოცხალი არსება ოკეანეში წარმოიშვა. რამდენიმე ათეული წლის წინ ზღვის წყალს მედიცინაში იყენებდნენ, როგორც სისხლის შემცვლელს, ულტრაიისფერი სხივებით დასხივებული ზღვის წყალი შიგნით შეჰქონდათ.

რას კურნავს ზღვის წყალი?

ზღვის წყლით მკურნალობის უამრავი ჩვენება არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია)
  • რევმატიზმი
  • ართრიტი
  • ცელულიტი, ჭარბი წონა
  • სასუნთქი გზების დაავადებები (ასთმა, ტუბერკულოზი)
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების (არა მწვავე მდგომარეობაში)
  • ნევროზი
  • გინეკოლოგიური აშლილობა
  • გადაღლილობა, უძილობა, ფსიქოზი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ყელყურცხვირის ქრონიკული დაავადებები და სურდო

თალასოთერაპია გადაღლილობის და სისუსტის დროს, ნერვული სტრესის შემდეგ ტონუსს და ენერგიას დაგიბრუნებთ. ასევე თალასოთერაპიას ჯანმრთელ ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით უნიშნავენ.

უკუჩვენება თალასოთერაპიის მიმართ

ზღვის წყლის თერაპიული თვისების მიუხედავად თალასოთერაპიას უკუჩვენება აქვს:

  • მწვავე ინფექციური დაავადებები
  • მწვავე ანთებითი დაავადებები
  • კანის დაავადებები (დერმატიტი, სოკოვანი დაავადება)
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება
  • ონკოლოგიური დაავადებები

თალასოთერაპიით მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ!