Connect with us

კულინარია

„ზარმაცი ნაპოლეონი“, რომელიც მხოლოდ 20 წუთში მზადდება

ბავშვობიდან ყველასთვის ცნობილი ტორტი „ნაპოლეონი“ ბევრს ძალიან უყვარს. მაღაზიაში ნაყიდი ისეთივე გემრიელი არაა, როგორც სახლში გამომცხვარი. თუ ნამდვილად გემრიელი ნამცხვრის ჭამა გსურთ, თან საკმარისი დრო გაქვთ, შეგიძლიათ „ზარმაცი ნაპოლეონი“ მოამზადოთ.

ამ დესერტის მოსამზადებლად ღუმელის გაცხელება არ დაგჭირდებათ. ტორტს ხრაშუნა გემო ექნება, ხოლო ნაზი კრემი პირში დადნება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს „ნაპოლეონის“ ყველაზე გემრიელი რეცეპტია, რომელიც ოდესმე გამისინჯავს.

„ზარმაცი ნაპოლეონი“

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ფენოვანი ორცხობილა „ყურები“
  • 1 ლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ ზეთი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი
  • მწიკვი ვანილის შაქარი

მომზადება:

1. კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი აურიეთ.

2. მასა კარგად აურიეთ, რძე ჩაასხით და ცეცხლზე დადგით.

3. კრემი ხარშეთ და თან მუდმივად აურიეთ, სანამ ბოლომდე არ გასქელდება. როცა კრემი ოდნავ გაგრილდება, კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

4. შეგიძლიათ ტორტის აწყობა დაიწყოთ: ორცხობილას კრემი წაუსვით და ფორმაში ჩადეთ, რომელსაც გვერდები ეხსნება. კრემის ბლომად წასმა არ დაგენანოთ: ორცხობილას კრემს რაც უფრო გულუხვად წაუსვამთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

5. ორცხობილის ბოლო ფენას დარჩენილი კრემი წაუსვით.

6. ზემოდან დაფშვნილი ორცხობილა მოაყარეთ! ესეც ასე, უნაზესი დესერტი მზადაა.

ეს ტორტი მთელ ოჯახს ძალიან უყვარს. მის მომზადებას დამწყები მზარეულიც შეძლებს, ხოლო გამოცდილი დიასახლისებითვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.