Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ უზრუნველი სიბერე

ადრე თუ გვიან ყველა ბერდება. მართალია უმეტესობა ცდილობს სიბერეს ხელი შეუშალოს სპორტით, პლასტიკური ქირურგიით, კოსმეტიკითა და სხვადასხვა კრემებით, თუმცა 50 წლის ასაკში 20 წლის ადამიანის შესახედაობის მიღწევა შეუძლებელია! როგორც არ უნდა ეცადოთ, ასაკს ბოლომდე ვერ დამალავთ.

ზოგი ასაკის მატებას მტკივნეულად აღიქვამს, ზოგი მას ძალიან მშვიდად ეგებება. რომელ ზოდიაქოს ნიშნებს არ აშინებთ სიბერე და ვისი სიბერე იქნება უდარდელი?!

რა თქმა უნდა თევზები ამ შემთხვევაში პირველ ადგილს იკავებენ. ისინი ცდილობენ ასაკს შეეწყონ. ხვდებიან, რომ ახალგაზრდობა მარადიული არ არის. ცდილობენ ღრმა სიბერემდე რაც შეიძლება ბევრი მოასწრონ, კავდებიან სპორტი და ჯანმრთელად კვებას იწყებენ. კითხულობენ ფილოსოფიურ და ეზოთერიკულ ლიტერატურას. ცდილობენ ნაკლები ინერვიულონ წვრილმანებზე, სიტუაციებს დადებითი მხრიდან უყურებენ და თავის თავსა და ჯანმრთელობას მეტ დროს უთმობენ.

თევზები ახალგაზრდობიდანვე იწყებენ ფულის გადაებას სიბერისთვის, რათა შემდეგ შვილებზე არ გახდნენ დამოკიდებულები. მოკლედ, რომ ვთქვათ სანამ სიბერე დადგება, თევზები უკვე მორალურად მზად არიან მისთვის.

რიგით მეორე ზოდიაქო, უზრუნველყოფილი სიბერით – ქალწული გახლავთ. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობენ სულ იციან რით დაიკავონ თავი და თავიანთ თავთან არადროს იწყენენ, ამიტომაც ისინი არც სიბერეში მოიწყენენ.

პენსიაზე გასული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები მებაღეობით ხშირად კავდებიან. ისინი იშვიათად ავადმყოფობენ და საღ აზრსაც დიდი ხნით ინარჩუნებენ. მთავარია მთელი ცხოვრების მანძილზე კარგი ყურადღება მიაციონ ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში მათ ღრმა სიბერემდე ეყოფათ ძალა აკეთონ ის რაც ძალიან უყვართ. ასაკი მათთვის უბრალოდ ციფრებია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.