Connect with us

ჰოროსკოპი

ზეციური ნიშნები: რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქები კაცებსა და ქალებში?

თანდაყოლილი ლაქა არა მხოლოდ სხეულის ბუნებრივი ანაბეჭდია. ეს განსაკუთრებული ზეციური ნიშანია. მას შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. ნამდვილად ღირს იმის ცოდნა, თუ რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. აღსანიშნავია, ლაქა და ხალი ერთმანეთისგან განსხვავდება.

რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქები კაცებში

თანდაყოლილი ლაქა სახეზე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან რთული ხასიათი აქვს. ასეთი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ანალიზს იშვიათად ექვემდებარება და საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

თანდაყოლილი ლაქა ხელებზე იმას მიგითითებთ, რომ მამაკაცი ცოტა ჩაკეტილია. ასევე „ოქროს ხელების“ ნიშანია – ასეთი ხელების მქონე ადამიანისთვის ყველაფერი საკამათოა, ის ნიჭით და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსეა. ასეთი მამაკაცი მზრუნველი და ნაზი პარტნიორია.

ზურგზე, კისერზე ან დუნდულებზე თანდაყოლილი ლაქა ძალიან ძლიერი ინტუიციის მქონე კაცებთ აქვთ. ზოგიერთ მათგანს მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლიათ. ამ ბრძენი ხალხის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თანდაყოლილი ლაქა მარცხენა ფეხზე მოქნილ ხასიათზე მიუთითებს. ასეთი მამაკაცი დიდებული ქმარი და მამა გახდება. მარჯვენა ფეხზე თანდაყოლილი ლაქა კი მამაკაცის ხასიათში ეგოიზმის ნიშნების არსებობას მიუთითებს.

რას ნიშნავს თანდაყოლილი ლაქა ქალებში

თანდაყოლილი ლაქა სახეზე დიდი ბედნიერების ნიშანია. ასეთი ნიშნით ბედნიერი და იღბლიანი გოგოები იბადებიან, რომლებიც მომავალში კარგი ცოლები, დები და დედები ხდებიან. ბედმა ისინი განსაკუთრებული ენერგეტიკით დააჯილდოვა.

თანდაყოლილი ლაქა ხელებზე ქალის მოკრძალებაზე საუბრობს. ასეთ ადამიანს უფრო მეტი ზრუნვა და სიყვარული სჭირდება, ვიდრე სხვას. თუ ასეთი ლაქა გაქვთ, ექსპერტები გირჩევენ, რომ მეგობრები არ დაკარგოთ და მეგობრობა და სიყვარული დააფასოთ.

თუ თანდაყოლილი ლაქა ზურგზე, კისერზე ან დუნდულებზე მდებარეობს, მაშინ მისი მფლობელი ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი და უდრეკი ძალის მფლობელია. ლაქა მარცხენა ან მარჯვენა მხრისკენ რაც უფრო ახლოსაა, მით უფრო თავდაჯერებულია ქალი. ზურგის ქვედა ნაწილში ლაქა იმას ნიშნავს, რომ მას ძლიერი ხასიათი, მაგრამ ამასთან ნაზი და მგრძნობიარე სული აქვს.

თანდაყოლილი ლაქა მარჯვენა ფეხზე იმის ნიშანია, რომ ქალი მახვილი გონებით და მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ასეთი გოგოები ტყუილს და ნებისმიერ ფარისევლობას ვერ იტანენ. მარცხენა ფეხზე ლაქით კონსერვანტული ბუნების მქონე გოგოები იბადებიან, რომლებიც საკუთარი თავის ფასი ყოველთვის იციან.

თანდაყოლილი ლაქის ფორმა და ზომა

ლაქა რაც უფრო დიდი ზომისაა, დამახასიათებელი ხასიათი და ენერგეტიკა მით უფრო გამოხატული ექნება. ზოგიერთ ადამიანს თანდაყოლილი ლაქა რამდენიმე ადგილას აქვს. მათგან ხასიათზე გავლენას ახდენს მხოლოდ ერთი, რომელიც ზომაში უფრო დიდია.

ლაქის ფორმაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მრგვალ თანდაყოლილ ლაქას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს, მოგრძო ფორმა ადამიანის მიზანდასახულობის მანიშნებელია. ყველა სხვა ფორმა არაორდინალური ნიჭის არსებობაზე მიგანიშნებთ.