ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ამ 5 ნიშნის ქვეშ ყველაზე მიმზიდველი ქალბატონები ჩნდებიან
ყველა ქალი თავისებურად მშვენიერია, თუმცა, მათ შორის ყველაზე მიმზიდველი აუცილებლად ლამაზი არ არის. ზოგიერთ ქალს გასაოცარი ქარიზმა აქვს – შეუძლია ემოციების ჩუქება, ყურადღების მიპყრობა და, რაც მთავარია, მისი შენარჩუნება. ასტროლოგები გვიყვებიან, თუ რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე მიმზიდველი ქალები მამაკაცებისთვის.
მერწყული
ამ ქალებს რაღაც განსაკუთრებული აქვთ. ისინი მარტივად ქმნიან შთაბეჭდილებას თავიანთი ფაქიზი იუმორითა და მომხიბლავი ღიმილით. სუფთა გონება და დამკვირვებლობა მათ საშუალებას აძლევს, შექმნას სწორედ ის შთაბეჭდილება, რომელიც იმ მომენტში სჭირდება.
ლომი
ნებისმიერი ძუ ლომი დარწმუნებულია, რომ იგი უნიკალური და განუმეორებელია. ამაში კი ეჭვი არც თქვენ უნდა შეგეპაროთ. თავისი თავდაჯერებულობის წყალობით, ლომი პირველივე შეხედვით ამარცხებს მეტოქეს. ძუ ლომს ბრბოშიც კი შენიშნავთ, თუ, რა თქმა უნდა, მას ყურადღების მიქცევა სურს. ჩვეულებრივ, მან კარგად იცის, რა უნდა და იღებს კიდევაც.
სასწორი
სასწორი, ხშირად, მყიფე და უძლური გოგონას როლშია. ვის არ მოუნდება ასეთი მომხიბლავი არსებისთვის დახმარების ხელის გაწოდება? იგი უშუალო და საყვარელია, ხანდახან კი ვერ ხვდებით, სერიოზულად საუბრობს თუ ხუმრობს.
მშვილდოსანი
მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა და დიდი რაოდენობით ენერგია აქვს. ეს ქალი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. იგი ერთ დღესაც ვერ გაძლებს ახალი, მკვეთრი შთაბეჭდილებების გარეშე. ამიტომ მასთან შეხვედრის შემდეგ, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება შეიძლება ნაცრისფრად და მოსაწყენად მოგეჩვენოთ. ამ ქალის სპონტანურობა და პოზიტიური განწყობა იპყრობს მისკენ ხალხის ყურადღებას.
მორიელი
მორიელი – ეს იდუმალებით მოცული ქალია. მისი იდუმალება იზიდავს მამაკაცებს, რომლებსაც მისი ამოცნობა და დაპყრობა სურთ. დიახ, ეს ქალბატონები განსაკუთრებულ ინტრიგას ქმნიან საკუთარი პიროვნების გარშემო. არასდროს უშვებენ შანსს ხელიდან და იციან, როგორ გააოცონ ადამიანები. თუმცა, როცა მის მომხიბლავობაში ჩაიძირებით, ფრთხილად იყავით. ამ მომენტიდან მორიელი მთავარი ხდება!
თქვენ არ აღმოჩნდით ამ სიაში? ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხიბლავი არ ხართ. თქვენც გექნებათ განსაკუთრებული თავისებურება, რომელიც საწინააღმდეგო სქესს იზიდავს.