Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ტყუიან და არასდროს ნანობენ. მათგან თავი შორს დაიჭირეთ

არავის სურს ტყუილში ცხოვრება, რადგან ეს ამაზრზენი და გულსატკენია. და მაინც, ყველა სხვადასხვა დოზით იტყუება. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს, რამდენად ხართ ტყუილისკენ მიდრეკილი. თუ მატყუარას გამოაშკარავება გსურთ, მისი ზოდიაქოს ნიშანი გაიგეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მატყუარა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს ყველაზე მართლიდან ყველაზე მატყუარამდე.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენელს ურჩევნია, რომ სიმართლე თქვას. სხვებსაც იმავეს სთხოვს. პირდაპირი და გულწრფელია. სამართლიანობისთვის იბრძვის. მის ცხოვრებაში ტყუილის ადგილი არაა. ამასთან ამ ნიშანმაც შეიძლება მოგატყუოს. მაგალითად, რაღაც ისეთი საქმის შესრულება დაგპირდეს, რისი გაკეთებაც არ შეუძლია. ასე იქცევა, თუ სარგებლის მიღება სურს.

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ტყუილი არაბუნებრივია და არ უყვარს. ზოგჯერ იძულებულია მოიტყუოს. ამის გამო დანაშაულს გრძნობს და სინდისი აწუხებს.

ვერძი

ვერძი ახლობელსაც მწარე სიმართლეს პირში ეუბნება. თან ამას უტაქტოდ აკეთებს, თანამოსაუბრის გრძნობებზე არ ფიქრობს. ოღონდ ასე სპეციალურად არ იქცევა. უბრალოდ ბუნებით ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. ამ მიმნდობი ნიშნის მოტყუება ძალიან ადვილია.

ქალწული

პირდაპირი ნიშანია და არ დამალავს, რას ფიქრობს. ღირსების შენარჩუნება და გულწრფელობა მისთვის მნიშვნელოვანია. თუ ტყუის, მხოლოდ ძალდატანებით და ფრთხილად, რომ არავინ გამოიჭიროს.

კურო

კუროს სხვების მოტყუება არ უყვარს, რადგან ასე კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დისკომფორტის შეგრძნება უწევს. ყველაზე ხშირად მისი ტყუილის მიზეზი ცვლილებების შიშია.

ლომი

ბუნებით ეგოისტია, ამიტომ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა. ტყუილს სხვების თვალში უკეთ გამოსაჩენად და თვითდამკვიდრებისთვის იყენებს. ტყუილმა მისი რეპუტაცია შეიძლება შელახოს.

მერწყული

ოსტატურად ტყუის, წარბსაც არ იხრის! თუმცა ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ურჩევნია. მას მოქმედების შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლია და იცის, რომ ტყუილი კარგს არაფერს მოუტანს.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენელს თვითშეფასების პრობლემები აქვს, ამიტომ საკუთარი თავის უკეთ გამოსაჩენად ხშირად ტყუის. სხვებთან ხშირად ფარისევლობს. მათ იმას ეუბნება, რისი მოსმენაც სურთ.

თევზები

საკმაოდ ცბიერია და სარგებლის მისაღებად ტყუის. ტყუილით მგრძნობიარე შინაგანი სამყაროს დაცვას ცდილობს. საკუთარ თავსაც ხშირად ატყუებს. ცხოვრობს ილუზიებში, სადაც სიმართლე მწარეა.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელი პირად სივრცეს აფასებს. საკუთარ თავზე ყველასთან არ საუბრობს. სათქმელს ბოლომდე არ ამბობს ან ცრუობს, რომ სხვები ახლოს არ მიუშვას. ახლობლებს მათ სასიკეთოდ ატყუებს. სიმართლე მასში დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ტყუილი ხსნაა.

მორიელი

მორიელი მატყუარა ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში მეორე ადგილზეა. ტყუის, რომ სხვებისგან თავი დაიცვას და ახლოს არ მიუშვას. ხშირად არ ტყუის, უბრალოდ სათქმელს ბოლომდე არ ამბობს და თანამოსაუბრეს აბნევს. ძალიან ხშირად ეშმაკობას და ტყუილს შურისძიებისთვის იყენებს.

ტყუპები

ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, რომელსაც ორპირი ბუნება აქვს. ქარაფშუტობა და დაუფიქრებელი ქცევა ხშირად ასუსტებს. ტყუილი ერთგვარი თამაშია, რომელსაც გასართობად იყენებს. თუ არ იცის, როგორ მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ ტყუის. ასე თავს იცავს. უცნობებს თავაზიანად ესაუბრება, მაგრამ ზურგს უკან ლანძღავს.

Advertisement