ჰოროსკოპი
ვინ არიან ყველაზე დიდი მოღალატეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებიც იუდას შეგვიძლია შევადაროთ
წამიერად თვალწინ იუდას გამოსახულება გვიჩნდება, რომელმაც ისტორიაში ყველაზე უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი ღალატისკენ მიდრეკილია, თუმცა ამ ცოდვას სასიკვდილოდ არ მიიჩნევენ. იუდას რეიტინგი 5 ზოდიაქოს ნიშნისგან შედგება.
თევზები
თევზებს შეიძლება მგრძნობიარე მოღალატეები ვუწოდოთ. მთელი გაცნობიერებული ცხოვრება თევზები საკუთარ სურვილებს ეწინააღმდეგებიან, სხვისი აზრის გავლენის ქვეშ ექცევიან და მაღალი მგრძნობელობა ახასიათებთ. მას გარემოსთან ადაპტირება, დინების მიმართულებით ცურვა, ცვლილებებთან მორგება და პოზიციის შეცვლა შეუძლია. ეგოიზმი ხშირად ღალატისკენ უბიძგებს. ასე საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად იქცევიან.
ღალატის კიდევ მოტივია ღრმა გრძნობებია. საყვარელ ადამიანში უარყოფით მხარეებს და თვისებებს ვერ ხედავს. სიყვარულის გამო ყველაფერზე წამსვლელია. მომავალში ჩადენილ საქციელს ხშირად ნანობს.
ტყუპები
მისი ქარაფშუტობა ზოგჯერ ღალატის მიზეზი ხდება. მას ყველაზე ორპირ ადამიანს ტყუილად არ უწოდებენ. ადვილად ახერხებს ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაძვრენას და საჭირო ნიღბის მორგებას. საკმაოდ მოლაყბე და მხიარული ბუნებისაა. საიდუმლოებები სჯობს არ გაანდოთ, რადგან ჩუმად შეიძლება ვინმეს გაუმხილოს. ნათქვამის ან საქციელის გამო სინანულს არასდროს განიცდის. მათ იმდენად ოსტატურად შეუძლია თავის მართლება რომ ღალატში გამოჭერა საკმაოდ რთულია.
ქარაფშუტობაში ბადალი არ ჰყავს. სამოქმედო გეგმას დეტალურად ადგენს და მის მიჰყვება, სანამ ეს აუცილებელია. ღალატი მისთვის ძალიან მარტივი საქმეა. შეზღუდვები და ერთი ადამიანის მიმართ მუდმივად ერთგულება არ უყვარს.
ქალწული
ანგარებიანი მოღალატე. ერთი შეხედვით, მასში მოღალატის დანახვა ძნელია, რადგან ყველა სამოქმედო გეგმა წინასწარ დეტალურად შედგენილი აქვს. სანამ სარისკო ნაბიჯს გადადგამს, ყველა მოსალოდნელ შედეგს აანალიზებს. თუ მისთვის სიტუაცია მომგებიანი იქნება, სინდისის ქენჯნის გარეშე პარტნიორს უღალატებს, თანამშრომელს დაასმენს ან უსარგებლო თაყვანისმცემელს მოიშორებს. მუდმივი მეტოქეობა და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის სურვილი, მას უნამუსო საქციელისკენ უბიძგებს.
ბუნებით ინტრიგანია, მაგრამ საკუთარ ქმედებას უკანონოდ არ მიიჩნევს. დარწმუნებულია, რომ ღალატი სიტუაციის წინასწარ განჭვრეტის უნარია. ამ ყველაფრის მიღმა ცივი გაანგარიშება იმალება. დანაშაულის გრძნობა არასდროს აწუხებს. პირადი მოგება მინიმალური ძალისხმევით – მათი ცხოვრების დევიზია. გარემოებას რწმენაზე წინ აყენებს.
მშვილდოსანი
იდეისთვის მოღალატე. უნამუსობის და ღალატისკენ მიდრეკილება ამ ადამიანს დაბადებიდან აქვს. თავად არ იცის, თუ ამისკენ რა უბიძგებს – ემოციური გავლენით გამოწვეული სპონტანური მოქმედება თუ იდეური მოტივი. ღალატს იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ ყველა ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებას შეძლებს, ან თუ მის გიჟურ საქციელს მოგება მოჰყვება.
პირადი ცხოვრება არც ისე მარტივად ლაგდება. ერთფეროვნებას ვერ იტანს. ცხოვრების გასახალისებლად, სინდისის ქენჯნის გარეშე გიღალატებთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი შთაბეჭდილებები მორიგი ღალატისკენ უბიძგებს. თუ ემოციებს ყურადღება არ მიაქციეს, ან პირიქით მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ, მომავალში დანაშაულის გრძნობა შეაწუხებთ და მთელი ძალებით დანაშაულის გამოსყიდვას ეცდება.
მერწყული
მოღალატე არასტანდარტული აზროვნებით. მას ორპირს და მოღალატეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ საკუთარი რწმენის გამო ღალატი შეუძლიათ. თუ მას მიზანი აქვს დასახული, მის მისაღწევად ყველაფერზე წავა. ყველა მორალურ ნორმას გვერდს აუვლის. მეგობრები მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინაა, როცა მათი დახმარება სჭირდება.
მერწყულისთვის ღალატი და სინანული შეუთავსებელია. დადგენილ შეზღუდვებს ვერ იტანს და პასუხისმგებლობას გაურბის. თუ საჭიროა, ისეთ გარემოს ქმნის, რომ პარტნიორი პატიებას ითხოვს იმის გამო, რაც არ ჩაუდენია. ოჯახურ ცხოვრებაში ერთგული პარტნიორი არა, თუმცა მეორე ნახევართან ძლიერი ურთიერთობა აქვს.