Connect with us

ჯანმრთელობა

ვისთვის არ შეიძლება რძის დალევა: მკაცრი აკრძალვა

უკვე წლებია ექიმები, დიეტოლოგები და ჯანსაღი კვების მხარდამჭერები ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი ძროხის რძის შესახებ თავს იმტვრევენ. დავლიოთ თუ არ დავლიოთ, სასარგებლოა თუ ზიანის მომტანი – მოსაზრებები კარდინალურად განსხვავდება.

თითოეული ადამიანის ცხოვრება რძის კვებით იწყება, მაგრამ ზრდასრულებისთვის რამდენად სასარგებლოა? ვის შეუძლია რძე თამამად დალიოს, ვინ უნდა შეზღუდოს, ხოლო ვინ საერთოდ „რძეზე“ უარი უნდა თქვას – დღეს ამ კითხვებზე პასუხს იპოვით.

სასარგებლოა თუ არა რძე

ბევრი ადამიანისთვის რძე ღვთაებრივ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, მას სამკურნალო და ზოგჯერ ჯადოსნურ თვისებებსაც მიაწერენ. მახსენდება ზღაპარი კუზიანი კვიცის შესახებ, სადაც ივანუშკა რძეში ბანაობის შემდეგ ენით აღუწერელი სილამაზის ბიჭი გახდა.

ნამდვილად, რძე პრაქტიკულად ყველა ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ადამიანს განვითარებისთვის სჭირდება, ორგანიზმის დამცავ ძალებს აღადგენს და გარემო სამყაროს ნეგატიურ ზემოქმედებას ებრძვის.

1. ცილები (გლობულინი, ალბუმინი, კაზეინი) ასათვისებლად მარტივ ფორმებშია.

2. ჰორმონები და ფერმენტები, მათ შორის ლაქტოფერინი, რომელიც უჯრედების ზრდას უზრუნველყოფენ და ინფექციებისგან გვიცავენ.

3. კალციუმი (ძვლოვან ქსოვილს აახლებს). თუ დარწმუნებული ხართ, რომ კალციუმის რძის პროდუქტებზე უკეთესი წყარო არ არსებობს, თქვენი იმედგაცრუება მომიწევს.

ყაყაჩოს თესლი, სეზამის თესლი, დაკონსერვებული სარდინი, ოხრახუში, სოიო, ნუში და ნიორი – პროდუქტების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც რძეზე უფრო მეტ კალციუმს შეიცავენ.

4. 20-ზე მეტი დაბალანსებული ამინომჟავა.

5. ლაქტოგლობულინი, რომელიც ანტიბიოტიკურ თვისებებს ფლობს.

6. A, B2, B3 და D ვიტამინები.

როდის სჯობს რძის რაციონიდან ამოღება

წიგნის „კვების ჩვევებს ვცვლით“ ავტორი და დიეტოლოგი, ალბინა კომისაროვა საკუთარ ინსტაგრამზე ჩამოთვალა შემთხვევები, როცა რძე რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ.

1. ჰიპოლაქტაცია

ლაქტოზის აუტანლობა ან ჰიპოლაქტაცია ლაქტაზის დონის შემცირებით არის გამოწვეული. ესაა ფერმენტი, რომელიც რძის პროდუქტების სწორად გადასამუშავებლად აუცილებელია. ხშირად გვხვდება ზრდასრულებში და ასაკთან ერთად პროგრესირება ახასიათებს.

ჰიპოლაქტაცია დაავადება არაა და, როგორც წესი, გენეტიკური მემკვიდრეობით არის გამოწვეული. საინტერესოა, რომ მის გავრცელებაზე ეთნიკური და რეგიონალური ფაქტორები ძლიერ გავლენას ახდენს.

კვლევის თანახმად, ლაქტოზის აუტანლობის ყველაზე დაბალი პროცენტი დაფიქსირდა ჰოლანდიის მაცხოვრებლებში (მხოლოდ 1%), ყველაზე მაღალი კი ტაილანდელებსა (98%) და ჩრდილო-ამერიკელ ინდოელებს შორის.

ჰიპოლაქტაციის დროს 100 მლ რძე ორგანიზმის შებერილობას, მუცლის ტკივილს და ზოგჯერ დიარეას იმწამსვე იწვევს. მიუხედავად ამისა, რძეზე სრულად უარის თქმის მიზეზი არ არსებობს. მარტივი წესის დაცვით საჭმლის მონელების პრობლემებს თავიდან აიცილებთ.

ჰიპოლაქტაციის დროს ბევრ ადამიანს შეუძლია რძის პროდუქტების მიღება, რომლებმაც მჟავა ფერმენტაციის პროცესი გაიარეს. მაგალითად, ყველი, კეფირი, ხაჭო და იოგურტი, რადგან მათში რძის შაქარი რძის მჟავად გარდაიქმნება.

მათ, ვისაც ლაქტოზას აუტანლობა ძლიერ განვითარებული აქვთ, შეუძლიათ სპეციალური რძის პროდუქტები მიიღონ. მაგალითად, ულაქტოზო რძე. როგორც ვარიანტი, შეუძლიათ ლაქტაზას აბები ჩვეულებრივ რძის პროდუქტებთან ერთად მიიღონ ან სოიოს ან კაკლის პროდუქტებით (სოიოს ყველი ტოფუ, ნუშის რძე) ჩაანაცვლონ.

2. ძროხის რძის ცილებზე ალერგია

პათოლოგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობით, სუნთქვის გახშირებით, ჭინჭრის ციებით, ცხვირის სისველით და სურდოთი ვლინდება. ზოგჯერ ალერგიულ რეაქცია იწვევს ხველას და მკერდში ხიხინს.

მდგომარეობა უფრო სახიფათოა, ვიდრე ლაქტოზას აუტანლობა, რადგან ანაფილაქსიური შოკის გამო შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

3. ერთ წლამდე ბავშვები

ფერმენტების არ არსებობის გამო ერთ წლამდე ბავშვებს ძროხის, ან თხის რძე არ მისცეთ.

4. ინდივიდუალური შეგრძნება

რძის მოხმარება ხშირად ტკივილს, მაგალითად, გასტრიტს, იწვევს.

ზოგჯერ სხვა ნივთიერებებთან კომბინაციით რძე ახალ თვისებას იძენს. მაგალითად, ჩაი რძესთან ერთად დიდი ხნის მანძილზე სასარგებლოდ ითვლებოდა. სინამდვილეში ჩაის ტანინები რძის კალციუმთან შეერთებით თირკმლებში ქვების წარმოქმნას ხელს უწყობენ. თირკმლის პრობლემები არ გსურთ? მაშინ ჩაი რძესთან ერთად არ დალიოთ.

რა თქმა უნდა, ადამიანებმა, რომელთაც რაიმე პრობლემა არ აწუხებთ, რძე უსაფრთხოდ შეუძლიათ დალიონ. რძე ზიანს არ მოგიტანს, მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს მოგიმატებთ. თუ ორგანიზმს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა აწუხებს, რძეზე სჯობს უარი თქვათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.