Connect with us

საკითხავი

„ზინგერის“ ხელის საკერავ მანქანაზე გამყიდველებმა ნადირობა დაიწყეს: რა არის ანტიკვარის ღირებულება

როცა ბებია სოფლიდან ჩვენთან გადმოვიყვანეთ და ღირებული ნივთებიც უნდა წამოგვეღო. მათ შორის აღმოჩნდა „ზინგერის“ ძველი ხელის საკერავი მანქანა. საკერავი მანქანა ერთ–ერთ ოთახში დიდი ხნის განმავლობაში იმტვერებოდა და ვფიქრობდი, რომ უკვე აღარ მუშაობდა. მომრგვალებული ხის თავსახური ავხადე, მექანიზმი კარგად გავრეცხე და ერთი გვირისტის გაკერვა გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ მანქანა დღემდე იდეალურ მდგომარეობაშია.

„მოხუცის“ ვინმე კოლექციონერზე მიყიდვას ვაპირებდით, მაგრამ სასაცილო ფასს გვთავაზობდნენ. სწორედ ამიტომ, დედამ საკერავი მანქანა თავისთვის დაიტოვა. ახლა მთელ სულს მასში დებს. ამბობს, ელექტრო საკერავი მანქანები მას ვერც შეედრება, რადგან სული არ აქვთ. რით არის განსაკუთრებული პოდოლსკის მექანიკური ქარხნის ხელის საკერავი მანქანა?

რით გამოირჩევა „ზინგერის“ ხელის საკერავი მანქანა სხვებისგან

შექმნის ისტორია

ამერიკულმა კომპანიამ „ზინგერმა“ პირველი მექანიკური საკერავი მანქანა ჯერ კიდევ შორეულ 1851 წელს შექმნა. სულ რაღაც 10 წელში გამოგონებას მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. პირველ რიგში, მომხმარებლები ნივთის მაღალი ხარისხით მოიხიბლნენ. თან კომპანია თავის ფრანჩიზს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად ყიდდა.

რუსეთში საკერავი მანქანის ასაწყობი ქარხანა 1900 წელს, ღარიბ ქალაქ პოდოლსკში ააშენეს. ამერიკულმა კომპანიამ ეს ადგილი მიწის დაბალი ღირებულების და კარგი მდებარეობის გამო შეარჩია. ქალაქში რკინიგზა გადიოდა, რაც როგორც ნედლეულის, ასევე მზა ნაწარმის გადაზიდვის პრობლემას ამარტივებდა.

საკერავ მექანიზმებზე შეკვეთები აზიიდან შემოდიოდა. ჩინეთიდან, იაპონიიდან და სპარსეთიდან მყიდველებს ლოდინი რამდენიმე თვე შეეძლოთ. 1914 წლის ბოლოს რუსეთი საკერავი მანქანების წარმოებით მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩებოდა. საქმე იმდენად კარგად მიდიოდა, რომ კომპანიის ფილიალი სანქტ–პეტერბურგში, ნევსკის პროსპექტზე გაჩნდა. შენობას ლიფტი (დიდი იშვიათობა) და სახურავის თოვლისგან ავტომატური საწმენდი ჰქონდა.

1917 წლის რევოლუციამ მოიტანა ის, რომ წარმოება დროებით შეჩერდა. საბედნიეროდ, სამოქალაქო ომის შემდეგ მოწყობილობა მთელი დარჩა და 1923 წელს ქარხანა კვლავ ამუშავდა, მაგრამ უკვე სხვა სასაქონლო ნიშნით „პმზ“ (პოდოლსკის მექანიკური ქარხანა) და „გოსშვეიმაშინა“.

საკერავი მანქანის დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. თავისი დახვეწილი გარეგნობა იმ დროს პოპულარული მიმართულების მოდერნის წყალობით მიიღო. გლუვი მრუდები და ხრახნიანი ლითონის ზესადები საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევდა.

წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში ნივთმა თავისი უნიკალური სტილი შეინარჩუნა. ქარხნის მფლობელის შეცვლის შემდეგაც მოხატვა და საფირმო ნიშანი ნივთზე თავს იწონებდა.

რით არის გამოწვეული ანტიკვარების ინტერესი

„ზინგერის“ ძველი მანქანების მიმართ მოთხოვნა მე-20 საუკუნის ბოლოს გაიზარდა. 1998 წელს ჭორი გავრცელდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მზადაა საკერავ მანქანაში, რომლის ნომერი ერთეულით იწყება, დიდი თანხა გადაიხადონ (30 ათასიდან 1 მლნ დოლარამდე).

ანტიკვარების გამყიდველებმა და მარტივი ფულის მოყვარულებმა საფირმო მექანიზმის მასიურად შეძენა დაიწყეს. სამწუხაროდ, სიახლე ყალბი აღმოჩნდა და მყიდველებს სოლიდური, მაგრამ ნაკლებად მოთხოვნადი მანქანების მთელი კოლექცია შერჩათ.

ზოგიერთ ადამიანს იშვიათი ნივთის შეძენა სულ სხვა მიზეზით სურს. მითი არსებობს, რომ მასში იშვიათი ლითონი პალადიუმი შედის. მისი ღირებულება ოქროზე ძვირია. ზოგჯერ ამბობენ, რომ ნემსებში შეგიძლიათ „წითელი ვერცხლისწყალი“ იპოვოთ.

ჩვენი ბებიები საკერავ მანქანას თავისი ხის ჩემოდნით სათუთად ეპყრობოდნენ. ახლაც დიდად ფასობს. დარწმუნებული იყავით, რომ წლების შემდეგ საკერავი მანქანა უფრო გაძვირდება. ასე რომ, მისი გაყიდვა არ იჩქაროთ. ჯერ კიდევ გამოგადგებათ!

Advertisement