Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც მეგობრობა არ ღირს

თითოეულ ადამიანს სიტყვა მეგობრობა განსხვავებულად ესმის. ზოგისთვის ერთი ადამიანი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია, სხვები მხოლოდ კეთილი რჩევებით შემოიფარგლებიან. სხვები საერთოდ თავს აჩვენებენ, რომ „მეგობარი“ აინტერესებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც კანონზომიერება არსებობს, რომელიც აჩვენებს, რამდენად მეგობრულია ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი. Alltime.ge–ს რედაქცია დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ასტროლოგების მიხედვით 3 ყველაზე არამეგობრულ ზოდიაქოს ნიშანზე.

მეგობრობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო

კუროს ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს. მეგობრობაში თავს სხვებზე მაღლა აყენებს. სინამდვილეში, მეგობრები და ახლობლები მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ მის გვერდით იყოს ხალხი, ვინც მისით გულწრფელად აღფრთოვანდება და მხარს დაუჭერს. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა არ იმუშავებს. კურომ ხომ თავი სხვებზე უკეთ უნდა იგრძნოს. ეს მისი მიზანია.

თუ ცხოვრებამ მსგავს კუროსთან შეგახვედრათ, დაფიქრდით, თამაში ამად თუ ღირს. თუ მზად არ ხართ, რომ მეგობარზე „ქვემოთ“ იყოთ ან მეგობართან ერთად საყოველთაო ჰარმონიისთვის იბრძოლოთ, სჯობს ახლო ურთიერთობის დამყარება გადადოთ.

მერწყული

მერწყული ცბიერობით გამოირჩევა. თავდაპირველად, შეიძლება თქვენ მიმართ გულწრფელი ინტერესი გამოავლინონ. მათ თქვენს შესახებ ყველაფერი აინტერესებთ: სამსახური, პირადი ცხოვრება და ფიქრები. თითქოსდა, ყოველი მეგობრობა მსგავს გულწრფელობას გულისხმობს, მაგრამ არა მერწყულის შემთხვევაში. რაღაც მომენტში ინფორმაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. და მაშინ მეგობრობა რაღაც საშინლად გადაიქცევა.

მეგობრის მიმართ ყურადღება კარგია, მაგრამ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა შეიძლება სახიფათო ნიშანი იყოს. ხალხთან ურთიერთობაში ფხიზლად ყოფნა არ დაგავიწყდეთ.

ქალწული

ქალწულმა ნამდვილი ახლო მეგობრობა არ იცის.  ის უფრო კარგი მეგობარია, რომელიც უსაფრთხო დისტანციაზე უნდა გყავდეთ. მასთან ერთად შეგიძლიათ ისეირნოთ, იშოპინგოთ და სასიამოვნო საქმეები აკეთოთ. აი, თქვენი საიდუმლოებები სჯობს არ გაანდოთ და გული არ გადაუშალოთ.

ქალწული ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და არ აფასებს ისე, როგორც თქვენ. სწორედ ამიტომ, არაფერი უღირს, რომ ერთ დღეს გიღალატოთ ან გამოგიყენოთ.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწულთან ნებისმიერი ურთიერთობა სარისკოა, მაგრამ სჯობს ამ ნიშანთან სიახლოვის დონე აკონტროლოთ.

შეჯამება

ასტროლოგების რჩევა ბოლო ჭეშმარიტება არაა. თითოეული ადამიანი უნიკალურია და სპეციალისტები ამას ითვალისწინებენ. ნებისმიერ მეგობრობას დრო და გამოცდა ამოწმებს. ხოლო ზოდიაქოს ნიშნებზე ინფორმაცია შესაძლო შედეგზე მხოლოდ მინიშნებას გაძლევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ამ ზოდიაქოს ნიშნის მეგობარი ან ახლობელი გყავთ?